Connect with us

ყვავილები

ნივრის ფოთლები ყვითლდება: 2 პრაქტიკული რჩევა მცენარის სწორად დასამუშავებლად

ნიორს ყოველთვის შემოდგომაზე ვრგავ და უკვე ზაფხულის დასაწყისში ახალ მოსავალს ვიღებ. ბოლო წლებია ერთი პატარა პრობლემა შევნიშნე. ნივრის ფოთლები სწრაფად ყვითლდება. ვფიქრობდი, რომ ეს ნორმალურია, რადგან მზე კარგად აცხუნებს. ერთი სპეციალისტის რეკომენდაციების წაკითხვის შემდეგ აზრი შევიცვალე.

მისი თქმით, ფოთლების გაყვითლება აზოტის დეფიციტის ნიშანია, რაც მოსავლის ხარისხზე ცუდად აისახება. უნდა გავარკვიო, როგორ ვიზრუნო ასეთ ნიორზე სწორად. რამდენიმე რჩევა ვიპოვე.

ნივრის ფოთლები ყვითლდება: მოვლის 2 ვარიანტი

ექსპერტის თქმით, ნივრის ფოთლების გაყვითლებული წვერები მიწის მჟავიანობის ზრდის ნიშანია. ეს თავის მხრივ აზოტის შიმშილს იწვევს. შედეგად, მცენარე მაგნიუმის, კალციუმის და ფოსფორის დეფიციტს განიცდის. ასეთ პირობებში ნიორი სუსტდება და ავადდება, რაც მოსავალზეც აისახება.

როგორც კი, ფოთლების წვერებზე ყვითელ შეფერილობას დაინახავთ, საქმეს შეუდექით. კერძოდ, მცენარეს მიაწოდეთ საკმარისი რაოდენობის აზოტი, რომ მისი დეფიციტი შეავსოთ. გამოცდილი მებოსტნეები იყენებენ ნიტროამოფოსკას, კომპოსტს ან ბიოჰუმუსს.

გამოიყენეთ ნიშადურის სპირტი

სპეციალიზებულ მაღაზიაში საშუალების შეძენა გაცილებით მარტივია. ხსნარი დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ მოამზადოთ. გამოიყენეთ ჩვეულებრივი ნიშადურის სპირტი. სასუქის მოსამზადებლად 10 ლ წყალი და 3 ს/კ ნიშადურის სპირტი აურიეთ. მიღებული ხსნარით მცენარე რამდენიმე დღე მორწყეთ. ასეთი მოვლით უკვე 5 დღეში დადებით შედეგს დაინახავთ.

გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი

თუ ერთ კვირაში დადებით ცვლილებებს ვერ ხედავთ, მეორე მეთოდს მიმართეთ: დანამვა. მოამზადეთ სპეციალური ნარევი წყალბადის ზეჟანგით და წყლით. იგივე პროპორცია გამოიყენეთ, როგორც ნიშადურის სპირტის შემთხვევაში: 10 ლ წყალში 3 ს/კ წყალბადის ზეჟანგი გააზავეთ.

დამუშავების შემდეგ 14 დღე მოიცადეთ და პროცესი გაიმეორეთ. მეორედ აზოტის სასუქს შეგიძლიათ დაუმატოთ ფოსფორი. ამ მიზნით ნაცარი გამოიყენეთ. 10 ლ წყალს 200 გ ნაცარი დაუმატეთ. ეს საშუალება მცენარეს გაამდიდრებს რკინით, კალიუმით, გოგირდით, მაგნიუმით და სხვა ელემენტებით. მესამედ უკვე ზაფხულში, კერძოდ, ივნისის ბოლოს გამოკვებეთ.

მარტივი სასუქების გამოყენებით შესანიშნავად შედეგს მიიღებთ. მსხვილი, არომატული და კარგად ჩამოყალიბებული ნიორი. მარტივი რჩევებია. ისღა დაგრჩენიათ გამოიყენოთ და შედეგი დაინახოთ.

Advertisement