ჯანმრთელობა
ოქროს რძე: უბრალო სასმელი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია
„ოქროს რძე“ იმდენად სასარგებლო სასმელია, რომ ყოველ საღამოს მისი დალევა არავის აწყენდა. ამ ჯადოსნური რძის მთავარი ინგრედიენტი – კურკუმა. კურკუმას ფესვები და ფოთლები შეიცავს ყვითელი ფერის საღებავს, კურკუმინს და ბევრ ეთერზეთს. ამ საშუალების ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გადაჭარბება შეუძლებელია. ის სიმსივნის უჯრედების წინააღმდეგაც ეფექტურია, რადგან შემადგენლობაში ძალიან ბევრი ანტიოქსიდანტი შედის.
„ოქროს რძე“
აი, „ოქროს რძის“ შთამბეჭდავი სასარგებლო თვისებები:
- ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება
- იმუნიტეტის გაზრდა
- ანტიკანცეროგენული თვისება
- ქოლესტერინის დამარეგულირებელი ნივთიერება
- გამაჯანსაღებელი საჭმლის მომნელებელი სისტემა
- ღვიძლის დეტოქსიკაცია
- წონის და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირება
- ნორმალური წნევის მხარდაჭერა
- მეხსიერების და თავის ტვინის მოქმედების გაუმჯობესება
- კანის დაავადებების მკურნალობა
- დამხმარე საშუალება ნევრალგიური აშლილობის დროს
სამკურნალო სასმელის მთავარი კოზირი – კურკუმაში წიწაკის დამატება. ჩვეულებრივი შავი წიწაკა შეიცავს ნივთიერება პიპერინს, რომელიც კურკუმას აქტიურ ათვისებას 2-ჯერ ზრდის.
როგორ მოვამზადოთ „ოქროს რძე“
თავდაპირველად, კურკუმას პასტა უნდა მოამზადოთ.
პასტის ინგრედიენტები:
- ¼ ჭიქა კურკუმას ფხვნილი
- ½ ჩ/კ დაფქული წიწაკა
- ½ ჭიქა გაფილტრული წყალი
ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ცოტა ხნით სუსტ ცეცხლზე შეათბეთ, მუდმივად აურიეთ. ნარევი ქილაში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ – ყოველ ჯერზე ახლის მომზადება საჭირო არა, როცა რძის დალევას გადაწყვეტთ. ეს დიდი პლიუსია!
ოქროს რძის ინგრედიენტები:
- 1 ფინჯანი ნუშის რძე (კანაფის ან ქოქოსის რძე – ასევე კარგი ვარიანტებია)
- 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
- ¼ ჩ/კ ან უფრო მეტი კურკუმას პასტა
- თაფლი
თაფლის გარდა ყველა ინგრედიენტი აურიეთ, შეათბეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. ცეცხლიდან გადმოდგით, ოდნავ გაგრილებულ რძეს თაფლი გემოვნებით დაუმატეთ. თაფლის მოხარშვა არ შეიძლება, რადგან ასე თავის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.
ოქროს რძე მზადაა! სიამოვნებით მიირთვით და გამოჯანმრთელდით!
ამ ჯადოსნური რეცეპტის შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში უამბეთ და მათი გამასპინძლება არ დაგავიწყდეთ!