ყვავილები
ნემსიწვერა 1 კვირაში აყვავილდება: მარტივი ხრიკი ქინძისთავით
გამოუცდელმა მებაღეებმაც იციან, რომ სახლში ნემსიწვერას ქონა კარგი ნიშანია. მისი ეთერზეთი მავნებლებს აფრთხობს და ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. ყვავილობის დროს ყველაზე ლამაზ ოთახის მცენარეებსაც კი ჯობნის! რა გავაკეთოთ, რომ ნემსიწვერა აყვავილდეს?
ზოგჯერ ყვავილი ჯანმრთელია, ადგილი შესაფერისი, მაგრამ მაინც არ ყვავილობს. ეს მაშინ, როცა ნემსიწვერას გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობა შეუძლია! ზოგჯერ საერთოდ მთელი წელი. გიზიარებთ ხრიკებს, რომელთა დახმარებით ბალბიფოთოლას ყველაზე პრეტენზიული წარმომადგენელიც აყვავილდება.
როგორ ვაიძულოთ ნემსიწვერას ყვავილობა
ძალიან მნიშვნელოვანია, მცენარის ღეროს სიგრძეს ყურადღება მიაქციოთ, დროულად გადაჭერით. უკვე სექტემბერიდან ნემსიწვერა ორპირ ქარს მოარიდეთ. თუ სათანადო ზრუნვის შემდეგ ნემსიწვერა მაინც არ ყვავილობს, არსებობს მეთოდი, რომლის დახმარებით ყვავილობას ერთ კვირაში დააჩქარებთ.
ამისთვის მხოლოდ ერთი ქინძისთავი დაგჭირდებათ. დიახ, დიახ, არ მოგეჩვენათ: მისი დახმარებით ნემსიწვერა უხვად აყვავილდება. მოკლედ, ნებისმიერი ნემსი გამოგადგებათ.
- ქინძისთავის წვერი სპირტით გაწმინდეთ, რომ ყვავილში არასასურველი ბაქტერიები არ მოხვდეს.
- მიწიდან 5 სმ სიმაღლეზე ღერო გახვრიტეთ. ნემსი ღეროდან უნდა გამოვიდეს!
- ასე მთელ ღეროზე გახვრიტეთ (დაახლოებით 2-3 ადგილას).
- თუ ნემსიწვერას რამდენიმე ღერო აქვს, ისინიც დახვრიტეთ. ერთ ბუჩქზე შეძლება 10 ქინძისთავი დაგჭირდეთ.
ამას შეიძლება ნემსებით სტიმულირება ვუწოდოთ. ასეთი დაზიანება ყვავილს საფრთხეს არ უქმნის. მისი დახმარებით მცენარე „ნერვიულობას“ იწყებს და შთამომავლობის გაჩენისკენ მიისწრაფვის. ასეთი „ვაქცინიდან“ უკვე 1-1,5 კვირაში ყვავილის ყუნწი გამოჩნდება.
მეთოდი გაუფესვიანებულ მცენარეზეც გამოგადგებათ! სწორედ ამიტომ, თუ გადარგვისთანავე ყვავილობით ტკბობა გსურთ, რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ.
ეს ხრიკი რამე სასწაული ან მცენარის მოვლის წესებიდან გამონაკლისი არაა. პირიქით! მებაღეობაში ასეთ ხრიკს ხშირად იყენებენ. მას უფრო იყენებენ ნაყოფიერ ხეებს: ვაშლი, მსხალი, ქლიავი. თუ ხე ჯანმრთელი და პერსპერქტიულია, მაგრამ ნაყოფს არ იძლევა, მასში ლურსმანს არჭობენ.
მცირე სტრესით არა მხოლოდ მცენარე, არამედ მიცელიუმებიც გამრავლებას იწყებს. ნემსიწვერა კი სახლის პირობებში საერთოდ ყვავილებით დაიფარება. თუ თქვენი მცენარე ლამაზი ყვავილებით არ გახარებთ, ეს მეთოდი სცადეთ: არა ერთ ქოთანზე გამოცდილია!