Connect with us

ჯანმრთელობა

პანაცეა ქალის სილამაზისთვის და სიმსივნესთან მებრძოლი: ისპანახის წვენი და მისი 5 სასარგებლო თვისება

წვენების სარგებლობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ რომელი ავირჩიოთ? დღეს Alltime.ge-ს რედაქცია ისპანახის წვენის და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ გიამბობთ. ჩვენთვის ისპანახის წვენი საკმაოდ ეგზოტიკური სასმელია. რა არის მისი ძალა?

ისპანახის წვენი

ისპანახი შეგიძლიათ უმად მიირთვათ, ორთქლზე მოამზადოთ, მოთუშოთ ან წვენი გაწუროთ. დღესდღეობით ხილის და ბოსტნეულის წვენებში ისპანახის დამატება ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართა შორის პოპულარული ტრენდია. ასე ყველა აუცილებელ მკვებავ ნივთიერებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იღებთ.

საჭირო ცილებით, ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული წვენის რეგულარული მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ნახეთ, რა სასარგებლო თვისებებს ფლობს ისპანახის წვენი და რა დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე.

1. დიაბეტის დროს

ისპანახი ანტიოქსიდანტების, განსაკუთრებით ალფა–ლიპოური მჟავის შესანიშნავი წყაროა, რომელიც ინსულინის წარმოებას ხელს უწყობს. ბოსტნეულის წვენი პერიფერიული ნეიროპათიის განვითარების რისკს, ასევე სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.

2. მხედველობას აუმჯობესებს

ისპანახი ბეტა–კაროტინის, ლუტეინის და ზეაქსანტინის საწყობია. ისპანახის რეგულარული მიღებისას მხედველობა უმჯობესდება. სამივე კომპონენტი ძლიერი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც უჯრედებს იცავენ და მაკულარული დეგენერაციის პროცესებს ხელს უშლიან, რის გამოც ცენტრალური მხედველობა იკარგება.

3. კანს წმენდს და თმას ჯანსაღ იერს უბრუნებს

ისპანახის წვენი ქალის სილამაზისთვის შეუცვლელია. ის კანის უჯრედების აღდგენას და მასში ტენიანობის შენარჩუნებას ხელს უწყობს, ამით კანის ტონუსი იზრდება და სახის ფერი უმჯობესდება.

ისპანახი მდიდარია მანგანუმით, რომელიც კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელი მიკროელემენტია. A, E და C ვიტამინების დიდი რაოდენობა თმის ზრდას სტიმულირებს. თმა ძლიერდება და სქელდება.

4. ავთვისებიანი წანაზარდის საიმედო პრევენცია

სიმსივნის განვითარებას გარკვეული ფაქტორები იწვევენ, მათ შორისაა ჰეტეროციკლური ამინების კანცეროგენული მოქმედება. ეს კანცეროგენები დამწვარ საკვებში შედის.

ისპანახის წვენი შეიცავს ქლოროფილს, რომელიც ანეიტრალებს ამინების მავნე ზემოქმედებას. ამინები უჯრედების ანომალურ განვითარებას იწვევს და შედეგად, შეიძლება კიბო გამოიწვიოს.

5. ისპანახის წვენი – შესანიშნავი საშუალება სისუსტის დროს

ისპანახში შემავალი ვიტამინები და მინერალები ნერვული სისტემის მდგომარეობაზე სასარგებლო გავლენას ახდენს. ისპანახის წვენს მატონიზირებელი მოქმედება აქვს, შრომისუნარიანობას სწრაფად აღადგენს, ადამიანს კარგ განწყობას და სიმშვიდეს უბრუნებს.