მოდა და სტილი
ოქრო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ
„დრო მოვიდა, ზარდახშაში ჩაიხედოთ!“ – მითხრა დაქალმა, შემდეგ გააგრძელა. „არსებობს ოქროს სამკაულები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ატაროთ“. ვიფიქრე, როგორ არ უნდა დავუჯერო 15 წლიანი გამოცდილების მქონე ოქრომჭედელს და ძვირფასეულობის გადახედვა გადავწყვიტე. ყველას გირჩევთ!
დღეს გიამბობთ, როდის და რომელ ვითარებაში არ ღირს ოქროს სამკაულის გაკეთება.
ოქროს სამკაული
თუ ცრურწმენებს დავუჯერებთ, ოქროს სამკაულის ტარება, რომელსაც მანამდე სხვა მფლობელი (ანტიკვარიატი) ჰყავდა, სახიფათოა. ოქრო შეიძლება სხვა ადამიანის ენერგეტიკას ფლობდეს და თუ ყოფილი მფლობელის ბედი მძიმე იყო, ეს ახალ მფლობელზეც გავლენას იქონიებს.
მაგალითად, ოქროს ბეჭედი მფლობელის დაავადებებს იზიდავს. სწორედ ამიტომ, უცნობი ადამიანიდან ნახმარი სამკაულის შეძენა არასასურველია.
ამასთან, ბევრი ჯადოსნური რიტუალი (შელოცვა) სამკაულის გამოყენებით სრულდება. ჩვეულებრივი ბეჭედი ან ყელსაბამი შეიძლება დაავადების და უბედურების საცავი გახდეს. განსაკუთრებით სახიფათოა ძველი ოქროს ბეჭედი. მისი დახურული წრე ენერგიას გათავისუფლების საშუალებას არ აძლევს.
სწორედ ამიტომ, ბეჭდის მოსინჯვის ან ტარების უფლება არავის უნდა მისცეთ. განსაკუთრებით, ეს ნიშნობის ბეჭედს ეხება. თუ ახლობელი ბეჭედს მოგთხოვთ, დაუფიქრებლად უარი უთხარით. ამ ადამიანს თქვენი სამკაულის ენერგეტიკული ბალანსის შეცვლა შეუძლია.
თუ ეზოტერიკული მხარის არ გწამთ, არსებობს რეალური საფრთხეც, რომელიც ოქროს ნაწარმს უკავშირდება.
სად გავიკეთოთ?
ხმაურიანი წვეულებაა დაგეგმილი? „ყველაზე ლამაზს და ძვირფასს გავიკეთებ“ – თვლის ბევრი ქალი და ზარდახშიდან ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი ან ზურმუხტის თვლიანი საყურე ამოაქვთ. შეჩერდით, ასე არ მოიქცეთ!
თუ ძვირფასს ქვებს სხვა სამკაულებთან ერთად ინახავთ, დიდი ალბათობით, მისი შესაკვრელი დაზიანებული იქნება. შემოწმების გარეშე ასეთი აქსესუარი არ გაიკეთოთ იქ, სადაც ბევრ ცეკვას, დალევას და სხვა ხალხთან ურთიერთობას აპირებთ. მხოლოდ ერთი უხერხული ნაბიჯი და თქვენი საყვარელი ძვირფასეულობა შეიძლება ახალი მფლობელის ხელში აღმოჩნდეს.
ასევე არ ღირს იმ სამკაულის ტარება, რომლებიც გასაწმენდად გქონდათ წაღებული. რაც შეეხება თავად გამწმენდს, ორი საფრთხე არსებობს. პირველი: სპეციალურმა საწმენდა სითხეებმა შეიძლება წებოვანი ფუძე დააზიანოს. ძირითადად, სწორედ ეს ფუძე აკავებს ძვირფასს ქვებს. არსებობს ალბათობა, რომ ქვა ამოვარდეს და დაიკარგოს.
მეორე – ჯანმრთელობისთვის ზიანი. თავად გამწმენდი სითხის შემადგენლობა ადამიანის კანისთვის უსაფრთხო არაა. სწორედ ამიტომ, გაწმენდის შემდეგ სამკაული გამდინარე წყალში კარგად უნდა გარეცხოთ, რომ ხელზე ან კისერზე გამონაყარი არ გამოგივიდეთ.
და ბოლოს: არ დაგავიწყდეთ ქურდები. ხალხმრავალ ადგილებში, განსაკუთრებით მოგზაურობის დროს, ძვირფასი ოქროს სამკაულების ტარებამ შეიძლება ადამიანს დანაშაულისკენ უბიძგოს. ფრთხილად იყავით, რადგან ეს თქვენს უსაფრთხოებას ეხება!
როგორც ხედავთ, ოქროს სამკაულების დაუფიქრებლად ტარება არ ღირს. სანამ ოქროს ნაწარმს გაიკეთებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: გონივრულია კი ამ ღონისძიებაზე მათი ტარება. თუ არსებობს რისკი, მის გამოყენებაზე უარი თქვით, რომ შემდეგ დაკარგულ სამკაულზე არ იდარდოთ.
ასევე თქვენი ტემპერამენტი და ცხოვრების წესი გაითვალისწინეთ. სწორად შერჩეული აქსესუარი მხოლოდ ბედნიერებას მოგიტანთ.