Connect with us

თავის მოვლა

ნივეას კრემი: როგორ გამოვიყენოთ სწორად

როცა კრემზე ვსაუბრობთ, ნებით თუ უნებლიეთ, ლურჯი ქილა გვახსენდება. კრემი Nivea 140 წლიანი არსებობის მანძილზე არა მხოლოდ პოპულარული გახდა, არამედ კანის მოვლის საუკეთესო საშუალებებს შორის საპატიო ადგილს იკავებს. ამ გერმანული ბრენდის შესახებ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში იციან.

Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, საიდან დაიწყო ამ კოსმეტიკის ისტორია. ასევე გასწავლით, როგორ გამოიყენოთ კრემი სწორად. ეს უნივერსალური საშუალება არა მხოლოდ სხეულის დამატენიანებელია. კრემი როგორც ქალს, ასევე კაცს თითქმის ნებისმიერი ჰიგიენური საკითხის მოგვარებაში ეხმარება.

Nivea–ს ისტორია

ყველაფერი დაიწყო პლასტირით. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ფარმაცევტმა პაულ კარლ ბაიერსდორფმა ჩვენთვის ნაცნობი მოწყობილობა გამოიგონა. ამ აღმოჩენის შემდეგ კომპანია Baiersdorf დააარსა. სამწუხაროდ, ქარხანამ მოლოდინები არ გაამართლა და შემოსავალი არ მოიტანა. ლეიკოპლასტირები ყუთებში და საწყობში ინახებოდა. ეს გასაკვირი არა: კომპანიის მფლობელი პროდუქტის რეკლამაზე ფულის დახარჯვას საჭიროდ არ მიიჩნევდა.

ასე რამდენიმე წელი გაგრძელდა და ბაიერსდორფმა, რომელიც გაკოტრების პირას იყო, კომპანია ფარმაცევტ ოსკარ ტროპლოვიცს მიყიდა. ახალგაზრდა ბიჭმა მარკეტინგს და რეკლამას ყურადღება დაუთმო. ამასთან ახალი შემადგენლობით და ტექნოლოგიებით ექსპერიმენტები დაიწყო. ბიზნესი წინ წავიდა, რადგან ენერგიული ფარმაცევტი ბიზნესს საქმიანად მიუდგა.

კომპანიის განვითარების ეტაპი დაემთხვა ევცერიტის აღმოჩენას. ეს არის ნივთიერება, რომელსაც ცხიმის, აქტიური კომპონენტების და წყლის გაერთიანება შეუძლია. ევცერიტის წყალობით მყარი ემულსიების შექმნა შესაძლებელი იყო. ოსკარ ტროპლოვიცი მაშინვე მიხვდა, რომ პრეპარატი დიდ შესაძლებლობებს კარს უღებდა. ასე 1911 წლის დეკემბერში ქათქათა კრემი Nivea დაიბადა. მართალია, თავიდან შეფუთვა მხოლოდ შრიფტით და მცენარეული ორნამენტებით იყო გაფორმებული. კრემის შემადგენლობაც შეიცვალა. და მაინც, Baiersdorf-ის წარმატება სწორედ დამატენიანებელი კრემით დაიწყო, რომელმაც ხალხში თავი დაიმკვიდრა. კრემის, წებოვანი ლენტის და პლასტირის გარდა, კორპორაცია დღემდე კარგ საპონს და ფხვნილს აწარმოებს. თავად Nivea-ს სერიაც ახლდება: მაღაზიების თაროებზე თმის და სკალპის მოვლის, ასევე დავარცხნის საშუალებები შეგიძლიათ ნახოთ.

ნივეას კრემის გამოყენების 5 მეთოდი

ნივეას კრემში გვხდება ლანოლინი, გლიცერინი და დამატენიანებელი კომპონენტი ევცერიტი. იდეალურად დაბალანსებული ნარევი კანის დაცვას და კვებას უზრუნველყოფს. ნახეთ, სად და როგორ მუშაობს კრემი უკეთ.

  • მთელი ოჯახის საშუალება ცივ სეზონზე

თეთრი კრემი თუნუქის ქილაში უნივერსალურ საშუალებად ითვლება: ყველასთვის შესაფერისია, 3 წლიდან ბავშვებისთვისაც. მშრალი, გაღიზიანებული და გაწითლებული კანისთვის უცვლელი მხსნელია. ზამთარში განსაკუთრებით აქტუალურია. კრემი ღია კანზე წაისვით და მთელი ოჯახი სასეირნოდ მშვიდად წადით.

  • ანტიასაკობრივი საშუალება

რეგულარული გამოყენებისას ნაოჭებს კარგად ებრძვის. ძილის წინ იმ ადგილებში წაისვით, სადაც ნაოჭებს ხედავთ. მალე შესამჩნევ სხვაობას იხილავთ.

  • ტუჩის ბალზამი

კრემი დღეში რამდენჯერმე ტუჩებზე წაისვით. შედეგი არ დააყოვნებს. უკვე რამდენიმე დღეში ტუჩის კანი დარბილდება. მისი დახმარებით ფულს დაზოგავთ და ტუჩისთვის ცალკე მოვლის საშუალების შეძენა არ მოგიწევთ. ბონუსი: ტუჩსაცხის კარგი პრაიმერი. ასე ტუჩსაცხი არ აიგორგლება და არ გაითითხნება.

  • დამწვრობის მკურნალობა

ცხიმიანი კრემი ლურჯ ქილაში დაგეხმარებათ ისეთი უსიამოვნების დროს, როგორიცაა დამწვრობა. კანს ამშვიდებს, წყლულების გაჩენას აფერხებს. კრემი დაგეხმარებათ, თუ მზეზე საჭიროზე დიდხანს გაჩერდით. კრემი ფრთხილად წაისვით იმ ადგილებში, რომელიც გეწვით და მალე შვებას იგრძნობთ.

  • დემაკიაჟი

თუ სახლში სასწაულმოქმედი კრემი გაქვთ, მაშინ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება აღარ გჭირდებათ. ნივეას კრემი წყალგამძლე კოსმეტიკასაც მოგაშორებთ.

ამ კრემის გამოყენების მრავალი მეთოდი არსებობს. როგორც აღმოჩნდა, კანის ბევრი პრობლემის მომგვარებელი ჩანთაში ან აბაზანაში უკვე გვაქვს.

Advertisement