თავის მოვლა
ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით კარტოფილის სახამებლისგან. უკვე 15 წუთიანი პროცედურის შემდეგ ცვლილებები თვალსაჩინო ხდება
ბოტოქსის შესახებ მხოლოდ ზარმაცებს არ სმენიათ. დღეს ეს სიტყვა მხოლოდ სილამაზის ინდუსტრიას უკავშირდება: რამდენიმე ნემსის გაკეთება და სახიდან ორ ათეულ წელს მოიშორებთ. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ პირველად ამ ნივთიერებას შორეულ 1960 წელს სახის ნაწილობრივი პარალიზების დროს იყენებდნენ. ბოტულოტოქსინი კუნთებს მოდუნებასა და სახის სიმეტრიის აღდგენაში ხელს უწყობდა. ამ დროიდან ნივთიერებას სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ, მაგრამ ორი ფაქტორი შეუცვლელი რჩება – მაღალი ფასი და რისკები.
ბოტოქსი შუბლიდან ნაოჭების გასწორებას, სახის ქვედა ნაწილის კორექტირებას და კუნთების მოდუნებას ხელს უწყობს. ჯანმრთელობის საფრთხე არ არსებობს, მაგრა თუ ნივთიერება მილიმეტრით ზემოთ ან ქვემოთ შეიყვანეს, პირის კუთხეები დაიწევა და სახე სიმეტრიას დაკარგავს. რაც შეეხება ღირებულებას, პროცედურა რომ ერთჯერადი ყოფილიყო, შესაძლოა ის ყველა ქალს გამოეყენებინა. პროცედურას გარკვეული დროის შემდეგ განმეორება სჭირდება და ასეთი ხარჯების გაწევა ყველას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ნაოჭები სახლის პირობებში მოიშოროთ.
კვერცხის ცილა და სახამებელი კოსმეტოლოგიაში
კვერცხის ცილის შემადგენლობაში შედის თუთია, კალციუმი, სელენი, A, B, E და D ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, რკინა, ფოსფორი და იოდი. ის ნებისმიერი ტიპის კანისთვის სასარგებლოა, მაგრამ ყველაზე მეტად ცხიმიან კანს უხდება. ასეთი საშუალება არა მხოლოდ ასაკობრივ ცვლილებებს ებრძვის, არამედ აკნეს აქრობს, ფორებს ავიწროებს, სახეს ნათელს ხდის და ჭიმავს.
სახამებელს კი ბოტოქსის საუკეთესო ალტერნატივას უწოდებენ. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ღრმა ნაოჭებსაც კი ებრძვის. რეკომენდებულია სახამებელი ნიღბებში გამოიყენოთ მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და მშვენიერი ხართ. ასეთ შემთხვევაში ის ასაკობრივი ცვლილებების გამოვლენას შეაფერხებს და ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ.
მხოლოდ 2 ინგრედიენტი
სახლის პირობებში ბოტოქსის ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ინგრედიენტი – 2 ჩ/კ სახამებელი და 1 კვერცხის ცილა. ცილა წინასწარ სქელი ფენის მიღებამდე ათქვიფეთ. მშრალი ინგრედიენტი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
როცა ნიღაბი ერთგვაროვანი გახდება, სუფთა სახეზე, ყელზე, დეკოლტეს ზონაზე, ასევე ხელებზე წაისვით – ანუ იმ ადგილებში, სადაც კანი ტენს სწრაფად კარგავს და ბერდება.
როცა ნიღაბი გაშრება, ზემოდან მეორე ფენა წაისვით, შემდეგ მესამე. როცა ყველა ფენა გაშრება, ნიღაბი ჩამოიბანეთ. პროცედურის დროს მშვიდ გარემოში ყოფნა მნიშვნელოვანია. ეცადეთ, არ ილაპარაკოთ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა როგორია? ნიღაბი 21 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს გაიკეთეთ, შემდეგ 14 დღის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს. ნიღბის შემდეგ დამატენიანებელი კრემი სქელ ფენად წაისვით. შედეგი უკვე 10 დღეში შესამჩნევი იქნება, მაგრამ ეფექტის გასამყარებლად სჯობს მიღებულზე არ შეჩერდეთ.
სახამებლით დაბანა
ამის შესახებ საერთოდ ცოტას თუ სმენია, მაგრამ სახამებელი ხშირად მგრძნობიარე და ჩამოწელილი კანის დასაბანად გამოიყენება. 1 ჩ/კ სახამებელი 1 ლ სუფთა, მდუღარე წყალში გახსენით. ოთახის ტემპერატურის ხსნარით დაიბანეთ, შემდეგ სახეზე ჩვეულებრივი სუფთა წყალი შეისხით და თქვენი კანის ტიპის მიხედვით კრემი წაისვით.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.