ყვავილები
ოქტომბერში პომიდვრის დარგვის 2 მეთოდი ნაადრევი მოსავლისთვის
ოქტომბერში ბოსტანში გაორმაგებული ძალებით ვმუშაობ. ახლა აგარაკზე ჩემი მეზობლის, ბებია ლილის რჩევით, პომიდორს შემოდგომაზე, ოქტომბერში ვრგავ. ასე ძლიერი და ნაადრევი მოსავლის მიღება შეიძლება. სცადეთ, ნამდვილად მეგაეფექტური ხრიკია!
Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ პომიდვრის დარგვის 2 მეთოდს ოქტომბერში ნაადრევი მოსავლის მისაღებად.
პომიდორი შემოდგომაზე
მეთოდი 1
საკუთარი ან შეძენილი თესლი სათბურში 1,5 სმ სიღრმის ორმოებში დათესეთ. სქლად დათესეთ, რადგან ყველა ვერ გადარჩება. თესლს მიწა მოაყარეთ. ასევე შეგიძლიათ წიწვის ნემსები გამოიყენოთ. გაზაფხულზე ამოსული პომიდვრის სქელ რიგებს იხილავთ.
იმედი არ გქონდეთ, რომ ყველა თესლი გაღვივდება. ნაწილი საერთოდ არ გაღვივდება, მაგრამ აღმოცენებული ძლიერი ნერგები გახდება, რომელსაც ვერც ერთი უსიამოვნება და ამინდის პირობები ვერ შეაშინებს. შუა ოქტომბრიდან ნოემბრის დასაწყისამდე დათესეთ. ამ პერიოდში მიწა უკვე ცივია და თესლს სწრაფად გაღვივების საშუალებას არ მისცემს.
მეთოდი 2
ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტური მეთოდი, რადგან უფრო მეტი თესლი ღვივდება, ვიდრე პირველი მეთოდის შემთხვევაში. დაახლოებით 2 სმ სიღრმის ორმოები გააკეთეთ და მასში პომიდორი დარგეთ. გამოიყენეთ მხოლოდ მსხვილი და მწიფე ნიმუშები, ყოველგვარი დეფექტის გარეშე.
მიწა მოაყარეთ და დათბუნეთ. პომიდორი ამ მეთოდით ღია მიწაში დარგეთ. წინასწარ მონიშნეთ ადგილი, სადაც პომიდორს დარგავთ, რომ გაზაფხულზე, ტერიტორიის დალაგებისას ნერგები არ დააზიანოთ. ასე დარგული ნერგი უფრო ძლიერი და ჯანმრთელია, ვიდრე სახლში, ქოთანში გაზრდილი.
დარგვამდე 1 კვირით ადრე მიწა ბიოჰუმუსით დაამუშავეთ და 1 ჭიქა ხის ნაცარი დაუმატეთ.
რა თქმა უნდა, პომიდორი შეგიძლიათ ფანჯრის რაფაზე ჩვეული მეთოდით დარგოთ. პომიდორი ამ პირობებში კარგად რომ განვითარდეს და ნაყოფი ფორმირდეს, კარგი განათებით უზრუნველყავით, ქოთანი სამხრეთ ფანჯარასთან დადეთ. ყოველ ორ დღეში ქოთანი შეატრიალეთ, რომ ბუჩქები ცალ მხარეს გადახრილი არ გაიზარდოს. დღის სინათლის დეფიციტის შემთხვევაში, ხელოვნური განათება დაგჭირდებათ.
შემოდგომაზე პომიდვრის დარგვით გაზაფხულზე გამძლე ნერგს და ძლიერ, ჯანმრთელ მცენარეს მიიღებთ. გაგვიზიარეთ, თქვენ როგორ რგავთ პომიდორს.