Connect with us

ყვავილები

ორქიდეა ახალბედებისთვის: უბრალო რჩევები გადარგვისა და გაზრდისთვის

ბევრი ფიქრობს, რომ ორქიდეა საშინლად პრეტენზიული მცენარეა. თუმცა ეს მცდარი მოსაზრებაა, ორქიდეა სულაც არ არის პრეტენზიული, უბრალოდ მას მოვლის განსხვავებული წესები აქვს!

თუ ორქიდება გაჩუქეს ან ის თავად შეიძინეთ, ის ჯერ თქვენი სახლის პირობებს უნდა შეაჩვიოთ. ის ჯერ ცალე დადგით, ოთახის სიღრმეში და როდესაც ახალ პირობებს შეეჩვევა და დაისვენებს მხოლოდ მაშინ გადაიტანეთ სხვა ყვავილებთან, ამ ყველაფრისთვის მას დაახლოებით 2 კვირა დაჭირდება.

1. ორქიდეას შუქი და სითბო უყვარს, თუმცა მზის პირდაპირ სხივებს ვერ იტანს, ამიტომ აჯობებს ის ოტახის სიღრმეში დადგათ ვიდრე რაფაზე. მისთვის სასურველი ტემპერატურა 18−22 ºC-ია, ღამის ტემპერატურული ცვლილება კი მაქსიმუმ 5 გრადუსი უნდა იყოს.

2. ცნობილია, რომ ორქიდეებს ჩვეულებრივი გრუნტი არ ჭირდებათ, რადგან ჩვეულებრივ ისინი ხეებზე იზრდებიან. შესაბამისად მათი ნიადაგი ხის ნახშირის, ხის მუხის ქერქისა და გვიმრის ფესვებისგან უნდა შედგებოდეს. მისი შეძენა ნებისმიერ ყვავილების მაღაზიაში შეიძლება.

სუბსტრატი უამრავი სახეობის არსებობს და სამწუხაროდ ყველა კარგი ხარისხის არ არის. ისინი ყურადღებით შეარჩიეთ, სახლში მოტანის შემდეგ კი მისი დეზინფექცია გააკეთეთ და ქურაში შედგით. სუბსტრატი წელიწადში ორჯერ უნდა შეცვალოთ.

3. ორქიდეას ორპირი ქარი არ უყვარს, გარდა ამისა ის არც გათბობის წყაროსთან უნდა დადგათ ახლოს რათა ფესვები არ გამოუშრეს.

ორქიდეის გადარგვა

ორქიდეის ფესვებს დიდი სივრცე არ ჭირდება. როგორც წესი მხოლოდ მაშინ უნდა გადარგათ როდესაც ქოთანში უკვე ვეღარ ეტევა. ქოთნის ზომა ფესვების სისტემის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

აჯობებს პლასტმასის გამჭვირვალე ქოთანი შეარჩიოთ, ასე ფესვებს უკეთ დააკვირდებით. ჯანმრთელი ფესვი მწვანე ფერის უნდა იყოს. ქოთანში ყოველთვის უნდა იყოს კერამზიტის ქვედა სადრენაჟო ფენა.

1. ორქიდეა ფრთხილად გამოიღეთ ქოთნიდან. ზოგჯერ აჯობებს თვითონ პლასტმასის ქოთანი გაჭრათ რათა ამოღებისას ყვავილი არ დაზიანდეს.
2. ფესვებს ძველი ნიადაგი მოაცილეთ, თუ ნაჭრები მიკრობილი აქვს დატოვეთ მათი მოგლეჯა არ შეიძლება. სანამ ახალ ქოტანში გადარგავთ მას ქაღალდის ხელსახოცით ფესვები გაუმშრალეთ. არ დაგავიწყდეთ მისი ფესვებიდან ტორფის მოცილება. მას თუ დროულად არ მოაშორებთ, შეიძლება ფესვები დალპეს.
3. ახალ ქოთანში დრენაჟი და სუბსტრატი მოათავსეთ, შემდეგ ორქიდეა ჩადეთ და ფრთხილად დაფარეთ ქერქით.
4. ქოთანი წყალში ჩაუშვით, ამოუღეთ, აცადეთ ზედმეტი წყალის დაწურვა და რამდენიმე დღით ჩრდილშ დადგით.

ორქიდეა ყვავილობის დროს არ გადარგოთ. გადასარგავად საუკეთესო დრო მაშინ გახლავთ, როცა მცენარე ახალ ფოთლებსა და ფესვებს იყალიბებს.

როგორ მოვრწყათ?!

ორქიდეას ბევრი წყალი არ ჭირდება, საკმარისია ის ოთახის ტემპერატურის ნადგამი წყლით კვირაში ორჯერ მორწყათ. თუ ზამთარში თქვენს ბინაში მშრალი ჰაერია, შეგიძლიათ მის გვერდით ჰაერის დამატენიანებელი დადგათ. წყლის უბრალო მისხურებით ორქიდეას ვერ დაატენიანებთ!

ზოგიერთი სახეობის მორწყვა საერთოდ არ შეიძლება. ასეთი სახეობები ქოთნით წყალში უნდა ჩადგათ რამდენიმე წუთით რათა ფესვებმა წყლის საჭირო რაოდენობის შესრუტვა შეძლონ.

თუ თქვენს ორქიდეას ფოთლები გაუყვითლდა – ეს ნიშნავს, რომ მას ზედმეტ წყალს ასხამთ!

რით გავანოყიეროთ ორქიდეის ნიადაგი და როგორ გამოვკვებოთ ის

მცენარეს გამოკვება რამდენიმე თვეში ერთხელ ესაჭიროება. ამის გასაკეთებლად სარწყავ წყალს ორქიდეის სპეციალური სასუქი უნდა დაუმატოთ. ამისთვის ქარვის მჟავა და ნიორიც გამოგადგებათ.

შეგიძიათ აფთიაქში ქარვის მჟავის აბები შეიძინოთ, რამდენიმე აბი დაფხვნათ და 1.5 ლიტრ წყალში გააზავოთ, შემდეგ კი ამ ხსნარით ორქიდეა მორწყათ ან სითხეში ჩადგათ რამდენიმე წუთით ყვავილის ქოთანი.

იგივე ფუნქცია აქვს ნიორსაც. დაჭყლითეთ 1 კბილი ნიორი, გააზავეთ 1.5 ლიტრ წყალში, დატოვეთ ერთი დღე, მეორე დღეს კი ორქიდეა მორწყეთ ან ორქიდეის ქოთანი ჩადგით ამ ხსნარსი რათა ფესვებმა სითხე შეიწოვონ.

რა გავაკეთოთ თუ ორქიდეა არ ყვავის?!

ორქიდეა ორი წლის ასაკიდან ყვავილობს და ყვავილობა 2-დან 8 თვემდე გრძელდება, ის შეიძლება წელიწადის ნებისმიერ მონაკვეთში დაიწყოს. თუ ორქიდეა არ ყვავილობს ესეიგი მისთვის არასროი პირობები გაქვთ შექმნილი. მისი ყვავილობსი დასასტიმულირებლად გირჩევთ მისი პირობები მკვეთრად შეცვალოთ, მაგალიტად ერთი კვირა ბნელ ადგილას დადგათ და შემდეგ კი მის საყვარელ ადგილზე დააბრუნოთ. ფოტოსინთეზის დასაჩქარებლად შეგიძლაით ორქიდეა ღამით აივანზე დადგათ.

ბანანის ჩაი ორქიდეის ყვავილობისთვის

არსებობს ძალიან მარტივი სასუქი ორქიდეისთვის. შეაგროვეტ ბანანის ქერქი, კარგად გამოაშრეთ მზეზე შემდეგ კი მდუღარე დაასხით. როდესაც ნაყენი გაცივდება მისით ორქსიდეის ფესვები მორწყეთ.

ყვავილობის პერიოდში ორქიდეას ისევე უნდა მოუაროთ როგორც ჩვეულებრივ დროს.