Connect with us

ჯანმრთელობა

ნახშირწყლებით მდიდარი 5 პროდუქტი, რომლებიც სხეულის ფორმებისთვის უსაფრთხოა

დაბალანსებული რაციონი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ოპტიმალურ წონას მხარს უჭერს, მინიმუმ 55%–ით ნახშირწყლებისგან უნდა შედგებოდეს. რა თქმა უნდა, ეს ცომეულს ან შემწვარ კარტოფილს არ ეხება: ნახშირწყლები სწორი უნდა იყოს. გთავაზობთ ნახშირწყლებით მდიდარ 5 ყველაზე ჯანსაღ პროდუქტს, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას და სხეულის ფორმებს ზიანს არ მიაყენებს.

მთელი მარცვლეული

„საიდუმლო“ საწვავი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებას და კალორიებს ენერგიად გარდაქმნის და არა ცხიმად, – ეს უჯრედისია. საკვები ბოჭკოები კუჭ–ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობის საფუძველია. კვლევა ადასტურებს: სამწუხაროდ, ზრდასრული ადამიანების უმეტესობას ამ სასარგებლო ნივთიერების დეფიციტი აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ყველას მთელი მარცვლეულის კერძები გვჭირდება. ყავისფერი ბრინჯის ფაფა და გარნირი, დაუმუშავებელი მარცვალი შესანიშნავად დაგანაყრებთ და სისხლში შაქრის დონეს გააკონტროლებს. ერთადერთი, რისგანაც დიეტოლოგები თავის შორს დაჭერას გირჩევენ: მზა ბატონჩიკები. როგორც წესი, მათში ძალიან ბევრი ტკბილი სიროფია, რომელიც მარცვლეულის ყველა სასარგებლო თვისებას ანულებს. აი, სახლში გემრიელი წასახემსებლის მომზადება, შესანიშნავი იდეაა!

ხილი

წონაში მატების და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ერთ–ერთი მიზეზი რაციონში ხილის დეფიციტია. ზოგიერთი ექიმი ირწმუნება, რომ ადამიანისთვის ჯანმრთელობისთვის ხილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბოსტნეული. პირველ რიგში, ხილი და კენკრა ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც ანთებით პროცესებს ებრძვიან, თავისუფალ რადიკალებს ეწინააღმდეგებიან და ხანდაზმულ ასაკში ტვინის აქტივობას მხარს უჭერენ. მეორეც, ხილი ჯანსაღი ნახშირწყლების და უჯრედისის კარგი წყაროა. დღის განმავლობაში ახალი ან გაყინული ხილი და კენკრა შეჭამეთ, დილის ფაფას ან იოგურტს დაუმატეთ და ჯანმრთელად იყავით.

კარტოფილი

დიახ, დიახ, სწორედ ის ბოსტნეული, რომელიც დიეტის ყველა მოყვარულის მიერ დაწყევლილია. მოხარშული ან გამომცხვარი (მაგრამ უზეთოდ და უცხიმოდ) კარტოფილი სხეულის ფორმებისთვის საზიანო არაა. სხვათა შორის, გულ–სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ცოტა ზეითუნის ზეთი ან კარაქი შეგიძლიათ დაუმატოთ – მხოლოდ გულის პროფილაქტიკისთვის!

შვრია

რა თქმა უნდა, არა შეფუთული და არა ფანტელების სახით. მთელი მარცვლეულის ფაფა საუკეთესო საუზმეა, რომლის მოფიქრებაც შეიძლება. ცხელი და ბლანტი კერძი კუჭ–ნაწლავებს გაახარებს, ხოლო ცილები და უჯრედისი დიდი ხნით დაგანაყრებთ. თუ ცოტა კაკალს და ახალ კენკრას დაუმატებთ, საერთოდ იდეალურად ჯანსაღი და სასარგებლო საუზმე გამოგივათ.

კინოა

გსურთ მუცლის ცხიმი მოიშოროთ? 1 შეფუთვა კინოა შეიძინეთ და ცოტ–ცოტა საყვარელ კერძებს დაუმატეთ, იქნება ეს სალათი, წვნიანი თუ დილით შვრიის ფაფა. კინოა გლიუტენს არ შეიცავს, უჯრედისით და ანტიოქსიდანტებით მდიდარია. მასში შედის ბევრია რკინა, თუთია და მაგნიუმი, რომლებიც გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლოა. გარდა ამისა, კინოა სისხლში გლუკოზის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ, რაც ასევე კარგია!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.