Connect with us

თავის მოვლა

ნიღაბი სალფეთქით და კვერცხით: როგორ გავწმინდოთ სახე სახლის პირობებში

სახის კანზე მუდმივად უნდა იზრუნოთ, რომ ჯანმრთელი და დაჭიმული იყოს. 25 წლამდე საქმის დიდ ნაწილს ახალგაზრდა ორგანიზმი აკეთებს, მაგრამ დროთა განმავლობაში აღდგენის პროცესები და კოლაგენის გამომუშავება ნელდება. დახმარების გარეშე კანი მოქნილობას კარგავს და ბერდება. კოსმეტიკის ნარჩენების და ქუჩის მტვრის მოშორება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ ამოცანას ნიღაბი სალფეთქით და კვერცხით გაუმკლავდება.

ამ ნიღაბს ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც მაღაზიის ნიღაბ–ფირს. სხვაობა იმაშია, რომ თხევადი სწრაფად გამაგრებადი ნივთიერების ნაცვლად თხელ ქაღალდს ვიყენებთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ერთ–ერთ უმარტივეს მეთოდს, როგორ გაწმინდოთ სახე სახლის პირობებში მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტის შემცველი ნიღბით.

როგორ მოვამზადოთ ნიღაბი სალფეთქით და კვერცხით

თუ გაიფიქრეთ, რა საჭიროა ასეთი ნიღბის მომზადება, თუ მზა საშუალების შეძენა მაღაზიაში შეიძლება, რამდენიმე არგუმენტს გიზიარებთ:

  1. ეკონომია. ხარისხიან კოსმეტიკას თეთრებად ვერ შეიძენთ. რაიმეს ისე ყიდვა, უფრო ძვირი დაგიჯდებათ!
  2. ეფექტურობა. მაღაზიაში ნაყიდი ფირი საკმაოდ თხელია და ადვილად იხევა. თუ უხეშად გაწელავთ და მთლიანობას დააზიანებთ, სასურველი შედეგი შეიძლება ვერ მიიღოთ. ქაღალდი უფრო გამძლეა, ამიტომ კანს უკეთ წმენდს.
  3. ნატურალურობა. აქ, ყველაფერი ცხადია. აი, ნაყიდ საშუალებაში შეიძლება ბევრი საიდუმლო იმალებოდეს.
  4. ხელმისაწვდომა. შინაურული ნიღბის ინგრედიენტებს სამზარეულოში იპოვით.

პროცედურისთვის მომზადება

პირველ რიგში, ყველაფერი აუცილებელი მოამზადეთ. ბაზად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ერთჯერადი ცხვირსახოცი, ასევე უბრალო სალფეთქი, ქაღალდის პირსახოცი. ტუალეტის ქაღალდიც გამოგადგებათ. მეორე ინგრედიენტი – კვერცხი.

პროცედურის წინ სახე მიცერალური წყლით ან სხვა გამწმენდი საშუალებით გაიწმინდეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, სუფთა ფორების ნაცვლად უფრო დახშულ ფორებს მიიღებთ. ამის შემდეგ ტონიკი წაისვით. ნიღბის ეფექტურობის გასაზრდელად შეგიძლიათ სკრაბი გამოიყენოთ.

როგორ გამოვიყენოთ ნიღაბი

კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. ცალ–ცალკე თასებში ათქვიფეთ. ამ ეტაპზე ნიღაბი შეგიძლიათ სრულყოთ. მაგალითად, თუ პიგმენტური ლაქების მოშორება გსურთ, ცოტა ლიმონის წვენი დაუმატეთ. აქტივირებული ნახშირი ღრმა წმენდაში დაგეხმარებათ.

სილიკონის ფუნჯით ათქვეფილი კვერცხის ცილა სახეზე წაისვით. თვალის და წარბების გარშემო კანს მოერიდეთ. თმის ზრდის ხაზს ძალიან არ მიუახლოვდეთ, რადგან ნიღბის მოშორება გაგიჭირდებათ.

სალფეთქი კვერცხწასმულ ადგილებზე დაიფინეთ. წინასწარ სახის ფორმის მიხედვით შეგიძლიათ დაჭრათ.

ცოტა კვერცხის ცილა ზემოდან წაისვით, რომ სალფეთქი კარგად მიეკრას. არ გადააჭარბოთ, თქვენი ამოცანა მხოლოდ დაფიქსირებაა. 10-15 წუთით გააჩერეთ, რომ ნიღაბი გახმეს.

სალფეთქი ფრთხილად მოიშორეთ. ხელით კანი დაიკავეთ, რომ არ გაიწელოს. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ამ ეტაპზე გაჩერდით. უბრალოდ სახე ჩამოიბანეთ. კვერცხის ცილა კანს ოდნავ აშრობს და სახეს ჭიმავს. თუ კომბინირებული ან მშრალი კანი გაქვთ, კვერცხის გულის ფენა წაისვით და 5 წუთით გაიჩერეთ. ის კანს კარგად კვებავს.

პროცედურა კვირაში 1–2–ჯერ საღამოს ჩაიტარეთ. სუფთა კანი ნაზი და გლუვი გახდება, შავი წერტილების რაოდენობა შემცირდება, ფორები შევიწროვდება. კანის მოვლა ღამის კრემის წასმით ან მკვებავი ნიღბის დამატებით დაასრულეთ. 30 წუთში ღირსეულ შედეგს მიიღებთ. სალფეთქის ნიღაბი თეთრები დაგიჯდებათ!

Advertisement