Connect with us

სხვა

ნურასდროს მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ ძლიერი ქალი ხართ

ძლიერ ქალეს ხშირად უწოდებენ აბეზრებს. ისინი პირდაპირ აცხადებენ თავიანთ სურვილებს, ეს კი ყველას არ მოსწონს.

ძლიერი ქალები რთულად არიან მოწყობილნი. სრულიად შესაძლებელია, რომ მათ ცხოვრება აიძულებს ასეთები იყვნენ – მიმწოლები და ამბიციურები.

აი ძლიერი ქალის 8 თვისება:

1. ის წყენინების უფლებას არავის მისცემს

ძლიერი ქალები არავის მისცემენ დამცირების ან შეურაცხყოფის უფლებას. ისინი არასდროს ხუჭავენ თვალს უსამართლობაზე.

2. ის ინვესტირებას საკუთარ თავში აკეთებს.

ძლიერი ქალი ყოველთვის სწავლის პროცესშია, სულ ცდილობს ისწავლოს რაიმე ახალი, გახდეს უფრო ჯანმრთელი და გამოვიდეს კომფორტის ზონიდან. მან იცის, რომ ეს ინვესტიციები გარანტირებულად მოიტანენ დივიდენდებს.

3. მას აქვს საზღვრები

გადაწყვეტილების მიღებისას ძლიერი ქალი თავის შინაგან ხმას უთანხმდება: მზად არის თუ არა ამის გასაკეთებლად?! აქვს ამის დრო და შესაძლებლობა?! ის თანხმდება იმაზე რაც მას უფრო ძლიერს ხდის და არას იმაზე რაც მას ასუსტებს.

4. ის პატივს სცემს სხვა ქალებს

ძლიერი ქალები მხარს უჭერენ სხვა ქალებს. ისინი აღიარებენ და აფასებენ მათ ძლიერ მხარეებს. არ ცხვენიათ მხარდაჭერის გამოხატვის.

5. მან იცის თავისი თავის ფასი

მართალია ის ყოველთვის ვერ გრძნობს თავს ლამაზად, ჭკვიანად, მომხიბვლელად, საინტერესოდ და ძლიერადაც კი, მაგრამ, მან იცის, რომ მაინც აქვს სიამაყის მიზეზი. როგორც კი დაუფასებლობას შეეჩეხება ის ან გააპროტესტებს ან პირველი შესაძლებლობისთანავე წავა.

6. ის სხვისი აზრით თავის ცხოვრებას არ წარმართავს

იმისთვის, რომ გარშემომყოფთა ნეგატიური აზრებით არ დაზარალდეს, ის ცდილობს მათ ყურადღება არ მიაქციოს და სხვის აზრებს უფლება არ აძლევს მას გზაზე გადაეღობონ.

7. ის თავდაჯერებულია

ძლიერ ქალებს საკუთარი იდენტობის ზუსტი შეგრძნება აქვს. ის საკუთარი პრინციპებისა და აზრების მიხედვით იქცევა. მათთვის მნიშვნელოვანი არ არის სხვების კეთილგანწყოვის მოპოვება და საკუთარი თავის ერთგულნი რჩებიან.

8. მან თვითონ გადაწყვიტა იყოს ძლიერი

ალბათ ვერ იპოვით ქალს ვისაც შიში, შფოთვა, მერყეობა და სხვა უარყოფითი ემოციები არ განუცდია. ძლიერი ქალები თავიანთ გზას თავად ირჩევენ. ის მკვეთრად წყვეტენ, რომ არავის და არაფერს მისცემენ უფლებას დაასუსტონ და გატეხონ ისინი.