Connect with us

ყვავილები

ნიორს სექტემბერში ვრგავ, რომ მუშტის ზომა თავები გაიზარდოს

შემოდგომა საუკეთესო დროა, რომ საზამთრო ნივრისთვის კვლები მოამზადოთ. მებოსტნეები ამბობენ, რომ ნიორი აცივებამდე 30 დღით ადრე უნდა დარგოთ. მნიშვნელოვანია, აგრილების მომენტი არ გამოგრჩეთ, რადგან მოსავალი არ გაიზრდება. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როდის დარგოთ საზამთრო ნიორი და როგორ მოამზადოთ კვლები მის კარგად გასაზრდელად.

არჩევენ ორი სახის ნიორს: საზამთრო და საგაზაფხულო. საზამთრო ნიორი ნაკლებად ინახება, მაგრამ ყინვაგამძლეა. სწორედ ამიტომ, მას შემოდგომის დასაწყისში რგავენ და შუა ზაფხულში მოსავალს იღებენ. საგაზაფხულო ნიორი უფრო დიდხანს ინახება, მაგრამ ზამთარს ვერ გადაიტანს, ამიტომ გაზაფხულზე რგავენ და ზაფხულის ბოლოს მოსავალს იღებენ.

როდის დავრგოთ საზამთრო ნიორი

საზამთრო ნიორი უკვე სექტემბერში უნდა დარგოთ, თუ ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მცირდება. ყველაფერი ამინდის პირობებზეა დამოკიდებული. +10 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე  ნიორი ყინვებთან შეგუებას ასწრებს და სიცივეს ადვილად იტანს. უკვე 10-20 რიცხვში შეგიძლიათ ნივრის დასარგავად მიწა მოამზადოთ.

მიწა ნივრისთვის

ნივრის კვლები დაშორებული უნდა იყოს, მიწა თანაბარი, რომ გაზაფხულზე გამდნარი წყალი მიწაში ნერგებთან არ დაგუბდეს. ნიორი შეგიძლიათ მარწყვთან ერთად დარგოთ, ეს მცენარეები კარგად მეზობლობენ. მიწა დაბარული და გაფხვიერებული უნდა იყოს. დარგვამდე მიწას კომპოსტი დაუმატეთ. კომპოსტთან ერთად მიწა 21 დღე გააჩერეთ. ეს კომპოსტის და მიკროორგანიზმების თანაბრად გასანაწილებლად საჭიროა.

ნერგების გამოკვება

ზრდის პერიოდში ნიორს არ კვებავენ, მხოლოდ რწყავენ. ასე რომ დარგვამდე მიწას ხის ნაცარი დაუმატეთ. 10 ლიტრიანი ვედროს 1/3 ნაწილი ნაცარი 1 კვადრატულ მეტრზე. ნაცარი ორგანული სასუქია, რომელიც ნივრის ქიმიკატების გარეშე გაზრდაში დაგეხმარებათ. ნაცარი ბევრ კალიუმს და ფოსფორს შეიცავს, ნერგები მათ ადვილად ითვისებს და მოსავალი იზრდება.

ნიორი შეგიძლიათ დარგოთ კვლებზე, სადაც ადრე ყაბაყი, ბადრიჯანი, წიწაკა, გოგრა ან მარცვლეული კულტურა იზრდებოდა. თავად ნერგი დარგვამდე უნდა მოამზადოთ. ნივრის თავი კბილებად დააცალკევეთ, პატარა ან გაფუჭებული კბილები გვერდზე გადადეთ. დარგვამდე ერთი დღით ადრე ნიორი მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებით დაამუშავეთ.

ნიორი რიგებს შორის 30 სმ და კბილებს შორის 15 სმ–ს დაშორებით დარგეთ. ნივრის კბილები მიწაში 2 სმ–ით ჩააღრმავეთ. როცა ჰაერის ტემპერატურა ნულს მიაღწევს, ნიორი შეგიძლიათ დაფაროთ.

თუ ნიორს სწორად დარგავთ, სანაქებო მოსავალს აიღებთ. ყინვაგამძლე იისფერზოლიანი ნიორი უკეთ ფესვიანდება და ნაყოფიერდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნივრის კბილები დაახლოებით ერთი ზომის უნდა იყოს. თქვენ როგორ ნიორს რგავთ საკუთარ ნაკვეთზე?