Connect with us

ყვავილები

ნატურალური პესტიციდები თქვენი ბაღისთვის. არანაირი ქიმია!

ბაღის ან ოთახის მცენარეები შეგიძლიათ დაიცვათ თვითნაკეთი საშუალებებით და იმ ინგრედიენტებით, რომელთაც სახლში იპოვით.

როდის დავნამოთ მცენარე?

გაფრთხილება: მცენარე ყოველთვის დანამეთ, როცა მასზე მწერს დაინახავთ. რაც უფრო ადრე დაამუშავებთ, შედეგი მით უფრო ეფექტური იქნება.

მნიშვნელოვანია: ამ საშუალების გამოყენების დროს ყოველთვის დიასახლისის ხელთათმანები გამოიყენეთ და კარგად გარეცხეთ ჭურჭელი, რომელშიც მავნებლების საწინააღმდეგო საშუალება მოამზადეთ. ნატურალური საშუალება თქვენთვის არა ნაკლებ სახიფათოა.

1. რევანდის ფოთლების ნახარში დასანამად

  • 1 ჭიქა დაქუცმაცებული რევანდის ფოთლები
  • 6,5 ჭიქა წყალი
  • ¼ ჭიქა დიასახლისის საპნის ბურბუშელები

ფოთლებს წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. სუსტ ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ და გააგრილეთ. საპონი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

მცენარე ამ ნახარშით ბუგრების, ობობის ტკიპების, თრიფსების და ივნისის ხოჭოების საწინააღმდეგოდ დაამუშავეთ.

ფრთხილად იყავით, რევანდის ფოთლები შხამიანია.

2. ცხარე ნაყენი

  • 2 ცხარე წიწაკა
  • 1 ხახვი
  • 1 თავი ნიორი
  • ¼ ჭიქა წყალი

ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. შემდეგ 3 ლ ცხელი წყალი დაასხით და 1 დღე დააყენეთ. გადაწურეთ და ვარდის, აზალიის და ბოსტნეულის დასამუშავებლად გამოიყენეთ.

დაგიცავთ თრიფსების, ბუგრების, კალიების და ზოგიერთი მუხლუხოსგან.

3. პომიდვრის ფოთლები

წვრილად დაჭრილ პომიდვრის ფოთლებს წყალი დაასხით და 2 დღე დააყენეთ.პომიდვრის ფოთლები შხამიანია.

თრიფსებისა და ფრთათეთრასგან დაგიცავთ.

4. რეჰანის ნაყენი – ბუგრების საწინააღმდეგოდ დანამეთ

  • 4 ჭიქა წყალი
  • 1 ჭიქა რეჰანის ახალი ფოთლები ან 2 ს/კ ხმელი
  • 1 ჩ/კ დიასახლისის საპნის ბურბუშელები

ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით და ცეცხლიდან გადმოდგით. გააგრილეთ, საპონი დაუმატეთ და აურიეთ.

შესანიშნავი საშუალება ბუგრების საწინააღმდეგოდ.

5. ხახვის ფურცლები მცენარის დასანამად

1 ლ ხახვის ფურცლები, ხახვის გადანაჭერი – დაასხით 1 ვედრო თბილი წყალი და თბილ ადგილას 1 კვირა გააჩერეთ.

გადაწურეთ და დანამეთ მცენარე, რომელიც ბუგრების და ობობების მიმართ მგრძნობიარეა. ნარევს შეგიძლიათ ნივრის ფურცლები და გადანაჭერი დაუმატოთ. ასე ეფექტს გააძლიერებთ.

6. მარილიანი წყალი

  • 2 ს/კ მარილი
  • 5 ლ თბილი წყალი

სრულ გახსნამდე აურიეთ. ობობის ტკიპების, მუხლუხოების და კომბოსტოს მავნებლების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ.

ხაფანგი მავნებლებისა და მწერებისთვის

ლოქორებისთვის ბაღში დაბალი ლუდის ქილები მყარად დადეთ. ის სუნზე გამოძვრება და მასში ჩაიძირება.