Connect with us

ყვავილები

ოთახის მცენარეები და მათი გავლენა სახლზე

გაგჩენიათ ისეთი გრძნობა, რომ თქვენს ცხოვრებაში უიღბლობებმა საეჭვოდ იმატეს?! გიფიქრიათ, რომ ამის მიზეზი შეიძლება თქვენი საყვარელი ოთახის მცენარეების ქოთნებში იმალებოდეს?! დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ რომელ მცენარეს მოაქვს ბედნიერება და რომელი მცენარის გადგმა აჯობებს აივანზე.

მცენარეები სახლისთვის

მავნე შინაური მცენარეები

1. ცოტამ თუ იცის, რომ დეკაბრისტი ოდითგანვე მავნე მცენარედ ითვლებოდა.

არსებობს ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც თუ დეკაბრისტის ყვავილობა იგვიანებს, ეს ოჯახის წევრების ავადმყოფობებსა და უიღბლობებს წინასწარმეტყველებს. ხოლო მცენარე რომელიც არასდროს აყვავებულა – ოჯახში ხშირი კონფლიქტები და განქორწინებაც კი მოაქვს.

2. კიდევ ერთი მცენარე რომლის მოცილებაც უნდა დააჩქაროთ დეკორატიული გვიმრაა.

ეზოთერიკოსები ამ მცენარეს ვამპირად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ადამიანი რომელსაც სახლში გვიმრა აქვს, ყველაზე ხშირად გრძნობს სისუსტეს, მოთენთილობას, უმიზეზო აპათიასა და ძალების უკმარისობას.

რაც შეეხება რეალურ საფრთხეს, გვიმრა ძალიან ალერგიული მცენარეა და მას ჰიპერალერგიული ადამიანებისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია!

3. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ბევრისთვის საყვარელი კაქტუსებიც არ ყოფილან სასურველი მეზობლები თქვენს ოთახში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგონებისთვის.

თუ ცრურწმენებს დავუჯერებთ, ეს მცენარე ნეგატიურად მოქმედებს ახალგაზრდა ქალბატონების პირად ცხოვრებაზე და ქალურ ბედნიერებას ანგრევს.

თუ მათი მოცილება ძალიან გიჭირთ, მაშინ ეცადეთ საძინებლისგან შორს მაინც მოათავსოთ მაგალითად შემოსასვლელში ან სამზარეულოში.

სასარგებლო მცენარეები

1. კრასულა ან როგორც ხშირად უწოდებენ ბარაქის ხე – ყველაზე ხშირად შეძენადი მცენარეების სიაშია. ითვლება, რომ თუკი ამ მცენარეს სწორად დარგავთ და კარგად მოუვლით მას სახლში სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოზიდვა შეუძლია.

ამბობენ, რომ მისი ქოთანი აუცილებლად წითელი ფერის უნდა იყოს, ხოლო მიწაში კი რამდენიმე სამეული მონეტა უნდა ჩააყოლოთ.

2. ფული ფულად და ჯანმრთელობაზეც უნდა ვიზრუნოთ! ამაში კი ყველაზე უკეთ ალოე დაგეხმარებათ! ის არამარტო დიდ სარგებელს მოგიტანთ, არამედ დადებითად იმოქმედებს სახლში არსებულ ატმოსფეროზეც!

3. ბოლოს კი გირჩევთ ასეთი შესანიშნავი და ულამაზესი მცენარე შეიძინოთ როგორიც სპატიფილუმია (ხალხი მას “ქალურ ბედნიერებასაც” უწოდებს).

ამბობენ, რომ მის ყვავილობას სახლში ბედნიერება და ურთიერთგაგება მოაქვს. სწორედ ამიტომ ვისაც თავის საყვარელ ადამიანებთან სიმშვიდესა და ჰარმონიაში ცხოვრება სურს – ვურჩევთ ეს მცენარე შეიძინოს!

ჩვენ უბრალოდ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია გაგიზიარეთ, დაუჯერებთ თუ არა ძველ ცრურწმენებს თქვენი გადასაწყვეტია.