Connect with us

ჰოროსკოპი

ოქტომბრის მისტიკური ტარო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 2022 წლის ოქტომბრის ტარო პროგნოზს ანჯელა პერლისგან. ტაროლოგის თქმით, წინ საიდუმლოებებით სავსე ოქტომბერი გველოდება. იმედის მომცემი და საინტერესო თვე იქნება. გაიგეთ, რა გელით შემოდგომის მეორე თვეს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

სიყვარულზე, სასიყვარულო და საქმიან ურთიერთობებზე დაფიქრდებით. არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ფინანსური პრობლემები არ შეგაწუხებთ. ანჯელა პერლი გირჩევთ, რომ რაიმეს შესწავლა დაიწყოთ.

შუა ოქტომბრიდან ახლობლებთან უთანხმოებას ელოდეთ. დავიდარაბაში არ გაეხვიოთ. ახალი ამბავი ბავშვთან დაკავშირებით შეიძლება გაიგოთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.

კურო

ოქტომბერი შესანიშნავი დროა, რომ რაიმე შეისწავლოთ. ახალი უნარები მომავალში გამოგადგებათ. შანსი გაქვთ, სამსახური გამოცვალოთ. შიშს მიზნის მიღწევაში ხელის შეშლის უფლება არ მისცეთ.

ცდუნებით და ცვალებადი განწყობით სავსე თვე გელოდებათ. ბავშვებთან დაკავშირებული სასიამოვნო საქმიანობა გელით.

ტყუპები

ოქტომბრის დასაწყისში მატერიალური გეგმა დროებით დაივიწყეთ. დაისვენეთ ან რუტინული საქმეები შეასრულეთ, რომელიც გონების დაძაბვას არ მოითხოვს. დრო თვითგანვითარებას დაუთმეთ.

კარგი დროა სამოგზაუროდ და სხვადასხვა აქტივობისთვის. სწავლის დაწყება კარგია. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.

კირჩხიბი

თუ სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესება გსურთ, ძალა და პასუხისმგებლობა არ დაზოგოთ. ასე პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. ოქტომბერში რომანტიკული შეხვედრები დაგეგმეთ, პარტნიორს თავი მოაწონეთ.

ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ძველ ნაცნობს შეიძლება შეხვდეთ. ბევრი სასიამოვნო ემოცია გელოდებათ.

ლომი

შემოდგომის მეორე თვეს პარტნიორთან კონფლიქტი მოსალოდნელია. თუ იშრომებთ და ძალას არ დაზოგავთ, ურთიერთობას გააუმჯობესებთ.

ოქტომბრის მეორე ნახევარში შეიძლება ახალი ნაცნობები შეიძინოთ. უფროსს და გამოცდილ პარტნიორებს ყურადღება მიაქციეთ. მატერიალურად წარმატებული თვეა. ახალი ბიზნესი მომგებიანი გახდება.

ქალწული

სამოგზაუროდ კარგი თვეა. დროა, რომ ცხოვრება ლამაზი შთაბეჭდილებებით და სასიამოვნო ემოციებით გაავსოთ. ასე სურვილებთან დაახლოებას შეძლებთ.

ამ ნიშნის წარმომადგენლები ცვლილებებისთვის მზად არიან. ეს საქმიან და პირად ურთიერთობებს ეხება. დიდია ალბათობა, რომ საცხოვრებლად ახალ ადგილზე გადახვიდეთ.

სასწორი

ოქტომბერში ბევრ რამეზე თვალი აგეხილებათ. შესაძლებლობები გამოჩნდება. ამ თვეში მოიშორებთ ყველაფერს, რაც ძველია და ხელს გიშლით. ახალი პერიოდი იწყება. ეს როგორც ურთიერთობას, ასევე სამსახურს ეხება.

ოქტომბერში მსოფლიო ბაზარზე გასვლა, ემიგრაცია ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გელით. ცხოვრება შეიცვლება. მოსალოდნელია ნიშნობა, ბავშვის გაჩენა ან ნათლობა.

მორიელი

ამ თვეში გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც მომავალში თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. ახალი საქმის დასაწყებად კარგი პერიოდია.

დროა, რომ ოჯახს მიხედოთ, მსხვილი რამ შეიძინოთ, მატერიალური საკითხები განიხილოთ. დაფიქრდით, დაგეგმეთ და იმოქმედეთ.

მშვილდოსანი

შეთანხმება, რომელიც სამსახურს ან ფულს ეხება, დიდ მოგებას მოგიტანთ. არ შეგეშინდეთ და იმოქმედეთ. სამსახურში დაწინაურება მოსალოდნელია. წარმატებული თვე გელით.

ოჯახის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, ბავშვი დაიბადოს ან ოჯახის რომელიმე წევრი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეს. შემოქმედებითი პროექტები წარმატებას და მოგებას მოგიტანთ.

თხის რქა

სწრაფი წინსვლა გელოდებათ. მოგზაურობა შეიძლება მოგიწიოთ ან სტუმარი მოულოდნელად გესტუმროთ. საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული საქმე გამოჩნდება.

ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დიდ ცვლილებებს ელოდეთ. მოსალოდნელია ახალი უნარების ათვისება და ჩვევების შეძენა. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. სწრაფად იმოქმედეთ.

მერწყული

ფინანსურად სტაბილური მდგომარეობაა. ადრე შესრულებული საქმისთვის ჯილდოს მიიღებთ. მეგობრები მხარს დაგიჭერენ. მათ დახმარება აუცილებლად სთხოვეთ, თუ გჭირდებათ.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სასარგებლოდ დასრულდება და დიდ სიხარულს მოგანიჭებთ. აუცილებლად აღნიშნეთ.

თევზები

ამ თვეში ყველა კონფლიქტს, შეჯიბრს სწრაფად და მარტივად მოაგვარებთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ, რადგან სხვები, თუნდაც დაგპირდნენ, არაფერს გააკეთებენ. მოთმინებით მოიგებთ.

გუნდური მუშაობა სარგებელს მოგიტანთ. სამსახურში დაწინაურება მოსალოდნელია. ყველაფრის მისაღებად საკმარისი ფული გექნებათ.

გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ენერგეტიკული ვიბრაციები აკონტროლოთ. რადგან ფიქრის მიმართულება შედეგზე გავლენას ახდენს.

Advertisement