Connect with us

ყვავილები

ორქიდეას სასუქი ბანანის კანისგან: 3 მარტივი რეცეპტი

ფალენოპსისი – ორქიდეის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ის ნაკლებ პრეტენზიულია მაგრამ, იმისთვის რომ ხშირად იყვავილოს – სათანადო მოვლა ჭირდება!

სწორი განათება, მორწყვა, მიკროკლიმატი შენობაში – ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. გარდა ამისა მათ სათანადო კვებაც ჭირდებათ, დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემას შევეხებით.

რით არის სასარგებლო ბანანის ქერქი

ბანანი სახვადასხვა სახეობის სასუქის საუკეთესო ალტერნატივაა, ის მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, შეიცავს: კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს და აზოტს. მასში პრაქტიკულად ყველა ელემენტია რაც ყვავილებს ჭრდებათ!

ნებისმიერი სახის სასუქის გამოყენებამდე ორქიდეა ოთახის ტემპერატურის წყალში უნდა დაასველოთ. მისი ფესვთა სისტემა ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა ამიტომ სასუქმა შეიძლება ბოლოები დაუწვას. ორქიდეა წყალში 15-20 წუთი უნდა ჩადგათ, წყალი გაფილტრული ან ნადგამი უნდა იყოს.

სამი რეცეპტი ბანანის ქერქისგან

არსებობს ბანანის ქერქის სასუქის რამდენიმე რეცეპტი. გამოყენებამდე ბანაი კარგად უნდა გარეცხოთ. ბანანის ქერქი ფოთლების გასაწმენდადაც შეიგიძლიათ გამოიყენოთ!

ბანანის ნაყენი

3 ბანანის ქერქს დაასხით 3 ლიტრი წყალი და დააყენეთ 48 საათით. მზა ნაყენი გაწურეთ და 1:1 პროპორციით წყალში გააზავეთ. მიღებული ხსნარით თქვენი ორქიდეა მორწყეთ.

ბანანის ჩაი

ბანანის კანი გამოაშრეთ და დააქუცმაცეთ. 1 ჩაის კოვზ ფხვნილს დაასხით 200 მილიგრამი მდუღარე წყალი. როდესაც გაცივდება ის სარწყავად გამოიყენეთ.

ბანანის ფხვნილი

ბანანის კანი გაყავით რამდენიმე ნაჭრად და ჟარუნაზე დაალაგეთ კანით ქვემოთ. გამოაცხვეთ ქურაში სანამ ფხვნადი არ გახდება. შემწვარი კანი გააცივეთ და დაფხვენით. ყოველი მცენარის განოყიერებისთვის 1 ჩაის კოვზი ფხვნილი საკმარისი იქნება.