ჯანმრთელობა
ორგანიზმის ძლიერი წმენდა მინიმალურ დროში. 3 ინგრედიენტის კომბინაცია ტოქსინებს გაანადგურებს
დღესასწაულებს, მუდმივ ქეიფსა და დროსტარებას ერთადერთი მინუსი აქვს – ამ დროს კუჭი და ღვიძლი ზედმეტად იტვირთება.
ცხოვრება რომ გაიმარტივოთ, საკმარისია საჭმლის მომნელებელი სისტემის გამწმენდი ეს მარტივი სასმელი მოამზადოთ. მხოლოდ 3 ინგრედიენტი და თქვენ კვლავ შესანიშნავ ფორმაში იქნებით.
კუჭის და ღვიძლის გამწმენდი საშუალება
ყველა მცენარეულ სამკურნალო საშუალებას ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ, მაგრამ ისინი კვლავ ყველაზე ნაზ დამხმარე საშუალებად რჩებიან. კუჭის და ღვიძლის გამწმენდი ელექსირის მიღებას გამოცდილი ექიმები საკუთარ პაციენტებს ურჩევენ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 400 გრ შავი ქლიავის ჩირი
- ხეჭრელის ქერქი
- ვარდის სიროფი
შავი ქლიავის შეძენას სუპერმარკეტში შეძლებთ, ხოლო ხეჭრელის ქერქს და ვარდის სიროფს ნებისმიერ აფთიაქში იპოვით. ინგრედიენტებზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სამკურნალო მეთოდის უდიდესი დადებითი მხარეა.
გამწმენდი საშუალების მომზადება ძალიან მარტივია:
1. შავქლიავი 1,5 ლ წყალში დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთით ხარშეთ. ნახარშიდან ხილი ამოიღეთ და 15 გრ ხეჭრელის ქერქი ჩაყარეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ.
2. ქვაბი ძველ გადასაფარებელში ან პირსახოცში შეფუთეთ და 5 საათით დააყენეთ.
3. დროის გასვლის შემდეგ ნახარში გადაწურეთ, დაუმატეთ მდუღარე წყალი (რომ 1,2 ლ მიიღოთ) და 50 მლ ვარდის სიროფი. ყველაფერი კარგად აურიეთ და მაცივარში შეინახეთ.
მზა საშუალება თბილი სახით ყოველი საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ 100 მლ უნდა დალიოთ. მკურნალობის კურსი – 12 დღე. ამის შემდეგ 3 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
გახსოვდეთ! ნებისმიერი გამწმენდი საშუალების მიღების წინ ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია!
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.