Connect with us

ჯანმრთელობა

„ორსული“ მუცელი: როგორ ვებრძოლოთ დიასტაზს და რატომ შეიძლება პრესის ვარჯიშები

მშობიარობის შემდეგ პირველი რამდენიმე წელი დიასტაზის პრობლემა ასე თუ ისე ქალების 60 %–ს აწუხებს. სწორედ ამიტომ, პრობლემა, რის გამოც „ორსული“ მუცელი ვითარდება, ახალგაზრდა დედების საფირმო დაავადებად ითვლება, თუმცა ეს პრობლემა შეიძლება ნებისმიერს აწუხებდეს, მათ შორის კაცებს. დღეს გიამბობთ, რა არის დიასტაზი და რა გავაკეთოთ პრობლემის გასაქრობად.

რა არის დიასტაზი?

დიასტაზი მუცლის სწორი კუნთების დაშორებაა. ნორმალურ პირობებში ისინი ორ „გზას“ ჰგავს, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად მიდიან. სწორედ ეს ორი კუნთების ჯგუფი ქმნის მუცლის კედელს, რომელიც შინაგან ორგანოებს აკავებს. ზოგჯერ შემაერთებელი ქსოვილები, რომლებიც კუნთებს ერთად აკავებს, სუსტდება, იწელება, კუნთები შორდება და სასწყის მდგომარეობას ვერ უბრუნდება.

რის გამო ვითარდება?

შემაერთებელი ქსოვილების „დასუსტების“ ორი მთავარი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, ეს ჰორმონალური ცვლილებებია. ხშირად ეს ქალის ორგანიზმში ორსულობის დროს ხდება, მაგრამ ზოგჯერ ჰორმონალური ბალანსის ძლიერი დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მიზეზით და ორსულობას საერთოდ არ უკავშირდებოდეს.

მეორე მიზეზი – წონის სწრაფი და მკვეთრი მატება. ცხიმოვანი ქსოვილები შემაერთებელ ქსოვილებზე ძლიერ ზეწოლას ახდენენ, ის ცვდება და კუნთები ერთმანეთს შორდება. წონის სწრაფი მატების გამო დიასტაზი ვითარდება ქალებში, რომლებიც ორსულად არ არიან და არ უმშობიარიათ, და კაცებში.

ვინ შედის რისკ ჯგუფში?

ექიმები გაფრთხილებენ: დიასტაზის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს:

  • მემკვიდრეობამ;
  • წონის ხშირმა და ძლიერმა ცვლილებებმა (მათ შორის „სწრაფი“ დიეტის გამო);
  • გირებით რეგულარულმა ვარჯიშმა;
  • პრესის ვარჯიშების ძლიერმა გატაცებამ;

რატომ არის სახიფათო დიასტაზი?

დიასტაზი მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არაა. თუ დროულად ყურადღებას არ მიაქცევთ, დროთა განმავლობაში განვითარდება ისეთი გართულებები, როგორიცაა:

  • ტკივილი და დისკომფორტის გრძნობა მუცელში;
  • ტკივილი წელის არეში;
  • ყაბზობა;
  • მუცლის შებერილობა;
  • მენჯის ღრუს ორგანოების გამოვარდნა და დაწევა;
  • შარდვის და განავლის შეუკავებლობა;

როგორ მკურნალობენ დიასტაზს?

თუ კუნთები ერთმანეთისგან დიდად დაშორებულნი არ არიან, მას გაუმკლავდებთ ვარჯიშის დახმარებით, რომელიც მუცლის და ბარძაყების კუნთებს აძლიერებს, ასევე დგომას ხელს უწყობს. მნიშვნელოვანია, სწორი დატვირთვა შეარჩიოთ, რადგან პრესზე ზოგიერთი ძალოვანი ვარჯიში, მათ შორის პოპულარული პლანკა, ბრუნვა და აზიდვები – სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებენ.

თუ დიასტაზის სტადია ძალიან ძლიერია, შეიძლება ქირურგიული ჩარევა დაგჭირდებათ, რომლის დროსაც კუნთებს გაკერავენ.