ყვავილები
ნიორი გაზაფხულზე მთვარის კალენდრის მიხედვით დარგეთ, რომ მსხვილი თავები გაიზარდოს
როდის დავრგოთ ნიორი გაზაფხულზე? წლის ცივი სეზონი მოვიდა, ამიტომ ყველაზე გულმოდგინე მებაღეები და მებოსტნეებიც ინსტრუმენტებს მალავენ. ბუნებას დასვენების და ძალების აღდგენის დრო უნდა მისცეთ. მით უფრო, მთელი ეს დრო ბუნებაც და ადამიანიც მუხლჩაუხრელად მუშაობდა. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როდის სჯობს ნივრის დარგვა გაზაფხულზე, რომ ყველაფერმა სწრაფად, კომფორტულად და შედეგიანად ჩაიაროს.
ნივრის დარგვის დრო გაზაფხულზე
ბევრმა მებოსტნემ საზამთრო ნიორი დათესა, მაგრამ არსებობს რისკი, რომ რომელიღაც თესლი არ გაღვივდება. ეს შეიძლება ნივრის არასწორ დარგვას უკავშირდებოდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ნიორმა არასტაბილური ამინდის პირობები და დაბალი ტემპერატურა ვერ აიტანა. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?
პირველ რიგში, მსგავსი შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროთ. ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია ქვიშის ბალიშზე დათესვა. ასე თესლს ნებისმიერი უსიამოვნებისგან დაიცავთ და კარგ მოსავალს მიიღებთ. გარდა ამისა, მთვარის კალენდარიც უნდა გაითვალისწინოთ. სჯობს წინაპრების სიბრძნეს მოუსმინოთ, რადგან წლები სასარგებლო ცოდნას აგროვებდნენ.
სუფთა ფურცლიდან
თუ საზამთრო ნიორში არ გაგიმართლათ, იმედი არ გაიცრუოთ. საგაზაფხულო ნიორი ტემპერატურის ცვლილებების და უამინდობის მიმართ უფრო გამძლეა. რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით ნიორს და ნაკვეთს საგაზაფხულო დარგვისთვის მოამზადებთ. აუცილებელია, რომ მზიანი მხარე შეარჩიოთ. ნივრის კვლებში წყალი არ უნდა დაგუბდეს, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია.
გაითვალისწინეთ, რომ სწორი თესლბრუნვა უნდა უზრუნველყოთ. ნიორს ერთ ადგილას ორჯერ გაზრდა არ უყვარს. სჯობს ნიორი იმ ადგილას დარგოთ, სადაც ადრე გოგრა, კიტრი ან ყაბაყი იზრდებოდა. ნიორს ასეთი წინამორბედი მოსწონს. მიწის მომზადებას ყურადღება მიაქციეთ.
ამ მომენტზე წინასწარ დაფიქრდით და ნივრისთვის ადგილის მომზადება შემოდგომაზე დაიწყეთ. მაგალითად, გამოცდილი მებოსტნეები გირჩევენ, რომ ნივრის კვლები ნეშომპალით და ნაცრით გამოკვებოთ. თუ მიწა საკმარისად ფხვიერი არაა, კვლები ფოცხით დაამუშავეთ, რომ ფაფუკი მიწა მიიღოთ. ნივრის დარგვამდე 1 კვირით ადრე კვლები მარგანცოვკის ხსნარით დაამუშავეთ. 10 ლ წყალი და ნახევარი ჭიქა მარგანოცვკის კონცენტრირებული ხსნარი აურიეთ და კვლები მორწყეთ.
თუ მიწას სწორად მოამზადებთ, ნიორი კბილებით და არა თავებით შეგიძლიათ დარგოთ. თითოეული ნიორი გადაარჩიეთ და შეამოწმეთ. გაფუჭებული ნიორი არ დარგოთ, მაინც არ გაღვივდება. უსარგებლო თეთრი ფურცელი მოაშორეთ. დარგვის დროს არ გამოგადგებათ.
მთვარის რჩევები
წინაპრების რჩევების უგულებელყოფას არ გირჩევთ, ამიტომ 2022 წლის მთვარის სათესი კალენდარი ყურადღებით შეისწავლეთ. როდის სჯობს ნივრის დარგვა მარტში? ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ნიორი 5-8 მარტს, ასევეე 29-30 მარტს შეგიძლიათ დარგოთ. აპრილში შესაფერის თარიღად ითვლება 1, 3, 5, 8 და 9 აპრილი, ასევე 28 აპრილი. რაც შეეხება მაისს, სჯობს 2-6 მაისს დარგოთ.
ჩნდება გონივრული კითხვა: „ძალიან ადრე ხომ არ უწევს ნივრის დარგვა მთვარის კალენდრის მიხედვით?“ არ ინერვიულოთ, პირიქით. თბილ ამინდში ნიორი ფესვების სისტემის სრულად ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს, ამიტომ მთელი ძალა ზემოთ იქნება მიმართული. თუ ბოსტნეულს სიცივეში დარგავთ, დათბობამდე ფეხს წარმატებით მოიკიდებს. სწორედ ამიტომ, ბევრი მებოსტნე ნივრის სწრაფად დარგვას ჩქარობს.
როდის დავრგოთ ნიორი 2022 წლის გაზაფხულზე
ნივრის წარმატებულად დასარგავად მიწის ფხვიერობას ყურადღება მიაქციეთ. თუ ჯერ კიდევ სველია, მოიცადეთ. ნიორს ფხვიერი და მშრალი, სასუქით გამდიდრებული მიწა უყვარს. ნივრის რიგებს შორის ზუსტად 20 სმ დაშორება უნდა იყოს, ოპტიმალური სიღრმე – 3 სმ.
ნიორი სხვადასხვა სარეველებისგან რომ დაიცვათ, მულჩით დაფარეთ. ამისთვის ნახერხი გამოგადგებათ. საკმაოდ ხელმისაწვდომი და პრაქტიკული ვარიანტია. დარგვისთანავე მიწა ნახერხით არ დაფაროთ. დაელოდეთ, სანამ მწვანე აღმონაცენი საკმაოდ გაიზრდება.
როდის უნდა დარგოს ნიორი გაზაფხულზე დაკვირვებულმა მებოსტნემ? გაქვთ კრეატიული ფიქრები თუ სწორედ შემოდგომაზე ნივრის დარგვას უპირატესობას ანიჭებთ? გვიამბეთ ამის შესახებ.