Connect with us

ჯანმრთელობა

ორგანიზმის გამწმენდი სასმელი: 5 დღიანი კურსი

თუ თქვენთვისაც გაზაფხული მოულოდნელად მოვიდა, სხეულის ფორმების მოწესრიგება ვერ მოასწარით, საყვარელ შარვალში ვერ ეტევით და კოსტიუმიც არ გეკვრებათ, საგაზაფხულო სწრაფ დეტოქს დიეტას გთავაზობთ. ჩემი თანამშრომელი სეზონზე ერთი კვირა ამ დიეტას მუდმივად იცავს. მისი ფორმები რომ ნახოთ! 47 წლის ქალი სტუდენტ გოგოსავით გამოიყურება.

Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ორგანიზმის გამწმენდი სასმელი, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს სწრაფად მოგაშორებთ.

ორგანიზმის გამწმენდი სასმელი

დაგჭირდებათ 1 კონა ახალი ოხრახუში, 1 ფესვი კოჭა (საშუალო ზომის), 1 ჩ/კ დარიჩინი, 1 ს/კ ვაშლის ძმარი, 0,5 ლ წყალი. სასმელი შაქრის და ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.

ოხრახუში გარეცხეთ და დაჭერით. კოჭა გაასუფთავეთ, ლიმონი გაწურეთ. ინგრედიენტები ბლენდერში მოათავსეთ, დარიჩინი, ძმარი და წყალი დაუმატეთ. დააბლენდერეთ. საწურში ან მარლაში გადაწურეთ. ყოველდღე ახალი სასმელი მოამზადეთ. ასე მაქსიმუმ სასარგებლო თვისებებს მიიღებთ.

ასეთი დეტოქს სასმელი 5 დღე, ძილის წინ დალიეთ.  გახსოვდეთ, რომ სასმელი სრულფასოვან კვებას ვერ ჩაანაცვლებს. რეკომენდებულია, ჯერ მსუბუქად ივახშმოთ და ცოტა ხანში სასარგებლო ნარევი დალიოთ.

Advertisement