Connect with us

ყვავილები

ორქიდეის მორწყვის წესები და ხრიკი, როგორ აიძულოთ ყვავილობა

ჩემი მეზობელი გამოცდილი ფლორისტია, რომლის სახლში არა ერთი მწვანე მეგობარი ბინადრობს. ორქიდეები განსაკუთრებით უყვარს. „ყოველ შაბათს სახლს ვალაგებ და  საყვარელ მცენარეებზე ვზრუნავ. ორქიდეებს განსაკუთრებული წყლით ვრწყავ, რომლის შემდეგ მყისიერად იცვლება და ყვავილობს. ამ ხრიკის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იციან.“

Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, რატომ უნდა მორწყათ ორქიდეა ლიმონიანი წყლით. ასე გამხმარ მცენარეს მეორე სიცოცხლეს შთაბერავთ.

ორქიდეების მორწყვა სახლის პირობებში

ორქიდეების ბევრი დიასახლისი ზრდის. ის ხომ საოცრად ლამაზია. თან ბევრი სახეობა არსებობს სხვადასხვა ფერის ყვავილებით. მაგალითად, კლასიკური თეთრი ფალენოპსისი, ციმბიდიუმი, მეწამული ვანდა და ფერადი პაფიოპედილუმი. ოღონდ უბედურება ისაა, რომ ორქიდეა პრეტენზიული მცენარეა და რთული მოსავლელია. ხან ყვავილობაზე უარს ამბობს, ხან ფესვები ხმება, ხან ფოთლები ცვივა.

ყველა მფლობელს სურს, რომ მის ორქიდეას ჯანმრთელი ფესვები, ლამაზი მწვანე ფოთლები და ყვავილები ჰქონდეს. მორწყვის და გადაჭრის შესახებ კლასიკური რჩევების გარდა არსებობს ერთი რეცეპტი, რომლის შესახებ ყველამ არ იცის. ამ რეცეპტით ორქიდეას ყვავილობას აიძულებთ. ამ საქმეში ლიმონის წვენი თქვენი თანაშემწეა.

ლიმონის წვენს სადეზინფექციო თვისებები აქვს, მცენარეს სხვადასხვა მავნებლისა და უსიამოვნებისგან იცავს. მასში შემავალი დიდი რაოდენობით კალიუმი და C ვიტამინი მცენარის ყვავილობას და ზრდას ხელს უწყობს. ლიმონის დახმარებით მცენარის ფესვები გაჯანსაღდება, ფოთლები ხასხასა მწვანე გახდება და აყვავილდება.

დაიმახსოვრეთ, რომ ლიმონის წვენი აუცილებლად უნდა გააზავოთ. სუფთა სახით გამოყენებისას ბევრი მჟავა მცენარეს დააზიანებს. ლიმონის წვენის გამოყენების ორი მეთოდი არსებობს.

პირველი მეთოდით ორქიდეა ლიმონიანი წყლით უნდა მორწყათ. ამისთვის 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1 ლიტრ წყალში გააზავეთ. თუ ლიმონმჟავას იყენებთ, 1 ლიტრ წყალზე 1 გრამი გამოიყენეთ. ამ ნარევით ორქიდეა ყოველ სამ თვეში 1–2–ჯერ მორწყეთ. ლიმონიანი წყალი შეგიძლიათ ქოთნის სადგამზე დაასხათ, რომ ფესვებმა მისი შეწოვა ადვილად შეძლოს.

მეორე მეთოდი ლიმონიანი წყლით ფესვების და ფოთლების გაწმენდას გულისხმობს. ამისთვის 200 მლ წყალს 10 წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ. ლიმონიან წყალში დასველებული რბილი ჩვრით ორქიდეის ფოთლები და ფესვები გაწმინდეთ. კვირაში ერთხელ გაიმეორეთ. 2 კვირაში შედეგს დაინახავთ.

„ორქიდეას ლიმონი პირველად 6 თვის წინ გავასინჯე და მას შემდეგ ყვავილობით მახარებს. თუ ლიმონიანი წყლით რეგულარულად მორწყავთ, დამატებითი საშუალებები აღარ დასჭირდება. ორქიდეა მჟავე წყალზე კარგად რეაგირებს.“

„სახლში ორქიდეას არა მხოლოდ წყლით, არამედ ლიმონის წვენით აუცილებლად ვრწყავ. ლიმონიანი წყალი თავის საქმეს აკეთებს. 3 ორქიდეა მაქვს, რომლებსაც ყვავილობაზე წლები თავი არ შეუწუხებიათ. ლიმონიანი წყლის გამოყენების შემდეგ ახალი ფოთლები და ფესვები გამოჩნდა. 7-10 დღეში შედეგს დაინახავთ“.

„დეკემბრის დასაწყისში ლიმონიანი წყლით ორქიდეის მორწყვა დავიწყე. ჯერ ჩვეულებრივი სუფთა წყლით ვრწავ, შემდეგ ლიმონიანი წყლით. გადაჭრილ ყვავილის ყუნწზე კვირტებმა გაიღვიძა. ვფიქრობ, ყვავილის მოსავლელად ყველაზე უსაფრთხო მეთოდია. ის მცენარეებიც მოკეთდა, რომლებიც უკვე დაკარგული მეგონა“.

Advertisement