Connect with us

საკითხავი

ოქროს რჩევები, რომელიც თქვენს ფეხებს გაყინვისგან დაიცავს

ზამთარში ფეხების გაყინვა არ უნდა დაუშვათ. ცივი ფეხები შეიძლება გახდეს სურდოს, გაციების, სახსრების ტკივილის, შარდსასქესო და სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების მიზეზი. მათ მკურნალობას სასიამოვნოს ვერ ვუწოდებთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე ოქროს წესს, რომელთა გამოყენებით ცივ ამინდში ფეხებს გაყინვისგან დაიცავთ.

4 მეთოდი ზამთარში ფეხსაცმლის დასათბუნად

წინდა და კოლგოტი ჩაიცვით

ფეხები გაყინვისგან რომ დაიცვათ, თბილად ჩაიცვით. ქუჩაში გასვლამდე თბილი წინდა ან კოლგოტი ჩაიცვით. ასე ჰაერის შუაშრეს შექმნით და ფეხები ყინვაშიც თბილი დარჩება.

ღაბაში სწორად შეარჩიეთ

ზამთარში ფეხსაცმელში თბილი ღაბაში ჩადეთ. მატყლის ან ბეწვის ვარიანტი გამოგადგებათ. ასე ტერფები კარგად გათბება. ფოლგიანი ღაბაშის ყიდვაც კარგი იდეაა. ასეთი ღაბაში სახლში მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ.

  • ფოლგიანი თბოამრეკლავი სამშენებლო მაღაზიაში შეიძინეთ. ფეხსაცმლის ღაბაში მასალას დაადეთ, კალმით ან მარკერით ღაბაშის კიდეები მოხაზეთ, შემდეგ მაკრატლით გამოჭერით. რამდენიმე ადგილას 3 მმ ნახვრეტი გააკეთეთ. ასე ფეხი არ ჩაიხუთება და ისუნთქებს. ფეხსაცმელში ჯერ ფოლგიანი ღაბაში ჩადეთ. ფოლგიანი პირი თქვენკენ მიმართული უნდა იყოს. შემდეგ ჩვეულებრივი ღაბაში ჩადეთ.
  • ღაბაშის ჩვეულებრივი კულინარიული ფოლგიდანაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ღაბაში ზემოთ მოცემული მეთოდით გამოჭერით და გამოიყენეთ. შენიშვნა: ასეთი ღაბაში ერთჯერადია და ყოველდღე უნდა გამოცვალოთ.

მდოგვის ფხვნილი გამოიყენეთ

ამ შემთხვევაში ორი წყვილი წინდის ჩაცმა მოგიწევთ. ჯერ წინდა შიშველ ფეხებზე ჩაიცვით. შემდეგ მეორე წყვილში მდოგვის ფხვნილი ჩაყარეთ და ჩაიცვით. ახლა შეგიძლიათ ფეხსაცმელი ჩაიცვათ და გარეთ გახვიდეთ. თქვენს ფეხებს სიცივე ვეღარ შეაშინებს.

წიწაკის პლასტირი გამოიყენეთ

წიწაკის პლასტირები ტერფებზე დაიკარით, შემდეგ ბამბის წინდა ჩაიცვით. პირველ წყვილად მატყლის ან ბეწვის წინდის გამოყენება არ შეიძლება. თბილი წინდა მხოლოდ ბამბის წინდაზე შეგიძლიათ ამოიცვათ. ამ მეთოდს ფეხებს გაყინვისგან ეფექტურად დაიცავთ.

ბიუჯეტური და ეფექტური მეთოდები გამოიყენეთ და ცივი ფეხები პრობლემა აღარ იქნება. თუ შესაძლებელია, ფეხსაცმელი წყალამრიდი საშუალებით დაამუშავეთ. ასე ფეხსაცმელი აღარ დასველდება და სითბოს შეინარჩუნებს.

Advertisement