Connect with us

ყვავილები

ნემსიწვერის ფერი ადამიანის ბედზე გავლენას ახდენს. ვის სჭირდება თეთრი ნემსიწვერა

ნემსიწვერა ერთ–ერთი ყველაზე ხელსაყრელი ოთახის მცენარეა, რომელსაც სახლში ყველა გაგებით კეთილდღეობა მოაქვს: მოშურნეებისა და არაკეთილმოსურნე ხალხისგან გვიცავს, ოჯახში უთანხმოებას ამცირებს, სახლში მშვიდობა და ჰარმონია მოაქვს. აყვავებული ნემსიწვერა ინტერიერს ალამაზებს. აღმოჩნდა, რომ ნემსიწვერის ფერს ადამიანის ბედზე გავლენის მოხდენა შეუძლია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ფერის ნემსიწვერა უნდა გქონდეთ სახლში.

რაზე მიუთითებს ნემსიწვერის ფერი და რამდენად სასარგებლოა

ნემსიწვერა ლამაზი და სასარგებლო მცენარეა. გამოყოფს ეთერზეთს, რომელსაც სპეციფიკური არომატი აქვს. სასიამოვნო და ტკბილი სუნი ნამდვილად არ აქვს, მაგრამ ადამიანის სასუნთქი სისტემისთვის სასარგებლოა. ამ ყვავილის ეთერზეთს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, ვირუსებს ებრძვის და სასუნთქ გზებს წმენდს.

საკმარისია, მის ფოთლებს თითებით ოდნავ შეეხოთ, რომ ეთერზეთი და სპეციფიკური სუნი გამოყოს. გაფრთხილებთ, ფოთლებს ძლიერ არ დააწვეთ, ასე დაზიანდება და გახმება. ფიტოთერაპიის ექსპერტების თქმით, ნემსიწვერის ეთერზეთის არომატი სტრესს ამცირებს, ძილს აწესრიგებს, ნერვებს ამშვიდებს. მისი ფოთლები სახის ნიღბად გამოგადგებათ, ხოლო ნახარში – ტონიკად.

ნემსიწვერის ყვავილის ფერი და მისი გავლენა

ყვავილის ფერს მცენარეზე უფრო მეტის თქმა შეუძლია. ამბობენ, რომ თითოეული ფერი სახლზე და მის მფლობელზე გარკვეულ გავლენას ახდენს. ნახეთ, რომელი ფერის ნემსიწვერა გჭირდებათ.

1. წითელი ნემსიწვერა ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია. ორ ადამიანში ვნებას აძლიერებს, ამიტომ ახალშექმნილი ოჯახისთვის იდეალურია. წითელი ნემსიწვერა „ასაკოვან“ წყვილებს ძველი გრძნობების განახლებაში დაეხმარება.

2. ნაზი ვარდისფერი ნემსიწვერა მუქიდან პასტელურ–მოთეთრომდე ელფერებში ყვავილობს. ვარდისფერი ნემსიწვერა სახლში სიმშვიდის, ჰარმონიის, სინაზის და მზრუნველობის გაზრდას ხელს უწყობს.

3. იისფერი ნემსიწვერა იშვიათი ოთახის მცენარეა. საოცრად ლამაზად ყვავილობს. მის ყვავილებსაც განსხვავებული ელფერი შეიძლება ჰქონდეს, ღია ფერიდან მუქ მელნისფრამდე. ეს ყვავილი მეგობრულ ურთიერთობებს აძლიერებს.

4. თეთრი ნემსიწვერა ერთ–ერთი გავრცელებული სახეობაა. მარტოხელა ადამიანს საყვარელი ადამიანის პოვნაში ეხმარება. უპრეტენზიო მცენარეა. მცენარე, რომელიც კარგად იზრდება და ყვავილობს, ნიშანს გაძლევთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას აუცილებლად გააძლიერებთ.

ნემსიწვერა სახლში ყველას უნდა ჰქონდეს. დადებით ენერგიას გამოყოფს, კარგ განწყობას ქმნის და ფინანსების მოზიდვას ხელს უწყობს. ქალისთვის იდეალური მცენარეა, რადგან პირადი ცხოვრების მოწყობაში ეხმარება.

Advertisement