Connect with us

ვიდეო

ნატურალური საშუალებები ჭარბოფლიანობის და უსიამოვნო სუნის გასაქრობად: 3 რეცეპტი

ოფლდენა ბუნებრივი პროცესია, რომლის დროსაც ორგანიზმი დაგროვებული ტოქსინებისა და ნაერთებისგან თავისუფლდება, ეს თვითგაწმენდის პროცესია.

ადამიანს ძლიერი ოფლიანობის დროს დისკომფორტი აწუხებს. სამედიცინო ტერმინით ამ სიტუაციას ჰიპერჰიდროზი ეწოდება, ჩვეულებრივ ეს ნერვული სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის ან სისხლში შაქრის დაბალი დონის პრობლემებს უკავშირდება.

ბუნებრივი საშუალებები ჭარბოფლიანობის საწინააღმდეგოდ

ეს მცენარეული საშუალებები სრულად ნატურალურია და სხეულს ჭარბი ოფლის შემცირებაში დაეხმარება, რომელიც ჩვეულებრივ ესთეტიკურ და ფიზიკურ პრობლემებს იწვევს.

სალბი

სალბი B ვიტამინის და მაგნიუმის ძალიან ძლიერი წყაროა. შედეგად, ის ბუნებრივი ანტიდეპრესანტია, რომლის დახმარებით საოფლე ჯირკვლების დაჩქარებულ ფუნქციონირებას გააკონტროლებთ.

მის გამოსაყენებლად სალბის ნაყენი მოამზადეთ. ამისთვის 5 ჩ/კ ხმელ მცენარეს 2 ლ ცხელი წყალი დაასხით. 2-3 ჭიქა სალბის ნაყენი ყოველდღე დალიეთ.

ბეგქონდარა, ვაშლის ძმარი და როზმარინი

კიდევ ერთი ალტერნატივა ჭარბოფლიანობის საწინააღმდეგოდ, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ნატურალური დეზოდორანტი უსიამოვნებას ორგანიზმის PH ბუნებრივი დონის შეცვლის გარეშე აქრობს.

ეს დეზოდორანტი უშუალოდ ჯირკვლებზე მოქმედებს, რომლებიც ოფლდენას იწვევენ, ამიტომ ძალიან ეფექტურია.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ/კ როზმარინი
  • 1 ს/კ ბეგქონდარა
  • 1 ფინჯანი წყალი
  • ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი

მომზადება:

  1. 1 კოვზი როზმარინი და ბეგქონდარა წყლით სავსე ფინჯანს დაუმატეთ.
  2. წყალი დაახლოებით 1-2 წუთით ადუღეთ.
  3. როგორც კი ნახარში გაგრილდება, გადაწურეთ და ძმარს აურიეთ.
  4. ბამბის დისკით სითხე იმ ადგილებში წაისვით, სადაც უფრო მეტად ოფლიანობთ.

ნიგვზის ფოთლები

ნიგვზის ფოთლებს ანტისეპტიკური და შემკვრელი თვისებები გააჩნია, რომლებიც ოფლდენას არეგულირებენ. თუ იღლიების ქვეშ ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ, ეს საშუალება თქვენთვის რეკომენდებულია.

უბრალოდ 2 ჩ/კ ნიგვზის ფოთლებს ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ, ცოტა ხნით გააჩერეთ და ბამბის დისკით საჭირო ადგილებში წაისვით.