Connect with us

თავის მოვლა

ნატურალური კრემი, რომელიც ბრენდულ პროდუქტს არაფრით ჩამოუვარდება

აიღეთ 50 გ სუფთა ზეითუნის ზეთი, ჩატარეთ მასში დარიჩინის ჩხირის ნამსხვრევები და 4-5 მიხაკის კვირტი.

შეგიძლიათ დაუმატოთ ვარდის ფურცლები, ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა და პიტნის ფოთლები.

10 დღის განმავლობაში, ეს მასა დააყენეთ ბნელ და თბილ ადგილას, შემდეგ გადაწურეთ.

ახლა შეურიეთ მიღებული ზეთი მსხვილად დახეხილ ნატურალურ ფუტკრის ცვილს (5 ჩ.კ. ზეთზე 1 ჩ.კ. ცვილი) და გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე, სანამ ცვილი არ დადნება.

შემდეგ დაუმატეთ 1 ჩ.კ. ნებისმიერი ღია ფერის თაფლი, 2 წვეთი ვარდის ზეთი, 1 წვეთი ნებისმიერი ციტრუსის ზეთი (თუ ლიმონის ცედრა გამოიყენეთ, ლიმონისვე ზეთი დაუმატეთ, იგივე სხვა შემთხვევებშიც). არომატი უფრო რომ გაძლიერდეს, დაუმატეთ 2 წვეთი ინალგ-ილანგი.

მიღებული მასა კარგად შეურიეთ ხის ნიჩბით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ კრემი თხევადია, დაუმატეთ ცოტაოდენი ცვილი, თუ მყარია – ზეთი.

შემდეგ გადაასხით მიღებული კრემი ლამაზ ჭურჭელში ან ქილაში.

წაისვით კრემი სუფთა კანზე. 5 წუთში მოიცილეთ კრემის ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით. გამოყენებამდე კრემი აუცილებლად გაათბეთ(მოათავსეთ 1 კოვზი კრემი პოლიეთილენის პარკში, განასკვეთ, რომ არ დასველდეს და გააჩერეთ ცხელი წყლის ქვეშ).

შედეგად, კანი დაგლუვდება, გახდება ნაზი, მოვლილი, და, სასიამოვნო ბონუსად, კარგი სუნიც ექნება.