ჯანმრთელობა
„ოქროს რძე“ – სასმელი, რომელიც 45 წლის ასაკიდან ყველა ქალისთვის აუცილებელია
იცოდით? კურკუმას სასარგებლო თვისებები სწორედ რომ რძესთან კომბინაციაში კიდევ უფრო ძლიერდება.
კურკუმას დადებითი ზემოქმედების შესახებ უძველესი დროიდან იცოდნენ. ინდოეთში ამ ჯადოსნურ სანელებელს თითქმის ყველა კერძს უმატებენ და სწორედ ამიტომ, იქ ხალხი სიღარიბის და ცუდი პირობების მიუხედავად ძალიან დიდხანს ცხოვრობს. კურკუმა სხვადასხვა დაავადების დროს დაგეხმარებათ, იმუნიტეტს გააუმჯობესებს და წონაში დაკლებას ხელს შეუწყობს.
კურკუმას სამკურნალო ძალები ბუნებრივ ნივთიერება კურკუმინში მდგომარეობს. კურკუმინი ანტიოქსიდანტის მსგავსად მოქმედებს, ღვიძლიდან ტოქსინებს გამოდევნის, ნაღვლის გამოდევნას სტიმულირებს, უჯრედებს აღადგენს და საჭმლის მომნელებელ პროცესს არეგულირებს.
ამავდროულად, კურკუმა ორგანიზმში ანთებით პროცესებს ამსუბუქებს, სისხლში ქოლესტერინის და შაქრის დონეს ამცირებს და ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს სტიმულირებს. გარდა ამისა, ბევრი ირწმუნება, რომ ამ სანელებლის რეგულარული გამოყენება სიმსივნის განვითარებას და ზრდას აფერხებს.
კურკუმას გამოყენების ყველაზე ეფექტური მეთოდი მისი რძეში დამატებაა. ასეთი სასმელი სურდოს, გაციების, თავის ტკივილის და სახსრების ტკივილის დროს დაგეხმარებათ.
ის წნევას დაარეგულირებს, ჭარბი წონის და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემის დროს დაგეხმარებათ. სასმელი ღვიძლს წმენდს და იმუნიტეტს ზრდის. „ოქროს რძე“ კანის ცუდი მდგომარეობის დროსაც დაგეხმარებათ. ამ სასმელს განსაკუთრებული ყურადღება 45 წლის ზემოთ ყველა ქალმა უნდა მიაქციოს.
მოსამზდებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ჩ/კ კურკუმას პასტა
- 1 ჩ/კ კარაქი
- 1 ჭიქა რძე
- თაფლი
მომზადება:
- პირველ რიგში, პასტა მოამზადეთ. ამისთვის დაახლოებით 50 კურკუმას ფხვნილი დაგჭირდებათ. კურკუმას ფხვნილი ნახევარ ჩ/კ დაფქულ წიწაკას აურიეთ. ნახევარი ჭიქა ანადუღარი და შემდეგ გაგრილებული წყალი დაასხით, ცეცხლზე დადგით და ხარშეთ, სანამ სქელ პასტის მსგავსს მასას არ მიიღებთ. მინის ჭურჭელში მოათავსეთ, თავსახური დაახურეთ და მაცივარში შედგით.
- ქვაბში რძე ჩაასხით, 1 კოვზი პასტა დაუმატეთ და დაახლოებით 15 წუთით ხარშეთ. და ბოლოს, კარაქი დაუმატეთ. ცოტა გაგრილება აცადეთ. როცა სასმელი 40-50 გრადუსამდე გაგრილდება თაფლი გემოვნებით დაუმატეთ. ახლა, მიღებული სასმელი შეგიძლიათ დალიოთ.