Connect with us

საკითხავი

ომი და ცხოველები უკრაინაში: 5 ბეწვიანი გმირი

ომს ყოველთვის მოაქვს დანაკარგის სიმწარე, რომელიც არა მხოლოდ ადამიანების ცხოვრებაში, არამედ ცხოველების მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 5 გულისამაჩუყებელ ისტორიას კატებსა და ძაღლებზე, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უძლეველობის სიმბოლო გახდნენ. დღეს ომი და ცხოველები უკრაინაში ერთ–ერთი განხილვადი თემაა ინტერნეტ სივრცეში.

ხალხი განვითარებული ქვეყნებიდან უკრაინელებს თანაუგრძნობენ და სურთ გაიგონ, როგორია მათი ოთხფეხა მეგობრების ბედი ომის პირობებში. ბეწვიანი გმირები უკრაინის გამარჯვებას აახლოებს, არა მხოლოდ პატრონებს, არამედ დაშავებულებსაც ეხმარება. მათ პატრონებმა სოციალურ ქსელებში გვერდები შეუქმნეს, რომ გაავრცელონ ინფორმაცია მათზე, ვისაც დახმარება სჭირდება.

ცხოველები, რომლებიც ომის დროს ვარსკვლავები გახდნენ

უკრაინელები ასეთ რთულ დროშიც უკეთესის რწმენას არ კარგავენ, ამავდროულად ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვას ახერხებენ. ომის პერიოდში უკრაინის გულისხმიერმა მოქალაქეებმა გადაარჩინეს არა ერთი ცხოველი, რომლებიც ოკუპანტების ხელით დაზარალდნენ. გიზიარებთ გულისამაჩუყებელ ისტორიებს, რომლებიც ნამდვილად აგატირებთ!

კატა გლორია ბოროდიანკიდან

2022 წლის მაისში რუსეთის რაკეტის მიერ განადგურებული სახლის მეშვიდე სართულზე შეშინებული წითური კატა იპოვეს. ადგილობრივმა მოხალისეებმა შენიშნეს და მაშინვე სოციალურ ქსელებში ხმაური ატეხეს. საწყალი ფუმფულა იქ უკვე 2 კვირა იმყოფებოდა, ამიტომ ადგილობრივები გამოთქვამდნენ წარმოუდგენელ იდეებს, როგორ მიეწოდებინათ წყალი და საკვები. უკვე 2 საათში ბოროდიანკაში მოვიდა „ზოოპატრული“, რომლის თანამშრომლებმაც ამტანი ცხოველი გადაარჩინეს.

გლორიას გამომეტყველებით აშკარააა, რას ფიქრობს ოკუპანტებსა და მათ რაკეტებზე. მაშველებმა მას შაფა უწოდეს, ცნობილი სამზარეულოს კარადის გამო, რომელიც ბოროდიანკის ერთ–ერთ სახლში სასწაულებრივად გადარჩა. კატა დაუბრუნეს პატრონს, რომელიც ფიქრობდა, რომ ის დაიღუპა. ამ ისტორიამ მილიონობით ხალხის ყურადღება მიიპყრო. მისი პოპულარობა ომში დაზარალებული ცხოველებისთვის ფინანსების შეგროვებას ხელს უწყობს. ცხოველთა დაცვის ჯგუფი აკეთებს მაისურებს გლორიას გამოსახულებით, მიღებული ფული ქველმოქმედებას ხმარდება.

ძაღლი კრიმი დნეპრიდან

29 სექტემბერს დნეპრთან რუსი უკუპანტების თავდასხმამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა: დედა ნატალი, მისი ორი შვილი და ბებია ალა. სახლის ნანგრევებში იპოვეს ძაღლი, სახელად კრიმი. როცა ომი დაიწყო, ქალმა ბავშვები უსაფრთხო ადგილას, კერძო სექტორში გადაიყვანა. მას შემდეგ, რაც რაკეტამ გაანადგურა სახლი და ყველა, ვინც იქ იყო, დაღლილი ძაღლი ნანგრევებზე ავიდა, წკმუტუნი და დანაკარგზე გლოვა დაიწყო.

მოგვიანებით, ოჯახის მამაც მოვიდა, რომელიც იმ დროს ლიმანთან ახლოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. კაცმა აღნიშნა, რომ ძაღლს ისედაც მძიმე ბედი ჰქონდა: ცხოველი ყირიმიდან ძლივს გადმოიყვანეს. ინციდენტიდან პირველ დღეებში თითქმის არაფერს ჭამდა. შემდეგ ვეტერინარებს მაინც ენდო. ექიმების თქმით, კრიმი მინიმუმ 10 წლის იყო. საპატიო ასაკს დაემატა ისიც, რომ ცხოველს სიმსივნე აღმოუჩინეს. დაბომბვის შემდეგ ძაღლი მკურნალობას გადიოდა, მაგრამ მალე ძლიერი სტრესის და ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა.

ჰაჩიკო მაკაროვიდან

სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან კიევის რეგიონის სოფელი მაკაროვი ოკუპირებული იყო. მარტის ბოლოს, როცა ტერიტორია რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს, ერთ–ერთ სახლთან აკიტა–ინუს ჯიშის ძაღლი იპოვეს. მეზობლების თქმით, ძაღლს რინი ჰქვია, ხოლო მისი პატრონი ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს–მარტის დასაწყისში დაიკარგა. ამის შემდეგ ძაღლი დაახლოებით ერთი თვე სახლის შესასვლელ კართან იწვა. მოხალისეებმა და დასახლების მაცხოვრებლებმა მისი წაყვანა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ისევ ბრუნდება, თხრილს თხრის ან ღობეს ახტება. მრავალი მცდელობის შემდეგ მისი წაყვანა შეწყვიტეს და უბრალოდ ყოველდღე საჭმელს აწვდიან.

აღსანიშნავია, რომ ჯიში აკიტა–ინუს მხოლოდ ერთხელ უყვარდება, სიცოცხლის ბოლომდე პატრონის ერთგული რჩება. სწორედ ამიტომ, რინის ძალიან უჭირდა. ერთხელ სახლში, სადაც ძაღლი ცხოვრობდა, უცნობი ქალი მოვიდა. ძაღლის გვერდით დაჯდა და ატირდა. ისიც მიუახლოვდა და ტიროდა. ერთ დღეს რინის კომბინეზონი მიუტანა, რომ ძაღლი არ გაყინულიყო. როცა აკიტა–ინუ მას მიეჩვია, ნადეჟდამ თავისთან წაიყვანა. როგორც აღმოჩნდა, ახალ მეპატრონეს ამ ჯიშის ძაღლი უკვე ჰყავდა. ერთმანეთს შეეგუენ, რადგან ქალს ამ ჯიშის ბუნება ესმის.

კატა „პატრიოტული“ თვალებით

ჭრელთვალებიანმა კატამ ინტერნეტ სივრცეში ყველას გული მოიგო. ეს პატარა გორენკას ერთ–ერთ დანგრეულ სახლში იპოვეს. კატა ძალიან შეშინებული იყო, ხალხს გაურბოდა. ვეტერინარებმა დახმარება სწრაფად აღმოუჩინეს, ხოლო მოხალისეებმა ახალი პატრონი უპოვეს. ცხოველი უნიკალური თვალებით დაახლოებით 3 კვირა ნანგრევებში ცხოვრობდა და შეშინებული დარბოდა იქ, სადაც ახლახანს მისი ბინა იყო. კატას, რომელსაც ეშლი შეარქვეს, უკრაინული დროშის ფერის თვალები აქვს: ერთი ყვითელი, მეორე ცისფერი. თავიდან ეშლი უცნობებს ახლოს არ უშვებდა, მაგრამ უკვე საავადმყოფოში ვეტერინარებს ნაზად ეფერებოდა. ცხოველი რეაბილიტაციას გადის.

კატა 6 ნატყვიარით

კიევთან ახლოს, მოშუნში, რომელიც რუსეთის ჯარის შემოსევის შედეგად დაზარალდა, მოხალისეებმა ძლიერ დატანჯული კატა გადაარჩინეს. ცხოველი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. განვლილის მიუხედავად ხალხთან დახმარებისთვის მაინც მივიდა. ვეტერინარებმა კატას საჭირო დახმარება გაუწიეს და ოპერაცია გაუკეთეს. ახლა უკვე მშვიდად ჭამს, დადის და რეაბილიტაციას გადის.

კატა, რომელსაც მოშუნი უწოდეს, მძიმედ კოჭლობდა და ხმამაღლა კნაოდა. გულისხმიერმა მოქალაქეებმა გამოკვებეს და ვეტერინარებთან მიიყვანეს. მათი თქმით, ცხოველი გამოფიტული და გაუწყლოებული იყო. მოტეხილი ჰქონდა ნეკნი და ყური. რენტგენზე გამოჩნდა 6 ნატყვიარი. ექიმებმა ოპერაცია დროულად ჩაუტარეს. მისი ფილტვები ჟანგბადით გაავსეს და 15 დღით საავადმყოფოში გააგზავნეს. ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ უკვე იღებენ შეთავაზეებს მოქალაქებიისგან, რომ მოშუნი სახლში წაიყვანონ.

რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში ყველა უკრაინელი გააერთიანა. სამხედროები თავიან მიწას იცავენ, მოხალისეები დაუცველებს ეხმარებიან, ხოლო რეგიონებში მოსახლეობა იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხმარებიან.

გამარჯვებისთვის ყველას თავისი წვლილი შეაქვს, ბავშვებით დაწყებული პენსიონერებით დამთავრებული. ცხოველებსაც ეხმარებიან. უკრაინაში ყველაზე პოპულარული ძაღლია პატრონი ჩერნიგოვიდან. აღსანიშნავია, რომ პატარა მამაცი უკვე 3 წელია ფეთქებად ნივთებს ეძებს. მუშაობის პერიოდში ათასობით ასეთი ნივთი იპოვა. დღეს მისი საქმე ძალიან მნიშვნელოვანია მის მშობლიურ რეგიონში, რადგან რუსი ოკუპანტები ჩერნიგოვში ჯერ კიდევ ომის პირველ დღეებში შეიჭრნენ და ბევრი სახიფათო „სიურპრიზი“ დატოვეს.

Advertisement