Connect with us

ჯანმრთელობა

ობი თქვენს ჯანმრთელობას ანადგურებს

ობი – დიასახლისებისთვის საზარელი სიტყვაა. სამწუხაროდ ყველამ არ იცის თუ სად შეიძლება ის გაგჩნდეს, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მას და როგორ გამოიყურება ის.

ობი შეიძლება ნებისმიერ ადგილას გაჩნდეს – მშრალ კედლებზე, ფარდებზე, ზოგჯერ ოტახის მცენარეებზე. ის საშიშია იმით, რომ სპორებს გამოყოფს და შეიძლება ალერგიისა და ასთმის შეტევები გამოიწვიოს. კვლევებმა აჩვენეს, რომ ჰაერის ხარისხი იმ შენობებში სადაც ობია – 50%-ით უარესდება.

არსებობს ობის 1000-ზე მეტი სახეობა, რომელიც შეიძლება თქვენს სახლშიც იზრდებოდეს. ისინი სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე მათი გავლენის მიხედვით კლასიფიცირდებიან.

ტოქსიგენური ობი

გამოყოფს მიკოტოქსინებს – ნივთიერებები რომლებსაც იმუნოდეპრესიებსა და სიმსივნემდეც კი მივყავართ. მიკროტოქსინებით დაავადება რამდენიმე მეთოდით ხდება: მისი საკვების გზით მირების, შესუნთქვის ან შეხების გზით.

ალერგიული ობი

ეს ფორმა არც ისე საშიშია. ისინი იწვევენ ალერგიისა და ასთმის შეტევებს. მის გავლენას ყველაზე ხშირად ბავშვები განიცდიან, ამიტომ ყურადღებით იყავით თუ ბავშვი გყავთ.

პათოგენური ობი

ამ ფორმამ შეიძლება ორგანიზმში ინფექცია გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებიტ საშიშია მათთვის ვისაც დასუსტებული იმუნური სისტემა აქვს. ის ადამიანები რომლებსაც ამ ფორმის ზეგავლენის ქვეშ ხდებიან, შეიძლება ხშირ შემთხვევაში ბაქტერიული პნევმონია განუვითარდეს.

სახლის ობის 5 გავრცელებული სახეობა:

Penicillium: ჩვეულებრივ ის შპალერზე, ნაჭრებზე და სავენტილაციო შახტებში გვხვდება, ის იწვევს ალერგიებსა და ასთმებს. პელიცილინი ამ სახელობის ობთან სინთეზირდება.

Stachybotrys: ეს სახეობა ცნობილია როგორც “შავი ობი”. ძალიან ტოქსიკურია და ძალიან საშიშიც. Stachybotrys-მა შეიძლება ფილტვებში სისხლდენა და სუნთქვის პრობლემები გამოიწვიოს. ეს სახეობა გაცილებით იშვიათად გვხვდება მაგრამ, მაინც უნდა იცოდეთ. შავი ობი ყველაზე ხშირად ხის ან ქაღალდის ნაკეთობებზე გვხვდება.

Cladosporium: ეს სახეობა ყველაზე ხშირად ღია ჰაერზე გვხვდება თუმცა ის შეიძლება თქვენს სახლშიც “შეიჭრას”. მას ყველაზე ხშირად ხის ზედაპირზე, ტექსტილის ნაკეთობებზე და სხვადასხვა უბრალო მატერიებზე ნახავთ.

Alternaria: ეს ნაკლებ საშიში სახეობაა ამ სიაში. მან სეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

Aspergillus: ამ ობს თბილი და ცხელი ადგილები უყვარს. ის მიკოტოქსინებს წარმოშობს რომლებიც ფილტვის ინფექციას იწვევს.

რომელი დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ობმა?

ალერგია – ყველაზე გავრცელებული ფორმაა იმ ჯანმრთელობის პრობლემებს შორის, რომელთა გამოწვევაც ობს შეუძლია, თუმცა არსებობენ მთელი რიგი საშიში დაავადებები, რომლებმაც შეიძლება ინფექციებამდე, კანის დაავადებებამდე და პნევმონიამდეც კი მიგვიყვანოს.

ობით გამოწვეული დაავადებების ძირითადი სიმპტომები:

  • მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები
  • თავის ტკივილები
  • გონების არეულობა
  • დაღლილობა
  • გაბუჟება
  • სისუსტე
  • სახსრების ტკივილი
  • ნევრალგია
  • მგრძნობელობა სინათლის მიმართ
  • ხველა
  • კანკალი
  • სუნთქვის გაძნელება
  • თავბრუსხვევა
  • მადასთან დაკავშირებული პრობლემები
  • დიარეა
  • ტკივილი მუცლის არეში
  • მეტალის გემო
  • გულის რევა
  • ზედმეტი წყურვილი
  • ღამის ოფლიანობა
  • მოხშირებული შარდვა

თუ ამათგან რამდენიმე სიმპტომი მაინც გაქვთ – აუცილებლად მიმართეთ ექიმს და თქვენი სახლის კუთხეებიც კარგად შეამოწმეთ: შესაძლოა სადმე ობი გაჩნდა.