Connect with us

ჯანმრთელობა

ნუ ამდიდრებთ აფთიაქებს! ეს საშუალება წმენდს სისხლძარღვებს, აძლიერებს იმუნიტეტს და არეგულირებს წნევას

ნიორი მრავალწლოვანი ბოლქვოვანი მცენარეა ლილისებრთა ოჯახიდან. მისი სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ შუმერებისთვის იყო ცნობილი, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით, 2300 წლით ადრე იყენებდნენ მას სიცხის დამწევ, სიმსივნისა და მოწამლვის საწინააღმდეგო საშუალებად. ცნობილია, რომ 1922 წელს, ტუტანხამონის სარკოფაგის გახსნის დროს, რომელიც ძვ.წ. 1300 წლითაა დათარიღებული, სწორედ ნივრის თავები აღმოაჩინეს.

ნიორში არსებული ნივთიერება ალიცინი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც უმკლავდება ანთებას, მავნე ბაქტერიებსა და დაქვეითებულ იმუნიტეტს. თუ ნიორს, ამა თუ იმ სახით, ყოველდღე მიირთმევთ, წნევა 15 ერთეულით დაიკლებს.

ნიორი, შენახული ოთახის ტემპერატურაზე, 8 თვეში კარგავს თავის ფიტონციდურ თვისებებს. იმისათვის, რომ ამ ბოსტნეულის სასწაულმოქმედი თვისებები შეინარჩუნოთ და გააძლიეროთ, ხალხური მედიცინა ნაყენებსა და ელექსირებს გთავაზობთ.

ნივრის ნაყენი სპირტზე

1. ნივრის ნაყენი სისხლძარღვების გასაწმენდად

დახეხეთ 350 გ გაწმენდილი ნიორი(მანამდე აუცილებლად მოაშორეთ შუაგული). მიღებულ ფაფას დაუმატეთ 200 მლ სამედიცინო სპირტი. ახლა გადაასხით ეს ყველაფერი მჭიდროთავსახურიან ქილაში და დადგით 10 დღით ბნელ ადგილას. ამ დროის შემდეგ გაწურეთ სქელ მარლაში და კიდევ 3 დღე დააყენეთ. მიირთვით ცივ რძესთან ერთად(60 გ 1 ულუფად) ყოველდღე, ჭამის წინ. კურსი 10 დღის მანძილზე უნდა ჩაიტაროთ.

ეს შესანიშნავი საშუალება წმენდს ორგანიზმს ჭარბი ცხიმებისა და ტოქსინებისგან, დევნის პარაზიტებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნიტეტს.

2. ნივრის ნაყენი წითელ ღვინოზე

12 კბილი ოთხად დაჭრილი ნიორი და 750 მლ ნატურალური, წითელი ღვინო მოათავსეთ გამჭვირვალე შუშის ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ. დადგით ფანჯრის რაფაზე 2 კვირით. ყოველდღე შეანჯღრიეთ ნაყენი. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ და მოათავსეთ მუქი ფერის ჭურჭელში.

ნაყენი მიღებამდე ისევ გაწურეთ და მიირთვით ყოველდღე, 30 დღის მანძილზე, ჭამამდე 5-7 წუთით ადრე 1 ჩ.კ. ოდენობით.

ღვინისა და ნივრის კომბინაცია აძლიერებს ორივე პროდუქტის დადებით ეფექტს. ნაყენი დევნის ჭარბ მარილს სახსრებიდან, აძლიერებს გულის სისხლძარღვებსა და იმუნიტეტს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის შედედებას და წმენდს მის შემადგენლობას.

3. ლიმონის, თაფლისა და ნივრის ნაყენი

დააქუცმაცეთ 4 თავი ნიორი, კუბებად დაჭერით 6 ც ლიმონი და შეურიეთ ეს ყველაფერი 200 გ თაფლს. მიღებული მასა მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში და დაასხით მდუღარე წყალი პირთამდე. გააჩერეთ მაცივარში 4 დღით. მიირთვით ნაყენი საუზმემდე 20 წუთით ადრე. დაიწყეთ 1/4 ჭიქა ნაყენის მიღებით, შემდეგ კი ეს დოზა 1/2 ჭიქამდე უნდა გაზარდოთ.

ნიორი, თაფლთან და ლიმონთან ერთად, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის ცხოველქმედებას, გაშორებთ ქოშინს, ზრდის ორგანიზმის საერთო ტონუსს.

თითოეულ ნივრის ნაყენს აქვს მოხმარების უკუჩვენება: მათი გამოყენება არაა რეკომენდებული კუჭის დაავადებების, გასტრიტის ან წყლულის დროს. ასევე, არაა რეკომენდებული ნაყენის მიღება ფეხმძიმე ქალებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.