Connect with us

ჯანმრთელობა

ნუ გადაყრით ხის ნაცარს, გამოიყენეთ ჯანმრთელობისთვის!

ხის ნაცარი ეგზემის, გაზების, მოწამვლის, ნერვული დიარეის, ახალშობილთა სიყვითლის, აბორტის შემდეგომი ინფექციის სამკურნალოდ, ინფიცირებული ჭრილობების გასაწმენდად და შესახორცებლად გამოიყენებოდა.

მუცლის ღრუს ტკივილის დროს ხის ნაცარის ფხვნილს იყენებდნენ. მის თბილ კომპრესებს, მუცელსა და გვერდებზე იფენდნენ. იგივე სახით კომპრესი ყელის ტკივილის, ყურების, რევმატიული და მრავალი სხვა ტკივილის დროსაც გამოიყენება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ტკივილი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში აწუხებდათ, ამ კომპრესით გამოყენების შემდეგ ათი წუთში ქრებოდა.

ამ კომპრესის მოსამზადებლად, ერთმანეთში უნდა აურიოთ  სელის ზეთი და ხის ნაცარი (3: 1) შემდეგ კი ამ მასას ჭიქა წყალი დაუმატოთ და ადუღოთ.

რა სასარგებლო თვისებებით გამოიჩევა ხის ნაცარი?

 ხის ნაცარი ჩვეულებრივ შეიცავს:

  • 10-25% კალციუმს,
  • 1-4% მაგნიუმს,
  • 5-15% კალიუმს,
  • 1-3% ფოსფორს
  • ასევე საკვებ ნივთიერებებს რომელსაც მიეკუთვნება ბორი, სპილენძი, მოლიბდენი, თუთია და სხვა.  კვლევებმა აჩვენა, რომ ფოთლოვანი ხე  3-ჯერ მეტ ნაცარს იძევა, ვიდრე წიწვოვანი და 5-ჯერ მეტ საკვებსნივთიერებებს შეიცავს.

უსაფრთხოების ზომები:

თუ ხის ნაცრის გამოიყენებას გადაწყვეტთ (არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით) უნდა გახსოვდეთ:

უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ ხისგან მიღებული ნაცარი, რომელიც არ შეიცავს ქიმიკატებს.
ასევე არ გამოიყენოთ რაიმე გზით დამუშავებული ხის ნაცარი (შეღებილი ან რაიმე ქიმიური ნაერთით გაჟღენთილი).

მიუხედავად იმისა, რომ ნაცარი გარედან შეიძლება ცივი  ჩანდეს,   შიგნიდან ნახშირი დიდი ხნის განმავლობაში ცხელი რჩება (ხშირად რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი).
ხის ნაცრის უსაფრთხოდ შესანახად, მოათავსეთ ის ლითონის კონტეინერში და ისეთ ზედაპირზე დადეთ რომელიც ადვილად აალებადი არ არის (მიწა ან ბეტონი).

ნაცართან მუშაობისას ყოველთვის გამოიყენეთ თვალის დამცავი და მტვრის ნიღაბი.

არყის ხის ნაცარი  ეფექტურია ტროპიკულ წყლულან გასამკლავებლად. ამისთვის გამოიყენეთ შემდეგი ნაზავი:
ათ  ლიტრ მდუღარე წყალში ჩაყარეთ კილოგრამი ნაცარი და დატოვეთ სამი საათის განმავლობაში, დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და დაელოდეთ გაცივებას, როდესაც მასა საშუალო ტემპერატურის (თბილი) გახდება ჩაყავით მასში დაავადებული კიდური და გააჩერეთ ორმოცი წუთის განმავლობაში, ასევე შესაძლებელია მისი კომპრესის სახით გამოყენება.

მას შემდეგ რაც ჭრილობას ჩირქისგან გაასუფთავებთ, აუცილებელია მისი კალენდულის ნაყენით (45 წვეთი ჩაასხით 200 მლ წყალში). ამის შემდეგ, გააკეთებთ შეხვევას. მსგავსი პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია დღეში ორჯერ.

ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი ნაყენი: ნაცარს დაასხით თბილი წყალი, გააჩერეთ ორი საათის განმავლობაში, ფრთხილად გადაწურეთ და სუფთა ნაზავით სისტემატურად გაიკეთეთ კომპრესი  პრობლემურ ადგილზე.

ლიქენას დროს ძალიან ეფექტურია ძველი ხალხური რეცეფტი. წინასწარ დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები ნივრით, შემდეგ, ნაცრის და ნახშირის ნაზავს დაამატეთ ბარდოკის ფესვების წვენი და კარგად აურიეთ, მიღებული ნაზავი ნაზად შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე.

იმისთვის რომ კანი ჭრილობებისდა დამწვრობის შემდეგ ვადგინოთ, დაზიანებული ადგილი რეგულარულად სამკურნალო ნარევით უნდა დაიფაროს, ამ ნარევის კომპონენტებია წყალი, არყის ხის ნაცარი და ზეითუნის ზეთი – თანაბარი პროპორციით.

კბილების სამკურნალოდ და კარიესის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა კბილები ნაცარის ფხვნილით გავიხეხოთ, ამის შემდეგ მშვენიერი ღიმილი ძალიან დიდხანს გაგყვებათ.

აი, კიდევ ერთი რეცეტი კბილის ტკივილის თავიდან ასაცილებლად:  მიიყვანეთ წმინდა ფხვნილის მდგომარეობამდე  შემდეგი კომპონენტები: ნახშირი, ნაცარი, ქერის მარცვალი, მარილი.
მიღებული ნაზავი ნაზად წაისვით კბილებზე.  შესაძლოა ეს აბსურდულად ჟღერდეს მაშინ, როდესაც სხვადასხვა თანამედროვე საშუალებების ასეთი ფართო არჩევანი არსებობს  პირის ღრუს მოვლისათვის, თუმცა, კბილის ტკივილის პროფილაქტიკისთვის ასეთი მეთოდი ადრე თავის დროზე ძალიან წარმატებული და ფართოდ გავრცელებული იყო.

რევმატული ტკივილის შესამცირებლად,  აიღეთ შემდეგი ინგრედიენტები (თანაბარი პროპორციით):  ნაცარი, არყის ფოთოლი, ზღვის მარილი. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, ადუღეთ 20 წუთი და დააყენეთ 24 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ, შეავსეთ აბაზანა სუფთა ნაზავით, დარჩენილი ნალექი კი გადაყარეთ რადგან აღარ დაგჭირდებათ.

ჩაასხით ცხელი წყალი ისე, რომ მისი დონე იღლიებამდე აღწევდეს, მაგრამ გული წყალში არ უნდა გქონდეთ. მიიღეთ მსგავსი თერაპიული აბაზანა 20 წუთით და დასრულების შემდეგ გამოიყენეთ არყის ფოთლების ნაყენი ცხელი ფორმით. მსგავსი პროცედურა, სასურველია რამდენჯერმე გაიმეოროთ.

ბუასილის პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ  სამკურნალო მალამო რომელიც ჭვარტლის და ნაცარის ნაზავისგან მზადდება, რომელსაც მალამოს კონსისტენციამდე ნავთის გამოყენებით მივიყვანთ. წაისვით პრობლემურ ადგილზე და გაიჩერეთ 15 წუთი, გაიმეორეთ პროცედურა დღეში ორჯერ; თერაპია უნდა ჩატარდეს მინიმუმ ექვსი დღის განმავლობაში.

ამ ტიპის მკურნალობა ხელს უშლის ინფექციური დაავადებების განვითარებას, მაგალითად: ყელის ტკივილის (ანგინა) მკურნალობისთვის გამოიყენეთ ფხვნილი რომელიც შემდეგი კომპონენტების დაფქვის გზით მიიღება: მარილი (1/2 ჩ / კ), ნაცარი (1ჩ . კ.) ჩაყავით მასაში სუფთა თითი და ნაზად წაისვით ყელის მტკივან ადგილზე. მსგავსი პროცედურა რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ.