ყვავილები
ორქიდეა დამწყებისთვის: მარტივი რჩევები ყვავილის გასაზრდელად
ბევრი ფიქრობს, რომ ორქიდეა პრეტენზიული ყვავილი და რთული მოსავლელია. სინამდვილეში ასე არაა, უბრალოდ მასზე ზრუნვა ჩვეულებრივი ყვავილისგან ოდნავ განსხვავდება. მოდით გავარკვიოთ, როგორ დავრგოთ, გამოვკვებოთ და მოვრწყათ ეს მშვენიერი ყვავილები.
რით დავიწყოთ?
თქვენ ორქიდეა გაჩუქეს ან ყვავილების ცენტრში თავად შეიძინეთ. პირველ რიგში, სახლის პირობებთან შესაგუებლად დრო მიეცით. მცენარე პირდაპირ ფანჯარასთან ყვავილების გვერდით არ დადოთ, არამედ მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით ცალკე დადეთ. როცა ორქიდეა ცოტა დაისვენებს და ახალ პირობებს შეეგუება, ამას 2 კვირა დასჭირდება, შეგიძლიათ კარგად განათებულ ადგილას გადაიტანოთ.
1. ორქიდეას უყვარს სინათლე და სითბო, მაგრამ მზის კაშკაშა სხივებს ვერ იტანს. სჯობს მცენარე ოთახის სიღრმეში დადოთ, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდება. ასე ორქიდეა თავს ცუდად არ იგრძნობს. იდეალური ტემპერატურა 18-22 გრადუსი, ღამის და დღის ტემპერატურის ცვლილება 5 გრადუსზე მეტად არ უნდა იყოს.
2. ცნობილია, რომ ორქიდეას ჩვეულებრივი მიწა არ სჭირდება. ის ველურ ბუნებაში ხეებზე იზრდება. თქვენ დაგჭირდებათ სპეციალური სუბსტრატი ხის ნახშირზე, ქერქზე და გვიმრის ფესვები, რომლებიც ყვავილების დიდ მაღაზიებში იყიდება.
სუბსტრატი სხვადასხვა ხარისხის არსებობს და, სამწუხაროდ, ყოველთვის კარგი არაა. სწორედ ამიტომ, ყურადღებით შეარჩიეთ. ორქიდეას სუბსტრატში ნაფოტი ან სხვა მცირე ნაგავი არ უნდა მოხვდეს. ის უნდა შედგებოდეს ქერქის დიდი ნაჭრებისგან, წვრილი მტვრის, ხავსის დიდი ნაწილისა და სხვა არასაჭირო მინარევების გარეშე, სადაც შეიძლება ინფექცია გავრცელდეს.
შეძენილ სუბსტრატს დეზინფექცია უნდა გაუკეთოთ და ღუმელში გამოაშროთ, რომ მცენარე არაფრით არ დაავადდეს და გადარგვა ადვილად გადაიტანოს. ამისთვის დაფაზე დააწყვეთ და ღუმელში გამოაშრეთ. წელიწადში 2–ჯერ მიწა გამოცვალეთ.
3. ორქიდეას ორპირი ქარი არ უყვარს, ამიტომ ყვავილების ქოთანი გათბობის ბატარეასთან ახლოს არ დადოთ – ამან შეიძლება ფესვების გახმობა გამოიწვიოს.
როგორ გადავრგოთ ორქიდეა
ორქიდეას ფესვებს დიდი სივრცე არ სჭირდებათ. როგორც წესი, ყვავილი მაშინ უნდა გადარგოთ, როცა ის ქოთანში ნამდვილად ვეღარ ეტევა. ქოთნის ზომა ფესვების სისტემის ზომის მიხედვით შეარჩიეთ.
სჯობს გამჭვირვალე პლასტმასის ქოთანი გამოიყენოთ, რომ ფესვები დაინახოთ და დააკვირდით, რომ არ გახმეს. ორქიდეას ჯანსაღი ფესვები მწვანე ფერის უნდა იყოს. ქოთანში ქვედა დრენაჟის ფენა ყოველთვის კერამზიტი უნდა იყოს.
გადარგვის დროს ძლიერ არ ჩააღრმავოთ.
1. ორქიდეა ქოთნიდან ფრთხილად ამოიღეთ, რომ ფესვების სისტემა არ დააზიანოთ. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გირჩევენ პლასტმასის კონტეინერი შუაზე გაჭრათ.
2. ფესვებს ნარჩენი მასალა მოაშორეთ. თუ ფესვებზე ძლიერ მიმაგრებულია, არ შეეხოთ. დარგვამდე ყვავილები ქაღალდის პირსახოცზე გაამშრალეთ. ტორფის ჭიქის მოშორება არ დაგავიწყდეთ. თუ მას დროულად არ მოაშორებთ, ფესვები შეიძლება დალპეს, მცენარე კი დაავადდეს და დაიღუპოს.
3. ახალ ქოთანში დრენაჟი და სუბსტრატი მოათავსეთ, შემდეგ ორქიდეა ჩარგეთ და ქერქით ფრთხილად დაფარეთ.
4. ქოთანი წყალში ჩადეთ, შემდეგ ამოიღეთ, ზედმეტ წყალს დაწურვა აცადეთ და რამდენიმე დღე ჩრდილში გააჩერეთ.
ორქიდეა ყვავილობის დროს არ გადარგოთ. საუკეთესო დრო – როცა მცენარე ახალი ფოთლების და ფესვების გამოღებას დაიწყებს.
როგორ მოვრწყათ
ორქიდეას ძალიან ცოტა წყალი სჭირდება, კვირაში 1–2–ჯერ ოთახის ტემპერატურის წყლით მორწყვა საკმარისი იქნება. სჯობს დაყენებული წყალი გამოიყენოთ და არა ონკანის, როგორც ბევრი ოთახის მცენარის შემთხვევაში.
თუ ზამთარში ბინაში სიმშრალეა, ორქიდეას გვერდით დამატენიანებელი ან პატარა ფანტანი დადეთ, რომელიც მშრალ ჰაერს დაატენიანებს, რადგან ჩვეულებრივი წყლით დანამვა შესამჩნევ შედეგს არ მოგცემთ.
ყვავილობის დროს მცენარე უფრო ხშირად უნდა მორწყათ. ზოგიერთი სახეობის მორწყვა რეკომენდებული საერთოდ არაა. უბრალოდ ქოთანი წყლით სავსე დიდ ჭურჭელში ცოტა ხნით ჩადეთ, რომ სუბსტრატი წყლით გაიჟღინთოს. სწორედ ამიტომ, ორქიდეა სჯობს პლასტმასის ქოთანში გაზარდოთ, სადაც ტენი და ჰაერი ფესვებს კარგად მიეწოდება.
რით გამოვკვებოთ
მცენარე რამდენიმე თვეში ერთხელ გამოკვებეთ. სარწყავ წყალს ორქიდეასთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქი დაუმატეთ. სიხშირე და პერიოდი სახეობის მიხედვით იცვლება. ნებისმიერ შემთხვევაში ხშირად გამოკვებამ არ გაგიტაცოთ, რადგან ამ შემთხვევაში მცენარის იმუნიტეტი სუსტდება. აი, ყველა შესაძლო დაავადებისგან მცენარის დაცვა აუცილებელია.
ქარვის მჟავა და ნიორი ორქიდეასთვის
ბევრი მეყვავილე ორქიდეას გამოსაკვებად ქარვის მჟავას აბებში იყენებს, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ. ამბობენ, რომ ასეთი გამოკვება ყველაზე სუსტ მცენარესაც აცოცხლებს.
ყველაზე მარტივი ვარიანტი – რამდენიმე აბი დაფშვენით და 1,5 ლ ბოთლ წყალს დაუმატეთ. ნარევით მცენარე მორწყეთ.
ასევე პოპულარული სასუქია ნიორი. ის შეგიძლიათ ქარვის მჟავას დაუმატოთ ან ცალკე გამოიყენოთ. ნივრის ერთი კბილი დაპრესეთ და წყალი დაუმატეთ. ერთი დღე გააჩერეთ, შემდეგ მცენარე მორწყეთ. ორქიდეა მიღებული ნაყენით შეგიძლიათ მორწყათ ჩვეულებრივი მეთოდით ან ჩაყვინთვის მეთოდით. ამისთვის ნაყენი ქოთანზე ცოტა დიდ ჭურჭელში ჩაასხით და მასში მცენარე 1 საათით ჩადეთ.
რა გავაკეთოთ, თუ ორქიდეა არ ყვავილობს
რა თქმა უნდა, ორქიდეა ყვავილების გამო უყვართ, რადგან დანარჩენ დროს მცენარე ძალიან მოკრძალებულად გამოიყურება. ყვავილობას 2 წლიდან იწყებს, ხოლო ყვავილობის პერიოდი შეიძლება წლის ნებისმიერ დროს დაიწყოს და 2-დან 8 თვემდე გაგრძელდეს. ყვავილობის პერიოდი გრძელი ყვავილის ყუნწის გაზრდით იწყება. თუ ეს არ ხდება, გამოდის მცენარეს ზრდისთვის სწორი პირობები არ აქვს. შესაძლოა, ორქიდეა უბრალოდ ღია ფანჯარასთან დევს და ღამე იყინება. ორქიდეა რომ აყვავილდეს, ზოგჯერ მისი ადგილმდებარეობა შეცვალეთ, მცირე სტრესი სასარგებლოა. მაგალითად, ერთი კვირით ბნელ ადგილას შეინახეთ, შემდეგ საყვარელ ადგილას დააბრუნეთ და გამოკვებეთ, ან ფიტოსინთეზი დააჩქარეთ, ამისთვის ორქიდეა ღამით აივანზე გაიტანეთ. ასე ნახშირორჟანგს დაიგროვებს, რაც ყვავილობას ხელს შეუწყობს.
ბანანის ჩაი ორქიდეას ყვავილობისთვის
ორქიდეას უხვი ყვავილობისთვის მებაღეები სასუქის მარტივ რეცეპტს ხშირად იყენებენ. ამისთვის ბანანის ქერქი შეაგროვეთ, მზეზე კარგად გააშრეთ, შემდეგ მდუღარე წყალი დაასხით. როცა ნაყენი გაგრილდება, მცენარის ფესვები მორწყეთ.
ყვავილობის დროს ორქიდეაზე ისე უნდა იზრუნოთ როგორც ჩვეულებრივ დროს. ყვავილობის დასრულების შემდეგ ყვავილის ყუნწი უნდა გადაჭრათ.