Connect with us

ჰოროსკოპი

ნივთები, რომლებიც სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის სახლში არ უნდა იყოს

ნივთები, რომლებიც სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის სახლში არ უნდა იყოს

ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობასა და განწყობაზე ბევრი რამ მოქმედებს, მათ შორის სახლში არსებული ნივთები. ზოგიერთ ნივთს უკვე მივეჩვიეთ, ზოგი ინტერიერს ხიბლს ჰმატებს, ზოგი კი ნაჩუქარია და მათი გადაგდება არ გვინდა, რომ ახლობლებს არ ვაწყენინოთ.

ნივთები ჩვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ფენ შუის მიხედვით, ზოგიერთი ნივთი სახლიდან უნდა მოვიშოროთ, თუ სახლში ჰარმონიის შენარჩუნება და პრობლემის თავიდან აცილება გვსურთ. მოდით ვნახოთ, რომელი ნივთები არ უნდა იყოს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის სახლში.

ვერძი

ვერძი პრაქტიკული ადამიანია, ამიტომ მის სახლში არაპრაქტიკულ ნივთს ადგილი არ აქვს. მათ მიეკუთვნება სტატუეტები და ლარნაკები, განსაკუთრებით მყიფე მასალისგან დამზადებული, როგორიცაა მინა და კერამიკა. ვერძს არ სჭირდება ნივთი, რომელიც მხოლოდ თვალს ახარებს და სხვა ვერაფერში გამოიყენებს. მას ლითონის ნივთები გამოადგება, რომლებიც უფრო მეტ სარგებელს და სიამოვნებას მოუტანს.

კურო

სახლის ინტერიერი კუროს სიამაყის საგანს წარმოადგენს, ამიტომ აქ ერთი სტილის ნივთები უნდა იყოს. ამ ადამიანის სახლში არაფერი ზედმეტი არ უნდა იყოს, რაც ზოგად კომპოზიციას არღვევს. კუროს სახლში არ უნდა ჰქონდეს იაფი ნივთები, განსაკუთრებით ცნობილი ბრენდების ასლები. ისინი უგემოვნოდ გამოიყურება და მფლობელის უფრო მდიდრულად წარმოჩენის სურვილს ააშკარავებს.

ტყუპები

ტყუპების სახლში შემთხვევითი ნივთები არ უნდა იყოს. მაგალითად, თუ ინტერიერის ლამაზ ნივთს ჩუქნიან, რომელიც მის სტილის გადაწყვეტილებას არ შეესაბამება, მან სწრაფად უნდა მოიშოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლის ჰარმონია დაირღვევა და მფლობელს შფოთვას მოუტანს. სახლის ნივთები მხოლოდ თავად უნდა შეარჩიოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბს კომპიუტერის და ტელევიზორის მოშორებას ურჩევენ, ანუ ისეთ ნივთებს, რომლებიც ადამიანს საკუთარ თავზე მუშაობასა და შემოქმედებით საქმიანობაში ხელს უშლიან. ეცადეთ ტექნიკა სამზარეულოში და საძინებელ ოთახში მაინც არ გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლიდან ჰარმონია და მასთან ერთად ოჯახური ბედნიერება გაქრება. სახლში რაც შეიძლება ხშირად სასიამოვნო მუსიკა უნდა ჟღერდეს, რომელიც სევდას გააქარვებს და საჭირო რელსებზე გადაგიყვანთ.

ლომი

ლომი ექსტრავაგანტული პიროვნებაა, ამიტომ მის სახლში დათვის ტყავის, ძველი ბუხრის ან ვინტაჟური სავარძლის დანახვამ არ უნდა გაგაოცოთ. აი, მოსაწყენი, იაფი და ბანალური ნივთები სტუმრებში გაურკვევლობას გამოიწვევს და თავად ლომისთვის უსიამოვნო იქნება. ასეთი ნივთების სწრაფად უნდა მოიშოროთ. სხვათა შორის, სახლის კედლები ძალიან ღია ფერის და გამომწვევი არ უნდა იყოს, რომ ღირებული და ექსკლუზიური ავეჯიდან და სახლის მფლობელიდან ყურადღება მათზე არ გადავიდეს.

ქალწული

ქალწულს სიმარტივის და პრაქტიკულობის სურვილი გამოარჩევს. ძალიან ძვირადღირებული ნივთები ამ ნიშნის წარმომადგენელს ვერ გაახარებს, უფრო მეტიც უაზრო დანახარჯის გახსენება მასში შფოთვას გამოიწვევს. ქალწულს უყვარს, როცა სახლში სტუმრების ყურადღება მისკენ არის მიმართული და არა ავეჯსა და უსულო საგნებზე. თუ ნაჩუქარ ავეჯის ნივთს პატივისცემის გამო ვერ გადააგებს, საშინელი ტანჯვა შეაწუხებს. ეცადეთ ქალწულს ინტერიერის ნივთები მხოლოდ მაშინ აჩუქოთ, როცა დარწმუნებული ხართ, რომ მას მოეწონება.

სასწორი

უხეში და სწორი საგნები მახვილი კუთხეებით სასწორს საერთოდ არ შეესაბამება. თუ ნივთს გლუვი ხაზები არ აქვს, მოხდენილობა აკლია და შთაგონებას არ იწვევს, ასეთი ნივთები სჯობს მოიშოროთ. ისინი სახლში ჰარმონიას ვერ მოგიტანთ. სასწორის სახლში ცივი, ლითონის ნივთები არ უნდა იყოს. ისინი უფრო თბილი, სასიამოვნო ხელშესახები ნივთებით ჩაანაცვლეთ.

მორიელი

მორიელის სახლში ყველა ნივთს ისტორია უნდა ჰქონდეს, რომლის შესახებ სტუმრებს მოუყვება. ასეთი ნივთები მორიელს უყვარს და მათ, როგორც ცხოვრებაში ძვირფას აღმოჩენას, ისე ინახავს. აი, მარტივი ნივთები, რომლებზეც არაფრის მოყოლა არ შეიძლება, სახლში არ უნდა იყოს. ამასთან სახლი ცუდად განათებული არ უნდა იყოს. თითოეული ოთახი უნდა ბრწყინავდეს და განწყობას ქმნიდეს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის არა ნივთი, არამედ მისი ადგილმდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მას უწესრიგობა არ უყვარს და ბრაზდება, როცა საყვარელი ნივთი თავის ადგილზე არ ხვდება. გარდა ამისა, მრავალრიცხოვან თაროებზე მტვერი არ უნდა იყოს. სისუფთავე და წესრიგი – აი მშვილდოსნის ჰარმონიის გარანტორი.

თხის რქა

ძველი ნივთები თხის რქისთვის განკუთვნილი არაა. იშვიათ, ვინტაჟურ ან ნახმარ ნივთებს ვერ აღიქვამს. თხის რქის სახლი ყველა უსარგებლო ნივთმა უნდა დატოვოს. მას უფრო მარტივი ნივთები მოეწონება, რომელსაც აზრი არ აქვს და დაფიქრებას არ მოითხოვს. მას სჭირდება „ნივთები თავისთვის“ ისეთივე იდუმალი და მიმზიდველი, როგორც თავადაა.

მერწყული

მერწყული ზოდიაქოს ნიშნებს შორის ორიგინალურობით გამოირჩევა, ამიტომ მისი სახლი სხვებს არ ჰგავს. ნივთები, რომლებიც ნებისმიერის სახლში შეიძლება იპოვოთ, მერწყულისთვის განკუთვნილი არაა. შეგიძლიათ ასეთი ნივთები თამამად მოიშოროთ. ჰარმონიის მოსაპოვებლად მერწყულს ორიგინალური, შეუდარებელი ნივთები სჭირდება. თუნდაც ერთი, მაგრამ აღფრთოვანების გამომწვევი ნივთი აუცილებლად სჭირდება. და ბოლოს, მერწყულის სახლში მძიმე ჰაერი არ უნდა იყოს. ინტერიერის მოწყობის დროს ოთახის განიავების გზებზე წინასწარ იფიქრეთ.

თევზები

თევზების სახლში სიბნელე და მოწყენილობა არ უნდა იყოს. ის ბუნებასა და მზეზე გიჟდება, ამიტომ პატარა ფანჯრები მისთვის არაა. სახლში ნამდვილი ვიტრაჟები უნდა იყოს, საიდანაც სახლში სუფთა ჰაერი შემოვა. და არანაირი ჟალუზი! მის ინტერიერში კონდიციონერიც არ შედის. უხეში, ლითონის ნივთები მასში დისკომფორტს იწვევს. უფრო თბილი, ელეგანტური და ხელნაკეთი ნივთები სწორედ რომ მისთვისაა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.