Connect with us

საკითხავი

ნაქაფი ჩაიდნიდან მეურნეობაში გამოგადგებათ: მებოსტნეებმა ჩაინიშნეთ

ჩაიდანში, რომელიც სახლში ყველას გვაქვს, თანდათან ნაქაფი გროვდება. სახლის პირობებში მის მოსაშორებლად ლიმონმჟავა ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია.

ნარევის მაშინვე გადაყრას არ გირჩევთ. ნაქაფი მეურნეობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ოთახის მცენარეებისა და ნერგებისთვის კარგი სასუქია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო ნაქაფი და როგორ გამოიყენოთ.

ნერგების გამოკვება

მცენარე ძლიერი რომ გაიზარდოს და ფესვების სისტემა კარგად განვითარდეს, სასუქი აუცილებლად დაუმატეთ. ნერგები 3-4 ნამდვილი ფოთლის გამოჩენისთანავე ან გადანერგვიდან 1,5-2 კვირაში გამოკვებეთ.

მცენარე ორ კვირაში ერთხელ გამოკვებეთ. თუ უფრო ხშირად გამოკვებავთ, სასუქის კონცენტრაცია გაანახევრეთ. ეს როგორც ქარვის მჟავას, ასევე მჟავე წყალში გაზავებულ ნაქაფს ეხება.

ნერგების მორწყვა სახლის პირობებში

ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული ან ანადუღარი წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ. რბილი წყალი იდეალურია. კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია. მიწა წყლით უნდა გაიჟღინთოს, შემდეგ დრენაჟიდან დაიწუროს. ასე მიწის დამარილებას თავიდან აიცილებთ, რომელსაც კალციუმის და მაგნიუმის მარილები ხელს უწყობს. ხისტი წყლის გამოყენებისას მარილები მიწაში გროვდება. ეს ნივთიერებები მცენარის სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში ნაქაფი გამოგადგებათ. ლიმონმჟავის ზემოქმედებით კალციუმის და მაგნიუმის მარილები ციტრატად გარდაიქმნება. ასეთი სახით მცენარე მიკროელემენტებს კარგად შეიწოვს.

ჩაიდნიდან ნაქაფის მოშორება

ნაქაფი ჩაიდნის გვერდებსა და ძირში გროვდება. ნაქაფი თეთრი, ჟანგისფერ–ყავისფერი შეიძლება იყოს. ყავისფერი ნაქაფი იმის ნიშანია, რომ მასში ბევრი რკინაა. 1 ლ წყალი და 1 ჩ/კ ლიმონმჟავა ნაქაფის მოსაშორებლად საკმარისია. ხსნარი ჩაიდანში ჩაასხით და 2 წუთით ადუღეთ. მიღებული ნარევი სხვა ჭურჭელში ჩაასხით. ჩაიდანი გამდინარე წყალში გარეცხეთ.

ნაქაფის ხსნარის გამოყენება

კონცენტრირებული ხსნარი გააზავეთ. 100 მლ ხსნარი 1 ლ წყალზე საკმარისია. ასეთი ნარევიდან მცენარე ყველა აუცილებელ მიკროელემენტს მიიღებს. ასე მცენარე ფოსფორსაც უკეთ აითვისებს. სასუქის გასაუმჯობესებლად რკინის აჯასპი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყავისფერ ნაქაფში რკინის აჯასპის დამატება საჭირო არაა, რადგან მასში ისედაც ბევრი რკინაა.

წყალი ნაქაფით ისეთივე ეფექტურია, როგორც ქარვის მჟავა. მას სადეზინფექციო თვისებები აქვს და პათოგენების განვითარებას აფერხებს. სასუქით მცენარე სრულფასოვნად განვითარებას შეძლებს.

Advertisement