Connect with us

სახლი და დიზაინი

ოჯახმა პირადი სოფელი ააშენა და იქ ყოველ შვილს თავისი სახლი აქვს

წარმოიდგინეთ ამ ოჯახს თავისი საკუტარი სოფელი აქვს! ბრინქსების ოჯახი 6 სახლს ფლობს, თითოეულის ფართი სულ რაღაც 15 კვადრატული მეტრია, სამაგიეროდ ოჯახის ყველა წევრს თავისი პირად სივრცე აქვს.

კელი ბრინქსი ყვება, რომ მის მეუღლეს ერთი და დიდი სახლის აშენება სურდა მაგრამ, მან ბავშვებზე იზრუნა და პატარ-პატარა სახლები ააშენეს რათა ყველას “პირადი სივრცე” ჰქონდეს.

5 წლის წინ ბრინქსების ოჯახმა 57 000 დოლარად 8.5 ჰექტარი მიწა შეიძინეს კენტუკის შტატში და ნაკვეთი პირად დასახლებად აქციეს.

ოჯახის 4 წევრზე 6 სახლი მოდის: მშობლების, ორი ცალკე მდგომი სახლი შვილებისთვის (ლენოქსი და ბროდი), ტუალეტი, ბასეინი და სასტუმრო სახლი.

მშობლების სახლი ყველაზე ძვირიანი ($9000) და დიდია (26 კვ.მ.)

მისაღები ძალიან მყუდრო და ნათელია.

კარგად მოწყობილი და სრულად აღჭურვილი სამზარეულო.

აბაზანაც კი აქვთ!

ლენოქსისა და ბროდის სახლებში სველი წერტილები არ აქვთ, ამიტომ მათ აქ სიარული უწევთ:

ნახეთ როგორი მყუდრო საძინებელია:

ბრინქსებს ძალიან უყვართ თავიანთ ბასეინში ბანაობა, რომლის ფართობიც 17 კვადრატული მეტრია.

ამ ოთახში ჩვეულებრივ მთელი ოჯახი იკრიბება.


ბროდის სახლში საწოლი მეორე სართულზეა.

ეს კი ლენოქსის სახლია.

მას ყველაფერი აქვს კომოდისა და საწოლის ჩათვლით.

ბროდი კომპიუტერთან თამაშობს

ეს 6 კვ.მეტრიანი სახლი კაბინეტია რომელშიც კელი და მისი მეუღლე მუშაობენ.

“ეს არც ისეთი საშინელებაა როგორც შეიძლება მოგეჩვენოს, თუ წვიმს ქურთუკს შემოვიცვამ და იქით გადავირბენ” – ამბობს ლენოქსი განცალკევებით არსებულ ტუალეტზე.

გარდა ამისა მათ ბეღელი და თხების ბაკიც აქვთ.

სუფთა ჰაერი, ფიზიკური აქტივობა, კოცონი – რით არ არის საოცნებო ცხოვრების სტილი?!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.