ჰოროსკოპი
ნუმეროლოგია: რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი
ძველი ჩინური კალენდრის მიხედვით, ყოველწლიურად ჩვენს პლანეტაზე დომინირებს ერთ–ერთი სტიქია – ცეცხლი, წყალი, მიწა, ხე ან მეტალი. ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ თითოეული მათგანი ადამიანის ბედზე და ხასიათზე ძლიერ ანაბეჭდს ტოვებს. ეს სტიქია დაბადების წლის ბოლო ციფრში დაშიფრულია.
ძველად ითვლებოდა, რომ სული თავად ირჩევს, რომელ ეპოქაში განხორციელდეს. დაბადების წლის ბოლო ციფრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მას ხუთიდან ერთ–ერთი სტიქია მფარველობს. ამ ცოდნაზე დაფუძნებით, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების განსაზღვრა შეგვიძლია. Аlltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, ინფორმაცია ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვათ, მაგრამ მსგავსი თეორიის შემოწმებაც ზედმეტი არ იქნება.
რას ნიშნავს დაბადების წლის ბოლო ციფრი: 0 ან 1
სტიქია – მეტალი
იღბლიანი ფერი – თეთრი
მიმართულება – დასავლეთით
„მეტალის ხალხი“ გამოირჩევა იმით, რომ ყოველთვის იცის, რა უნდა. მისთვის საზოგადოების აღიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეტალის სტიქიის ადამიანი თავის თვალსაზრისს ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში იცავს. მარტოობა არ აშინებს, რთულ პირობებშიც გადარჩება. საკუთარი თავისა და სხვების მიმართ მაღალი მოთხოვნები აქვს, რაც ბრბოდან გამოარჩევს. ძალაუფლებისა და ფულისკენ მიილტვის, ზოგჯერ ნამდვილი მდიდრული ცხოვრება სწყურია.
ციფრი 2 ან 3
სტიქია – წყალი
იღბლიანი ფერი – შავი
მიმართულება – ჩრდილოეთით
წყლის სტიქიის წარმომადგენელი სხვის აზრზე დამოკიდებულია და ხშირად დინებას მიჰყვება. განვითარებული ინტუიცია აქვს, საკმაოდ კომუნიკაბელური და დამაჯერებელია, ამიტომ დიპლომატიურ სფეროში წარმატებას ადვილად აღწევს. წყლის სტიქიის მქონე ადამიანს ახასიათებს მანიპულირება, ზოგჯერ იდუმალია, ზოგჯერ პირად ცხოვრებაშიც გულწრფელი არაა. ჭკვიანი და კრეატიულია: შესანიშნავი წარმოსახვა აქვს. მათ შორის ბევრი ფილოსოფოსი და მოაზროვნეა, რადგან ბუნებით აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ასეთმა ადამიანმა თავი უნდა აარიდოს წყლიან ადგილს, როგორი პარადოქსულადაც არ უნდა იყოს.
ციფრი 4 ან 5
სტიქია – ხე
იღბლიანი ფერი – მწვანე
მიმართულება – აღმოსავლეთით
ხის სტიქიის მქონე ადამიანი ზედმეტად ხელგაშლილია და სამყაროს 100%–ით ენდობა. შრომისმოყვარეა, მაგრამ ხშირად საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებს. როგორც ჩანს, თავად ბუნებამ დააჯილდოვა პიროვნული ქარიზმით, დარწმუნების უნარით და კრეატიულობით. ეს თვისებები ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში ეხმარება. ამ სტიქიის ადამიანი საიმედო მეგობარი, ერთგული პარტნიორი და კარგი გუნდური მოთამაშეა. თუმცა ცოტა ძალისხმევა უნდა გაიღოს, რომ სხვების აზრზე დამოკიდებული არ გახდეს.
რას ნიშნავს დაბადების წლის ბოლო ციფრი: 6 ან 7
სტიქია – ცეცხლი
იღბლიანი ფერი – წითელი
მიმართულება – სამხრეთით
ცეცხლის სტიქიის მქონე ადამიანი ზედმეტად ენერგიულია, ამიტომ ხშირად ცხელ გულზე მოქმედებს. ყოველთვის რაღაც ახალს ეძებს და თავის მიზანს ნებისმიერი გზით აღწევს. მაღალი ინტელექტის წყალობით კარგი ხელმძღვანელი ხდება. ერთადერთი მინუსი, იმდენად თავშეუკავებელია, რომ ოდნავი გულისწყრომაც მაშინვე აგრესიაში შეიძლება გადაიზარდოს. ცეცხლოვან ადამიანს საკუთარი ეგოიზმი ამძიმებს. სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებს.
ციფრი 8 ან 9
სტიქია – მიწა
იღბლიანი ფერი – ყვითელი
მიმართულება – ცენტრი
მიწის სტიქიის ადამიანი ძალიან მზრუნველი და მომთმენია, ამავდროულად, თავადაც სიყვარული ძალიან სჭირდება. ასაკთან ერთად მეგობრობაშიც პირად სარგებელს ეძებს. მაღალგანვითარებული ინტუიცია ეხმარება ნებისმიერ საქმეში კარგი პერსპექტივები დაინახოს, თუმცა ხშირად გარისკვის შიში მიზნების მიღწევაში ხელს უშლის. ტოტალური კონტროლისა და სტაბილურობისკენ მიდრეკილება აქვს. ნებისმიერ წარუმატებლობას არა მხოლოდ წყობიდან გამოყავს, არამედ აკვიატებული შიშის ან დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს.