Connect with us

ჯანმრთელობა

ნაწლავის სიმსივნის პროფილაქტიკა

კოლორეკტალური სიმსივნე დიდი ხნის განმავლობაში სიმპტომების გარეშე ვითარდება, ამიტომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ექიმთან მიდის დაავადება უკვე საკმაოდ განვითარებულია. სპეციალისტები გვიხსნიან, რომ აუცილებელია ამ ონკო-პათოლოგიის პროფილაქტიკა, რადგან მისი შეწყვეტა სრულიად შესაძლებელია მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

რისკ-ფაქტრორები კოლორეკტალური სიმსივნის დროს

ლორწოვან გარსზე ეპიტელიუმის უჯრედების მოგროვებისას შეიძლება პოლიპები გაჩნდეს – მცირე ზომის წანაზარდები, რომელიც ფორმით სოკოს გვაგონებს. ხშირ შემთხვევებში ისინი ჯანმრთელობისთვის ხიფათს არ წარმოადგენენ, მაგრამ, ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედებით მათი ავთვისებიან სიმსივნედ გადაქცევა ხდება.

ონკოლოგები რამდენიმე რისკ ფაქტორს გამოყოფენ, რომლებზეც გავლენის მოხდება შეუძლებელია:

  • პაციენტის ასაკი
  • ნაწლავში ქრონიკული ანთებითი პროცესები
  • გენეტიკური კუთვნილება

არსებობენ ფაქტორები რომლებიც აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ, რათა არ შეეჯახოთ კოლორექტალურ სიმსივნეს:

  • არასწორი კვება, დიდი ოდენობით წითელი ხორცის, ძეხვეულისა და შებოლილის მოხმარებით
  • არასაკმარისი ბოჭკოს შემცველი რაციონი
  • ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი
  • მოწევა
  • ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება

პოლიპები ნელა იზრდებიან, ამიტომ სანამ ახალი ჩამოყალიბებულები არიან, ექიმები აკვირდებიან ზრდის დინამიკას ყოველდღიური სკრინინგის მეშვეობით. საკუთარი ჯანმრთელობისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა და პროფილაქტიკა რამდენიჯერმე ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს.

კვება – ნაწლავის კიბოს აღსაკვეთად

World Cancer Research Fund, American Society of Clinical Oncology და კიდევ ბევრი ავტორიტეტული კვლევითი ცენტრი აცხადებს, რომ წითელი ხორცის გამოყენება ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამაღლებს. თერმული დამუსავებისას მასში ჰეტეროციკლური ამინები და ნახშირწყალბადები წარმოიქმნებიან, რომლებიც საშიშ კანცეროგენებს წარმაოდგენენ.

სიმსივნის რისკის შემცირება კვირაში 500 გრამამდეც, რომ შეამციროთ, მისი განვიტარების რისკი დაბლა დაიწევს. იგივე ეხება ძეხვეულს, კარბონატებსა და შებოლილ საკვებს. მოამზადეთ პროდუქტი საკუთარ წვენში ხარშვით ან მოთუშეთ, რათა თერმული დამუშავების ტემპერატურა შეამციროთ.

არანაკლებ საშიშია ნიტრიტები. ამ ქიმიურ შენაერთს მწარმოებლები სოსისებსა და ძეხვებში ამატებენ გემოს გასაძლიერებლად და ხორციანი პროდუქტისთვის ლამაზი ფერის მისაცემად. მარილმჟავის ზემოქმედებით ისინი N-ნიტროზონაერთებად გადაიქცევიან და ორგანიზმში ავთვისებიან უჯრედებად გადაქცევა შეუძლიათ.

პროფილაქტიკისთვის აჯობებს ცხოველური და ცხიმის შემცველი პროდუქტების რაოდენობა შეამციროთ. გამოიყენოთ ფრინველის ხორცი, ზღვის თევზი და ზღვის პროდუქტები, უარი თქვათ ნახევრად ფაბრიკატებსა და შებოლის პროდუქციაზე.

ვიტამინები და სიმსივნის გაჩენის რისკი

2010-დან 2018 წლის ჩათვლით მასშტაბური კვლევები ტარდებოდა რომელბმაც D-ვიტამინის, ამინომჟავების ომეგა-3-ისა და ომეგა-6-ის სარგებლიანობა დაამტკიცა, ნაწლავის სიმსივნის პროფილაქტიკის დროს. თუ მათ საკმარისად მოიხმართ თქვენი რაციონის მეშვეობით, მაშინ ორგანიზმში ანტიოქსიდანტური დაცვა ძლიერდება და ის ტავისით თრგუნავს ა-ტიპურ უჯრედებს. იკვებეთ სწორად და მრავალფეროვნად, გამოიყენეთ ხარისხიანი პროდუქტები.

D-ვიტამინის მაღალი დონის შენარჩუნებისთვი კვირაში სამჯერ გამოიყენეთ:

  • ზღვის თევზი: ქაშაყი, სკუმბრია, სარდინები
  • რძე-მჟავა პროდუქტები
  • ყველი
  • გაღივებული ხორბლის მარცვლები

არ დაგავიწყდეთ ბოჭკო: ის ბუნებრივი გზით წმენდს ნაწლავის შიდა კედლებს, გამოჰყავს ტოქსინები, ასტიმულირებს ეპითელიუმის განახლებას. გამოიყენეთ მთელი მარცვლეულის ფქვილი, შვრიის ფაფა, პარკოსნები, ბოსტნეული და ხილი.

ფიზიკური აქტივობა ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ

50-ზე მეტი კვლევა ადასტურებს, რომ რეგულარული სპორტი ამცირებს ნაწლავის სიმსივნის რისკს. სავარჯიშოების შესრულებისას ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება მცირდება, ჩქარდება პერისტალტიკა და ჩქარდება ჭარბი სითხისა და ტოქსინების გამოდევნის პროცესი. მცირდება პროდუქტის ნაწლავში ყოფნის პროცესი რაც ძალიან დადებითი მოვლენაა ორგანიზმისთვის.

სიმსივნის პროფილაქტიკისთვის საკმარისია 30 წუთიანი მცირე დატვირთვა. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, იარეთ პარკში სწრაფი ტემპით, ველოსიპედიტთ, ირბინეთ დილაობით. ინსულინი და გლუკოზის მარალი დონეც ონკო დაავადებების “პროვოკატორებს” წარმოადგენენ, დატვირთვები კი მათ დონეაც შეამცირებს და მოხდება იმუნიტეტის სტიმულირება.

ექიმები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელ წელში კოლორეკტალური სიმსივნის მქონე პაციენტების რაოდენობა სწრაფად იზრდება და იმისთვის, რომ ამ საშინელ დაავადებასთან დაპირისპირება არ მოგიწიოთ აუცილებლად დაკავდით აქტიური ცხოვრების წესით, ყურადღება მიაქციეთ ნაწლავის დაცლას, სწორად იკვებეთ, გამორიცხეთ მავნე პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.