Connect with us

ყვავილები

ნერგები რომ გაძლიერდეს და არ ამოიწვეროს. ქაფიანი სასუქი ყველა მცენარისთვის

ბაღის კულტურების უმეტესობა დათესილია და პირველი ყლორტებიც უკვე ამოვიდა. დროა, არანაკლებ მნიშვნელოვან ნაბიჯზე გადავიდეთ – გამოკვება. ახლა არჩევანი დიდია და შეგიძლიათ მაღაზიაშიშესაფერისი სასუქი შეიძინოთ. თუმცა არ დაგავიწყდეთ ბუნებრივი სასუქებიც, რომელთაც ხშირად უბრალოდ ყრით. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ სასუქი ნერგებისთვის.

ბანანის ქერქის და სხვა ნატურალური სასუქების შესახებ უკვე გიამბეთ. ახლა ჩვეულებრივ ლუდზე გიამბობთ. ასეთი მეთოდი მეზობელმა მასწავლა. ის გამოცდილი მებოსტნეა და უკვე 20 წელზე მეტია ქაფიან სასმელს ნერგების გასაძლიერებლად იყენებს. შედეგი დავინახე, დარწმუნებით ვამბობ – მუშაობს.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ლუდის სასუქი ნერგებისთვის

ნებისმიერი სასუქი მცენარეს მხოლოდ მაშინ უნდა მიაწოდოთ, როცა სჭირდება. თუ ამჩნევთ, რომ აღმონაცენი ნელა იზრდება და სუსტია, ბოთლი ლუდი თამამად გახსენით. ღარიბ ნიადაგში დარგული ნერგების გამოკვება ზედმეტი არაა.

ლუდის სასუქი მცენარის იმუნიტეტს ზრდის, რაც, თავის მხრივ, დაავადებებს და მავნებლებს ებრძვის. მართალია, მხოლოდ „ცოცხალი“ ლუდი გამოგადგებათ. თუ შემადგენლობაში კონსერვანტები და გემოს დანამატებია, ასეთი სითხით ნერგები არ გამოკვებოთ.

ლუდის სასმელი ტკბილი ალაოს დუღილის შედეგად მიიღება. მცენარის ზრდაზე გავლენას ახდენს არა ალაო ან საფუარის ბაქტერიები, არამედ კალიუმი, რომლითაც ლუდი მდიდარია. ასევე შეიცავს ბევრ ადვილად ასათვისებელ მიკროელემენტს, რომლებიც ახალგაზრდა მცენარეს სჭირდება.

ხსნარის მისაღებად ლუდი წყალში 1:10 პროპორციით გახსენით. ხარისხიანი, დაყენებული და რბილი წყალი გამოიყენეთ.

პირველი ნამდვილი ფოთლის გამოჩენისთანავე ნერგები მორწყეთ. ახალგაზრდა ფოთოლზე სითხის მოხვედრას მოერიდეთ. სასუქი მკაცრად ფესვების ქვეშ მიაწოდეთ.

ასეთი ნატურალური საშუალება ნებისმიერ მცენარეზე გამოგადგებათ, როგორც ბაღის, ასევე ოთახის მცენარისთვის. ხახვი და ნიორი გამონაკლისია. ლუდის სასუქი მათ გემოსა და თვისებებზე ცუდად აისახება.

ლუდი მცენარეებისთვის ეფექტური ბიოსტიმულატორია. ამასთან უსაფრთხო და ხელმისაწვდომია. ლუდის ხსნარით რეგულარული გამოკვება ნერგებს უფრო ამტანს ხდის. მენდეთ, მეზობლებს შეშურდებათ!