ყვავილები
ოთახის მცენარეები რომელბიც ალერგიას არ იწვევენ
ცრემლდენა, ცემინება – ეს მცენარეებზე ალერგიას ახლავს, თუმცა სიმპტომების მიუხედავად ბევრი ისევ აგრძელებს საყვარელო ოთახის მცენარეების მოვლას. ზოგიერთ ოტახის მცენარეს საერთოდ არ აქვს ალერგინები ზოგი კი მომატებული ალერგიულობით გამოირჩევა.
საერთო რეკომენდაცია ოთახის მცენარეების მოყვარულთათვის: ხშირად გაწმინდეთ ოტახის მცენარეები მტვრისგან და ზედმეტად ნუ დაატენიანებთ მათ ნიადაგს რათა ობი არ გაუჩნდეთ.
მცენარეები რომელბიც არ იწვევენ ალერგიას:
1. დრაცენა. ყველასთვის აქტუალურია რადგან ჩვენს ბინებში ის ჰაერს შესანიშნავად აეტნიანებს!
2. ალოე. აბსოლუტურად უსაფრთხოა ალერგიული ადმაიანებისთვის, სასარგებლოა ასთმიანებისთვის!
3. პლუში – სოსკოსა და ბაქტერიებისგან დამცველია, ეს უკანასკნელი მავნებლები კი ალერგიებს ხშირად იწვევენ.
4. ქლოროფიტუმი ნამდვილი ჩემპიონია ჰაერიდან ტოქსინების განადგურებაში. ის მავნე ნივთიერებების 80%-ს “იწოვს”.
5. დაფნა. ის თავს კარგად გრძნობს ოთახში, ზაფხულში კი აივანზეც სიამოვნებით იცხოვრებს – თუ უხვად მორწყავთ. მისი ფოთლები საკვების საკმაზადაც გამოგადგებათ.
6. კროტონი ანუ კოდიეუმი. ლამაზი მრავალფეროვანი ფოთლების მქონე მცენარეა, მაგრამ, პრეტენზიულია და თუ კარგად მოუვლით სახლსაც გაგილემაზებთ!
7. სპატიფილუმი, ულამაზესი თეთრი ყვავილების პატრონი, თბილ შენობებს ამჯობინებს.
8. პეპერომია. პაწაწინა ლამაზი ყვავილია, რომელიც შუქით კარგად უზრუნველყოფის შემთხვევაში იზრდება და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.
ცოტა ხსნის წინ ესპანელმა მეცნიერებმა ჰიპოალერგიული პელარგონიას გამოყვანაც შეძლეს. ეს მცენარეები შეგიძლიათ ლაერგიულმა ადამიანებმაც იყოლიოთ და დატკბეთ მათი სილამაზით!