Connect with us

ჯანმრთელობა

ოხრახუში გულისა და სისხლძარღვებისთვის

ოხრახუში – პოპულარული მცენარეა, ის უპრეტენზიოა და მისი მოყვანა ადრეული გაზაფხულიდან ყინვებამდეა შესაძლებელი. მისი ფესვიცა და მწვანილიც კულინარიაში აქტიურად გამოიყენება! გარდა ამისა ამ მცენარეს მკურნალი ეფექტიც აქვს!

ოხრახუში დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე, ამაგრებს გულის კუნთს, აუმჯობესებს კუჭის, თირკმელების, შარდის ბუშტისა და ნაწლავების მუშაობას. მისით დამზადებულ პრეპარატებს ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი და გამხსნელი თვისებები აქვთ. ოხრახუში კოსმეტიკური მიზნებისთვისაც გამოიყენება.

ოხრახუშით დამზადებული პრეპარატების გამოყენება რეკომენდებულია თირკმლის მწვავე დაავადებების, ორსულობის, დაბალი არტერიული წნევისა და ანემიის დროს.

გულისა და სისხლძარღვების მუშაობის გასაუმჯობესებლად, შეშუპების მოსახლსნელად და ორგანიზმიდან ჭარბი მარილების გამოსადევნად შემდეგი რეცეპტები გამოიყენეთ:

ოხრახუშის ნაყენი

2 სუფრის კოვზი დაფქული გამხმარი ოხრაშუში ჩაყარეთ თერმოსში და 1.5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. დააყენეთ 5 საათი, გაწურეთ და მიირთვით დღეში 4-6-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე – 1-2 სუფრის კოვზი.

ოხრახუშის ფესვების ნახარში

4 სუფრის კოვზ გამხმარ და დაფქულ ოხრახუშის ფესვებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ხარშეთ ორთქლის აბაზანაზე – 15 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და დღეში ორჯერ, ჭამამდე მიიღეთ – 1/4 ჭიქა, პატარა ყლუპებით.

ოხრახუშის თესლის ნაყენი (ცივი)

1 ჩაის კოვზ ოხრახუშის თესლს დაასხით 1 ლიტრი ცივი ანადურარი წყალი, დააყენეთ 10 საათის განმავლობაში და გაწურეთ. მიიღეთ 2-3 კვირის განმავლობაში, დღეში 2-3-ჯერ, წამამდე ნახევარი საათით ადრე 2-3 კოვზი.

ოხრახუშის თესლის ნაყენი (ცხელი)

0.5 ჩაის კოვზ ოხრახუშის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავი, შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიირთვით 2-4 კვირის განმავლობაში, დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე – 1 სუფრის კოვზი.

სასარგებლოა ოხრახუშით მკურნალობას ქიშმიშის ნაყენის გამოყენებაც შეუთავსოთ: 2 სუფრის კოვზ კარგად გარეცხილ ქიშმიშს დაასხით მდუღარე წყალი და მთელი ღამით დატოვეთ. მიღებული ნაყენი დალიეთ დღის განმავლობაში, ქიშმიში კი შეჭამეთ!