ჯანმრთელობა
ორსულობის პირველი ნიშნები რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის
ადრე თუ გვიან ყველა ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც რაც შეიძლება სწრაფად სურთ ორსულობის შესახებ ინფორმაციის მიღება, თუმცა ჩასახვის პირველსვე დღეებში დიაგნოსტიკის ჩატარება შეუძლებელია. ასეთ დროს, მდგომარეობის დადგენაში მის პირველ ნიშნებზედაკვირვება დაგეხმარებათ.
ორსულობის პირველი ნიშნები
1. ემბრიონის საშვილოსნოსთან მიმაგრების პირველ დღეებში შეიძლება მკერდის დასივებამ და მკერდში მტკივნეულმა შეგრძნებებმა შეგაწუხოთ. ეს სარძევე ჯირკვლების ჰიპერმგრძნობელობაზე მიგვანიშნებს. შეიძლება ოდნავმა შეხებამაც კი უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს.
2. დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში. ეს საკმაოდ ინდივიდუალური სიმპტომია და ყველა ქალში სხვადასხვაგვარად ვლინდება.
3. ჩასახვის პირველივე დრეებშივე ქალები შეიძლება გულისრევამ და სისუსტემ შეაწუხოს. ის საკვები რომელიც აქამდე მოწონდათ, შეიძლება ამჯერად უგემურად მოეჩვენოთ.
4. ოვულაციის დროს გამოყოფილი უფერო, წელვადი გამონადენი მოთეთრო და სქელი გამონადენით იცვლება. ჩასახვიდან 7-10 დღეს უმეტესობასთან მოყავისფრო, წითელი ან ყვიტელი ფერის გამონადენი შეინიშნება. ეს ემბრიონის საშვილოსნოზე მიმაგების ნიშანია.
5. ჩასახვის შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე ქალის ორგანიზმი შოკშია მიმდინარე მოვლენების გამო და შესაბამისად მათი ტემპერატურაც 37 გრადუსამდე იქევს.
6. ჩასახვის პირველ პერიოდში ქალებს დაღლილობა და სისუსტე აწუხებთ. იმატებს ტემპერატურა და იმუნიეტი დროებით ეცემა. საქმე იმაშია, რომ დასაწყისში ქალის ორგანიზმი ემბრიონზე ისე რეაგირებს როგორც უცხო სხეულზე და მასთან შებრძოლებას ცდილობს.
7. ორსულობის დასადგენი ტესტის ჩატარება სახლის პირობებშიც შეიძლება. დაგჭირდებათ იოდის ქილა, ქაღალდის ფურცელი და შარდი. მოშარდეთ ქაღალდის ფურცელზე და შემდეგ მასზე იოდი დააწვეტეთ. თუ იოდი ფერს არ შეიცვლის და ყავისფერი დარცება ესეიგი ორსულად არ ხართ. ორსულობის შემთხვევაში შარდი იოდთან რეაქციაში შევა და იისფრად ან იასამნისფრად შეიღებება.