Connect with us

სხვა

პამიდორის მომწიფება: როდის მოვკრიფოთ და რით დავამუშავოთ

ბავშვობაში მშობლებს ხშირად მივყავდი აგარაკზე. ბოსტანი დიდი არ იყო თუმცა საქმე ყველას ყოფნიდა. ძალიან მიყვარდა მოსავლის აღებაში მონაწილოების მიღება, მაშინ ეს მაგიას გავდა, ვკრეფდით ოდნავ მომწვანო პომიდვრებს და დასამწიფებლად ვაწყობდით ის კი გარკვეული დროის შემდეგ წითლდებოდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა უკვე ვიცი როგორ უნდა მივეხმარო პომიდორს მომწიფებაში და რატომ არ უნდა მოვწყვიტო ის დამწიფებამდე.

ამინდებისა და მცენარეების სხვადასხვა დაავდებების გამო პომიდორის მომწიფებას ყველა მებაღე არ ელოდება, მათი მოუმწიფებელ მდგომარეობაში მოკრეფა უფრო საიმედოა. პომიდორი ბანანისა და ვაშლის მსგავსად, მოკრეფის შემდეგაც გამოყოფს ეთილენს. ეს გაზი მათ დამწიფებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ ბაბანი დაშლილ მდგომარეობაში, სათითაოდ უნდა დაალაგოთ.

გაითვალისწინეთ, რომ მომწიფებამდე მოკრეფილი პომიდორი ისეთი გემრიელი არ იქნება როგორც ბუჩქზე დამწიფებული. შეგიძლიათ ის ნელ-ნელა კრიფოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ თუ შენიშნეთ, რომ ხვალიდან აცივდება, მცენარე კი დამწიფებას ვერ ასწრებს მაშინ მოქმედების დროა!

როგორც კი ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაეშვება – ღია გრუნტში ფიტოფტოროზის განვითარება იწყება, შედეგად ნაყოფი ზრდას და მომწიფებას აჩერებს.

როდესაც მიხვდებით, რომ აცივება ახლოს არის მაგრამ, პომიდორი ჯერ კიდევ მწვანეა მათი დასამწიფებლად მოკრეფა დააჩქარეთ. სანამ ამ პროცესს დაიწყებთ აფთიაქში წადით და იოდი შეიძინეთ. ის პომიდვრის სწრაფ ზრდასა და საჭირო დონემდე მომწიფებას დააჩქარებს. მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:

  • 10 ლიტრ წყალში 30 წვეთი იოდი გააზავეთ. ხსნარი მზად არის!
  • ყოველ ბუჩქს კარად შემოახვიეთ სპილენძის მავთული – მიწიდან 3-4 სანტიმეტრის სიმაღლეზე. ამგვარად შეამცირებთ საკვები ნივთიერებების ფესვებისკენ გაწოვას და ისინი ნაყოფისკე წავლენ.
  • მოაჭერით ქვედა ფოთლები, რათა მცენარეს ძალა არ წაართვან.
  • დანამეთ პომიდორი მომზადებული ხსნარით.

იოდის გამოყენება ფიტოფტორის განვითარების პროფილაქტიკისთვისაც შეიძლება. ამით უფრო მეტ დროის მოიგებთ პომიდვრების დასამწიფებლად. მომწიფების პროცესი უფრო ჩქარდება.

შეგიძლიათ ხახვის ფოჩის სასუქიც გამოიყენოთ. ამისთვის ლიტრიან ქილაში ხახვის ფოჩები შეკრიბეთ და 4 ლიტრ წყალში 15 წუთის მანძილზე ხარშეთ. გააჩერეთ მომდევნო დღემდე. მირებული კონცენტრატი 1:6 შეფარდებით წყალში გააზავეთ და პომიდორს მიასხურეთ.

ამ მეთოდის მშვენიერება იმაშია, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც მცენარეებისთვის ასევე თქვენი ჯანმრთელობისთვის.