Connect with us

საკითხავი

ნახეთ, რისგან არის დამზადებული ბავშვებისთვის საყვარელი კანფეტები. თმა ყალყზე დაგიდგებათ

ჟელატინის ტკბილეული მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა ბავშვს უყვარს. მას ხომ მრავალფეროვანი ფორმა, ფერი და გემო აქვს – ასეთი ნაკრებით არ მოიწყენთ.

დიდი ფერადი ჭიები ან პაწაწინა დათვები ყველაზე პოპულარული საღეჭი ტკბილეულია. სხვათა შორის, მშობლები მის მიღებას შვილებს ხშირად უკრძალავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ტკბილეული ბევრ შაქარს შეიცავს. სინამდვილეში, ის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.

თუმცა ერთი დეტალი არსებობს, რომელიც ნამდვილად შეგაცბუნებთ. თუ ტკბილეულის შემადგენლობას ყურადღებით დააკვირდებით, სიროფის, შაქრის და კონცენტრატებს შორის ჟელატინს იპოვით. იცით თუ არა, ეს პროდუქტი როგორ იწარმოება? არ თქვათ, რომ არ გაგაფრთხილეთ.

როგორც აღმოჩნდა, ჟელატინი ხეზე არ იზრდება. ეს უგემური ჟელატინის ნივთიერება ცხოველების ტყავის, ხრტილების და ძვლების ხანგრძლივი დუღილის შედეგად მიიღება. თავისი არსით ხორცის წარმოების ნარჩენებს წარმოადგენს: ძვლები, ტყავი, რქა, რომელიც ღორის და ძროხის გადამუშავების შემდეგ რჩება.

მწარმოებლები ჟელატინს ან პირდაპირ ხორცის გადამამუშავებლ ქარხანაში აწარმოებენ, ან ხორცის ნარჩენებს აგროვებენ. ცხოველის ნაწილებს ასტერილებენ და 140 გრადუს ტემპერატურაზე დიდხანს ადუღებენ, შემდეგ ამ მასას აქუცმაცებენ და ახმობენ მანამ, სანამ თეთრ ფხვნილს არ მიიღებენ, რომელსაც შემდეგ ნებისმიერ ფერს და სუნს ანიჭებენ.

ჟელატინს უსაფრთხოების ყველა გარანტია აქვს, რადგან ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება. მისგან ნებისმიერი ჟელეს, ან რაღაც მსგავსის მომზადებას შეძლებთ. უნდა იცოდეთ, რომ ჟელატინს არა მხოლოდ კანფეტები, არამედ ვიტამინები, მედიკამენტები, ძეხვი, კონსერვი და ხილის წასახემსებელიც კი შეიცავს. ნამდვილი ხაფანგი ვეგეტარიანელებისთვის!

ჟელატინის წარმოება ერთი მხრივ საკმაოდ საზიზღრად გამოიყურება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პროდუქტი ცხიმებს, ნახშირწყლებს და ქოლესტერინს არ შეიცავს. პირიქით, 18 მნიშვნელოვან ამინომჟავას შეიცავს, რომლებიც ძვლების და სახსრების აღდგენაში დაგეხმარებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, სასარგებლოა თუ არა, სჯობს ზუსტად იცოდეთ, თუ რას მოიხმართ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.