Connect with us

ჯანმრთელობა

ორგანიზმის დიაგნოსტიკა ფრჩხილებით: რას ამბობს ფრჩხილების ფირფიტების მდგომარეობა

ზოგჯერ გამოცდილი ექიმისთვის საკმარისია, რომ პაციენტის ხელებზე დახედოს და გაიგოს, რა მიმართულებით გააგრძელოს გამოკვლევა. ჩვენი თითები ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ ბევრ რამეს ამბობს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაგეხმარებათ ფრჩხილებით დიაგნოსტიკა უსიამოვნების საწყის ეტაპზე გამოვლენაში.

იდეალურია, თუ ფრჩხილის ფირფიტები სწორი და ოდნავ მბზინავი, ნაზი ვარდისფერია და ძირთან ღია ორმო აქვს. ხელებს დახედეთ და ფრჩხილების მდგომარეობა შეაფასეთ. თუ ფერი შეიცვალა ან ჩაღრმავება აქვს, ექიმთან ვიზიტზე უნდა ჩაეწეროთ.

ფრჩხილებით დიაგნოსტიკა: როგორ აღმოვაჩინოთ პრობლემა საწყის ეტაპზე

ფერმკრთალი ფრჩხილები

გაუფერულებული ფრჩხილები ანემიაზე ან ქრონიკულ გულის უკმარისობაზე შეიძლება საუბრობდეს. გარდა ამისა, ფერმკრთალი ფრჩხილები ხშირად ღვიძლის პრობლემების ნიშანია.

თეთრი ფრჩხილები

ფრჩხილების ფირფიტების ასეთი ფერი ხშირად ღვიძლის პრობლემებზე საუბრობს. განგაში უნდა ატეხოთ, თუ ფრჩხილების ფირფიტები თეთრია, ხოლო კიდეებში – უფრო მუქი. გარდა ამისა, ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანებს მოყვითალო ფერის თითები აქვთ.

ყვითელი ფრჩხილები

ფრჩხილების სიყვითლის მთავარი დამნაშავე სოკოვანი ინფექციაა. თუ პროცესს თვითნებაზე მიუშვებთ, ფრჩხილების ფირფიტები გასქელდება და დაიფშვნება. ზოგჯერ ფრჩხილების ყვითელი ფერი ფსორიაზზე ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე სიგნალს იძლევა.

მოლურჯო ფრჩხილები

ეს ელფერი ამბობს, რომ ორგანიზმი ჟანგბადის საკმარის რაოდენობას ვერ იღებს. გარდა ამისა, მოლურჯო ფერი ფილტვების და გულის პრობლემებზე შეიძლება საუბრობდეს.

დამსკდარი ან გაყოფილი ფრჩხილები

მშრალი ან მტვრევადი ფრჩხილები, რომლებიც ფენებად იყოფა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე შეიძლება მიგანიშნებდეთ. თუ ამას ფრჩხილების ფირფიტების მოყვითალო ელფერი ემატება, სავარაუდოდ, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით გამოწვეულია.

უსწორობა ფრჩხილებზე

თუ ფრჩხილების ფირფიტების ზედაპირი ტალღოვანი ან წერტილოვანი ჩაღრმავებებით დაფარულია, ეს ფსორიაზის ან ართრიტის ნაადრევი ნიშანი შეიძლება იყოს. დამატებით ფერის შეცვლაც ნორმალური მოვლენაა.

შეშუპებული თითები

თუ ფრჩხილების გარშემო კანი შესიებული ან შეწითლებულია, სავარაუდოდ, საქმე ფრჩხილების მორგვის ანთებასთან გვაქვს. ეს შეიძლება წითელი მჭამელის ან შემაერთებელი ქსოვილების სხვა ანთების შედეგი იყოს. გარდა ამისა, ასეთი სიმპტომები სხვა ინფექციების დროსაც ჩნდება.

მუქი ხაზები ფრჩხილების ქვეშ

თუ ასეთი ხაზები შეამჩნიეთ, განგაში ატეხეთ. ეს სერიოზული სიგნალია, რადგან ყველაზე ხშირად მელანომით გამოწვეულია.

თუ ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემები შენიშნეთ, ეს მიზეზია, რომ საკუთარ თავს მიხედოთ და ექიმს მიმართოთ. მხოლოდ ფრჩხილის ფერზე დაყრდნობით დიაგნოზი დამოუკიდებლად არ დაისვათ. უდავოდ, თითოეულ დაავადებას მთელი რიგი სიმპტომები აქვს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!

Advertisement