Connect with us

ყვავილები

ოთახის მცენარეები სამკურნალო თვისებებით

ოთახის მცენარეების მოვლა ცალკე მეცნიერებას წარმოადგენს. გარდა ესთეტიური სიამოვნებისა, მათ ნაწილს სხვა სარგებელიც მოაქვს. ალბათ გსმენიათ, რომ ზოგიერთი ოთახის მცენარე ჰაერს ასუფთავებს და მას ჟანგბადით ავსებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ამ სტატიაში ოთახის მცენარეებსა და მათ მიერ მოტანილ სარგებელზე ვისაუბრებთ.

დიფენბახია

ლამაზი მცენარე ძალიან ლამაზი ფართო და ზოლიანი ფოთლებით – ჩვენთან სამხრეთ ამერიკიდან მოვიდა. ის ჰაერს ასუფთავებს, ანადგურებს მტვერს და ზოგიერთ მავნე ქიმიურ ელემენტს. ახდენს ჰაერის ოზონირებას და აკონტროლებს გარემოს ტენიანობას. დატოვეთ ეს ოთახის მცენარე ოთახში და ის ურპობლემოდ გაუმკლავდება ჰაერის დაბინძურებას.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამ მცენარის წვენი შხამიანია ადამიანებისა და ცხოველებისთვის: მან შეიძლება ძლიერი დამწვრობა გამოიწვიოს, ამიტომ ის ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას დადგით.

დრაცენა

დრაცენა ანუ დრაკონის ხე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარეა. ეს კი მისი ეკზოტიკური გარეგნობისა და მოვლის სიმარტივის გამო ხდება. დრაცენა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და სუბტროპიკული აფრიკიდან შემოვიდა. ეს მცენარე ნახშირორჟანგს შთანთქავს და ჟანგბადს გამოყოფს. მას ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნეიტრალიზებაც შეუძლია.

მის სამშობლოში სჯერათ, რომ მას სახლში კარგი ენერგეტიკა, კეთილდღეობა და ოჯახური სითბო მოაქვს.

აჯობებს ეს მცენარეც მოარიდოთ ბავშვებსა და ცხოველებს რადგან მან შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს.

კაქტუსი

თანამედროვე სამყაროში, სადაც ყველა ძალიან დაკავებულია, კაქტუსი სულ უფრო და უფრო პოპულარულ მცენარედ იქცა, რომელიც ძალიან მარტივი მოსავლელია. ეს მცენარე მარტივად შთანთქავს ტექნიკის გამოსხივებას, სწორედ ამიტომ ამ მცენარეს ოფისებშიც ძლიან ხშირად შეხვდებით. ის ცუდ ენერგეტიკასაც შთანთქავს და გონებრივ შესაძლებლობებს ააქტიურებს.

პელარგონია (ოთახის გერანი)

ძალიან ლამაზი მცენარე ულამაზესი ყვავილებით. ისევე როგორც სხვა ეკზოტიკური მცენარეები, პელარგონიაც აფრიკიდან შემოვიდა და ახლა ის თითქმის ყველა სახლში გვხვდება.

ოთახის გერანის სარგებელი იმაშია, რომ ის ფიტონციდებს გამოყოფს – მფრინავ არომატულ ნივთიერბებს, რომლებიც მიკრობებისა და სოკოს გამრავლებას უშლის ხელს.

ქლოროფიტუმი

ძალიან ლამაზი მცენარე გრძელი ფოთლებითა და ბიოფილტრაციის არაჩვეულებრივი უნარებით. ის ღრუბელივით ისრუტავს მავნე ნივთიერებებს რომლებიც ჰაერში დაგროვდა. ის არაჩვეულებრივად ატენიანებს ჰაერს.

კალანხოე

ის ცხელი ქვეყნებიდან შემოიტანეს. მისი წვენი სასარგებლოდ ითვლება და ხშირდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მის საფუძველზე დამზადებული პრეპარატები თვალების დაავადებების, ოტიტის, ანგინისა და გრიპის დროს გამოიყენება. მისი წვენი სხვადასხვა დერმატოლოგიური დაავადებების დროსაც დაგეხმარებათ.

ახლა როდესაც ოთახის მცენარეების სამკურნალო თვისებების შესახებ შეიტყვეთ, მათ უკვე სხვა კუთხით შეხედავთ!