Connect with us

ჯანმრთელობა

ნატურალური და მათეთრებელი კბილის პასტების საუკეთესო რეცეპტები

თითოეულმა ადამიანმა კბილების სისუფთავის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. ალბათ, ცოტა თუ უფიქრდება იმას, თუ ჩვეული კბილის პასტები რა ინგრედიენტებს შეიცავენ. არადა, ჯანმრთელობის სასარგებლოდ ასეთ ნივთიერებებზე დაფიქრება ღირს.

როგორც აღმოჩნდა, მაღაზიაში შეძენილ ნებისმიერ კბილის პასტაში ტოქსიკური ნივთიერებები (ძირითადად, სამი) შედის, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ესენია პარაბენები, ნატრიუმის ლარიუმის სულფატი და ტრიქლოზანი. ამასთან, ყველასთვის ცნობილი ფთორი, რომელსაც კბილის პასტა შეიცავს, ადამიანისთვის არც თუ ისე უსაფრთხოა.

აი, თუ სახლის პირობებში ეკოლოგიურად უსაფრთხო კბილის პასტას თავად მოამზადებთ, მაღაზიაში შეძენილი კბილის პასტის ქიმიური ნივთიერებები შეგიძლიათ დაივიწყოთ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, თუ ადამიანი ყოველდღიურად კბილების დაბანის დროს რამდენ ქიმიას „ჭამს“.

კბილის პასტის გაკეთება საკმაოდ მარტივია და ის თავის „ნატურალურ“ ნაყოფს იძლევა. თავად ბუნება თავისი ინგრედიენტებით ადამიანის კბილებს ეხმარება. სახლში მომზადებული კბილის პასტაში შემავალი ეთერზეთები კბილებს და ზოგად ადამიანს დაეხმარება.

სასარგებლოა იცოდეთ:

  • მიხაკი, რომელიც ნატურალური კბილის პასტის ინგრედიენტად გამოიყენება, კბილის ტკივილსაც შესანიშნავად აყუჩებს;
  • სალბი – ღრძილების სისხლდენის დროს სასარგებლოა;
  • როზმარინი – სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს;
  • ბეგქონდარა – პირის ღრუში გაჩენილ ბაქტერიებს ანადგურებს;
  • ჩაის ხე – კარიესს და ღრძილების ანთებას მოგაშორებთ;
  • პიტნა – კარიესის დროს ანთებას და ტკივილს შესანიშნავად აქრობს, პირის ღრუში სუნთქვას აახლებს.

აქ კბილის პასტის ნატურალური ალტერნატივებია მოცემული. ქვემოთ მოცემული რეცეპტებიდან თქვენთვის შესაფერისი აირჩიეთ.

კბილის პასტა – რეცეპტი 1

ინგრედიენტები:

  • მწიკვი დარიჩინი
  • მწიკვი დიდი კამა (ფხვნილი)
  • მწიკვი ზღვის მარილი
  • 2 ჩ/კ საკვები სოდა
  • 6 წვეთი ჩაის ხის ზეთი (შეგიძლიათ 6 წვეთი პიტნაც დაამატოთ)
  • 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი

მომზადება:

  1. ქოქოსის ზეთის გარდა ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
  2. ქოქოსის ზეთი მხოლოდ ყოველი კბილის გამოხეხვის წინ დაუმატეთ – პასტა გამოსაყენებლად მზადაა.

ასეთი კბილის პასტა ქიმიურ დანამატებს და ადამიანის ორგანიზმისთვის სახიფათო ნივთიერებებს არ შეიცავს. ასე მომზადებულ კბილის პასტას ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. სახლის პირობებში მომზადებული კბილის პასტა ჰერმენტულად დახურულ ჭურჭელში შეინახეთ.

კბილის პასტის იაფი ვარიანტი – რეცეპტი 2

ინგრედიენტები:

  • 70 გრ თეთრი თიხა
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 2 წვეთი სალბის ეთერზეთი
  • 2 წვეთი გვირილას ეთერზეთი
  • 5-10 წვეთი პროპოლისის წყლიანი ხსნარი

მომზადება:

  1. თიხა და წყალი ერთგვაროვანი პასტის მიღებამდე აურიეთ.
  2. თიხას პროპოლისი დაუმატეთ.
  3. 1 ჩ/კ თაფლი აიღეთ და 2 წვეთი შერჩეული ეთერზეთები დაუმატეთ.
  4. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
  5. ასეთი პასტით კბილები შეგიძლიათ მშვიდად გაიხეხოთ.

ეფექტი:

მომზადებული კბილის პასტა ნადებს და პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს შესანიშნავად აქრობს. ამასთან მათეთრებელი თვისებები გააჩნია.

კბილის პასტა – რეცეპტი 3

ინგრედიენტები:

  • ნახევარი ჩ/კ ზღვის მარილი (მხოლოდ დაქუცმაცებული მარილი გამოიყენეთ)
  • 2 ჩ/კ საკვები სოდა
  • ნახევარი ჩ/კ მური (ფხვნილი). შეგიძლიათ ბამბუკით, ან ძირტკბილათი ჩაანაცვლოთ
  • ნახევარი ჩ/კ თეთრი თიხა
  • 2 ჩ/კ გლიცერინი
  • 3-4 პიტნის ფოთოლი
  • 10-13 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი (რეკომენდებულია როზმარინი, გვირილა, ლიმონი, ფორთოხალი ან პიტნა)

მომზადება:

  1. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  2. მზა კბილის პასტა აუცილებლად ჰერმენტულად დახურულ ჭურჭელში (ქილა) შეინახეთ.

კოსმეტიკური რჩევები:

  1. სახლის პირობებში მომზადებული კბილის პასტის გამოყენების დროს რამდენიმე მარტივი რჩევა გაითვალისწინეთ:
  2. საკვები სოდა კბილის გასახეხად მხოლოდ კვირაში ერთხელ გამოიყენეთ, დანარჩენ დღეებში პასტაში სოდა არ დაამატოთ. სოდის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება კბილები დააზიანოს. სტომატოლოგების მტკიცებით, სოდის ნაწილაკები კბილის ემალს ნამდვილად ათეთრებს, მაგრამ მას მხოლოდ ემალის ზედა ფენის გაწმენდა შეუძლია. თუმცა ასეთი პროცედურის პერიოდულად გამოყენებამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.
  3. კბილების გასათეთრებლად რეკომენდებულია პირის ღრუ მარილიანი წყლით გამოივლოთ. ბერძნები კბილებს სწორედ მარილის დახმარებით ითეთრებდნენ.
  4. გასათეთრებლად ლიმონის მჟავაც გამოგადგებათ. უნდა გახსოვდეთ, რომ ლიმონის მჟავით პირის გამოვლების შემდეგ 1 საათით კბილების გაწმენდა რეკომენდებული არაა.
  5. თავს როგორც კბილები, ასევე ადამიანი კარგად იგრძნობს, თუ საკვების მიღების შემდეგ ცოტა ხნით მიხაკს დაღეჭავთ, ან მუხის ქერქის ან ბეგქონდარას ნახარში პირს გამოივლებთ.

კბილის პასტა – რეცეპტი 4

ინგრედიენტები:

  • თეთრი თიხა
  • წყაროს წყალი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • სალბის ეთერზეთი
  • გვირილას ეთერზეთი
  • პროპოლისის წყლიანი ხსნარი

მომზადება:

60 გრ თიხა წყალს აურიეთ და 5-10 წვეთი პროპოლისი დაუმატეთ. 1 ჩ/კ თაფლს 2 წვეთი სალბის და გვირილას ეთერზეთი დაუმატეთ. ყველაფერი აურიეთ და თიხას დაუმატეთ.

ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ, ქილაში მოათავსეთ და სააბაზანოს თაროზე დადეთ. 2-3 კვირა გეყოფათ და არ გაფუჭდება. პასტას ძალიან რბილი, ნეიტრალური-ტკბილი გემო აქვს, კბილებს ათეთრებს და პირის ღრუში ჭრილობების შეხორცებას ხელს უწყობს.

კბილის პასტა – რეცეპტი 5

მათთვის, ვისაც სირთულეები უყვართს, კიდევ ერთი რეცეპტი: გალენური ფხვნილი. მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: 2 ნაწილი მარწყვა ბალახის ფხვნილი, 1 ნაწილი კოთხუჯის ფხვნილი და 1 ნაწილი არყის ქერქის ფხვნილი. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი შეგიძლიათ მცენარეების აფთიაქში შეიძინოთ. კომპონენტები აურიეთ, ცოტა გაცხელებულ წყალში გახსენით ისე, რომ სქელი, კრემის მსგავსი მასა მიიღოთ. მზა ნარევი კბილის პასტად გამოიყენეთ.

ასეთი კბილის პასტით კბილების გამოხეხვის შემდეგ 1 საათით ჭამა არ შეიძლება.

კბილის პასტა – რეცეპტი 6

მათთვის, ვისაც ქიმია ესმის, ხის ნახშირი გამოდგდება. ის კალიუმის ჰიდროქსიდს შეიცავს, რომელიც შთამნთქმელი და შესანიშნავი მათეთრებელი საშუალებაა. კბილის ჯაგრისი ნახშირში ამოავლეთ და კბილები გაიწმინდეთ. შეგიძლიათ ხის ნახშირი კბილის პასტას ან ფხვნილს აურიოთ.

კბილის პასტა – რეცეპტი 7

წვრილ რგოლებად დაჭრილი ბადრიჯანი ღუმელში გამოაცხვეთ ან წინასწარ გახურებულ ტაფაზე ნახშირის მდგომარეობამდე შეწვით. ამ შავ ფხვნილში თითი ჩაყავით და კბილებზე 3 წუთით დაიდეთ, რაც მეტხანს მით უკეთესი. ეს ფხვნილი არა მხოლოდ კბილებს ათეთრებს, არამედ აძლიერებს. სასურველია, კბილების გამოხეხვის შემდეგ პირში არაფერი ჩაიდოთ.

არ ინერვიულოთ, რომ თითი დაგესვრებათ – ბადრიჯნის ცხიმი ჩვეულებრივი წყლით ადვილად ირეცხება. ბუნებრივია, ამ საშუალების მომზადება გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომ მარაგით მოამზადეთ.

სახლიდან გაუსვლელად კბილების მოსავლელად უფრო მარტივი და ეფექტური საშუალება მოამზადეთ.

  • 1-ელი საშუალება: მსხვილი მარილი, სჯობს ზღვის. მასში კბილის ჯაგრისი ამოავლეთ და შემდეგ კბილები გაიწმინდეთ.
  • მე-2 საშუალება: წვრილად დაქუცმაცებული კოთხუჯის ხმელი ფოთლები ჯაგრისზე დაყარეთ და კბილები გაიწმინდეთ. შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალება.
  • მე-3 საშუალება: აქტივირებული ნახშირი – წვრილად დაქუცმაცებული აბები.
  • მე-4 საშუალება: ტენიან ადგილას შეგროვებული შვიტა კარიესისგან დაგიცავთ, რომელიც წვრილ ნაჭრებად უნდა დაჭრათ და ღუმელში გამოაცხოთ.
  • მე-5 საშუალება: მწეველების  გაშავებული კბილებისთვის გასაწმენდად ზამბახის ფესვები გამოიყენეთ. ფესვები წვრილად დაჭერით და ღუმელში გამოაცხვეთ.
  • მე-6 საშუალება: ასევე გაშავებული კბილების დროს შეგიძლიათ წვრილად დაქუცმაცებული ხის ნახშირი გამოიყენოთ.
  • მე-7 საშუალება: ლიმონი კბილის ზედაპირს ათეთრებს, თუ პერიოდულად გამოიყენებთ.

პასტა შივანანდი

ტრადიციული პასტა 3 ინგრედიენტს შეიცავს:

  • ზღვის მარილი
  • ბადრიჯნის კანი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება:

  1. მოსამზადებლად ყავის საფქვავი და რამდენიმე კერამიკული ფინჯანი დაგჭირდებათ. ზღვის მარილი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ მის შემადგენლობაში დამატებითი ინგრედიენტები, მაგალითად, გლიცერინი ან არომატი არ იყოს.
  2. ყავის საფქვავში ზღვის მარილი პუდრის მდგომარეობამდე დაფქვით.
  3. ბადრიჯნის ნაცვლად შეგიძლიათ ბანანის ქერქი გამოიყენოთ. ღუმელში ნახშირის მდგომარეობამდე გამოაცხვეთ.
  4. მას შემდეგ, რაც ხმელი გახდება, დააქუცმაცეთ ისე, როგორც ზღვის მარილი. შედეგად ინგრედიენტების 2 ფინჯანი გამოგივათ.
  5. მარაგის მოსამზადებლად 2-3 ს/კ დაფქული ზღვის მარილი და ცოტა ბანანის ნახშირი აიღეთ. მსგავსი კომბინაცია შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით შეცვალოთ.
  6. ნახშირი და მარილი კარგად აურიეთ, შემდეგ ზეითუნის ზეთ დაუმატეთ. სჯობს არა რაფინირებული ზეთი გამოიყენოთ.
  7. ზეითუნის ზეთი ზღვის მარილის 1:1 პროპორციით დაუმატეთ ისე, რომ რომ მზა პასტა ზეითუნის ზეთმა მცირე საფარით დაფაროს.
  8. კარგად აურიეთ და პასტა მზადაა!

ინგრედიენტების მომზადებაზე დრო რომ არ დახარჯოთ, შეგიძლიათ ფხვნილების დიდი მოცულობა მოამზადოთ. ზღვის მარილი და ბადრიჯნის ან ბანანის ნახშირი აურიეთ და ქილაში ჩაყარეთ. ბნელ, მშრალ ადგილას შეინახეთ. ეს ფხვნილი საკმაოდ დიდხანს ინახება. პასტა კი ყოველდღე მოამზადეთ, ფხვნილს საჭირო რაოდენობის ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. თავად პასტა კერამიკის ჭურჭელში შეინახეთ. 1 კვირაზე მეტი სამყოფი პასტის მომზადება რეკომენდებული არაა, რადგან ზეთი დამჟავდება და დამახასიათებელ სუნს მიიღებს.

პასტა შივანანდის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ კბილების მოვლაზე უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ. ჩვეული 2-3 წუთის ნაცვლად 10-15 წუთი დაგჭირდებათ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სახლის პირობებში მარილის სრულად ფხვნილის მდგომარეობამდე დაფქვა შეუძლებელია, ამიტომ პასტაში მსხვილი კრისტალები მდებარეობს, რომლებიც კბილის ემალს აზიანებენ. ეს რომ არ მოხდეს, პასტა შივანანდი სრულად უნდა გადნოთ. ამისთვის 1 ჩ/კ პასტა ენაზე დაიდეთ. 10-15 წუთში მარილი გადნება, ხოლო მიღებული ნერწყვის ხსნარით შეგიძლიათ კბილები გაიწმინდოთ.

როგორც წესი, კბილებს თითებით იწმენდენ. ხსნარი ჯერ ღრძილებზე შეიზილეთ, შემდეგ გარე და შიდა ზედაპირზე. კბილების გაწმენდის შემდეგ შეგიძლიათ პირი წყლით გამოივლოთ.

რჩევები:

  • პასტა იმდენად მარილიანი გამოვა, რომ მწარე მოგეჩვენებათ. თუმცა ამას სწრაფად შეეგუებით.
  • საწყის ეტაპზე, თუ სუსტი ღრძილები და მარილზე მგრძნობიარე კბილები გაქვთ, შეიძლება უსიამოვნო შეგრძნება იგრძნოთ. ის თანდათანობით გაქრება, როგორც კი ემალი მარილით გაჯერებული გახდება.
  • თუ პასტას ენის ქვეშ დაიდებთ და ტელევიზორის საყურებლად წახვალთ, ნახევარ საათში ენის ლორწოვანი გარსის და პირის ღრუს დამწვრობას მიიღებთ. გონიერები იყავით, 10-15 წუთი სავსებით საკმარისია.
  • კბილის ნადები დილა-საღამოს პასტის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში 1 თვეში გაქრება.
  • ზეითუნის ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ ჩვეულებრივი არა რაფინირებული მზესუმზირას ზეთი გამოიყენოთ.
  • თითებით კბილების გაწმენდის შემდეგ შეგიძლიათ ჯაგრისით გაწმენდა სცადოთ, ოღონდ ძალიან ფრთხილად.
  • ღრძილების გასაძლიერებლად შეგიძლიათ პირის ღრუ მუხის ქერქის სავლებით გამოივლოთ.

კბილის პასტა შრილ პრაბჰუპადი

ინგრედიენტები:

  • ზღვის მარილი (კარგად დაფქული)
  • მდოგვის ზეთი

მომზადება:

ინგრედიენტები თანაბარი რაოდენობით აურიეთ. ნარევი თითის დახმარებით წაისვით და გაიხეხეთ, ხოლო პროპოლისის წყლიანი ხსნარი „კბილების ანთების“ დროს გამოიყენეთ.

მათეთრებელი და სამკურნალო კბილის პასტა ნეუმივაკინის რეცეპტით

ის პრაქტიკულად ღრძილის ნებისმიერი დაავადების დროს დაგეხმარებათ და ამასთან კბილებს წამიერად ათეთრებს, ქვებს შლის და წვრილ ჭრილობებს შეხორცებაში ხელს უწყობს. პაროდონტოზის, ღრძილების ანთების, კბილების ფესვების გაშავების, კბილის ქვის და პირის ღრუს ნებისმიერი მტკივნეული მდგომარეობის დროს, ასევე პირში უსიამოვნო სუნის დროს დაგეხმარებათ.

მარტივი პასტა მოამზადეთ: 0,5 ჩ/კ საკვებ სოდას 10-20 წვეთი წყალბადის ზეჟანგი და რამდენიმე ლიმონის წვეთი აურიეთ. პასტა მზადაა!

როგორ გამოვიყენოთ:

ბამბის ჩხირი პასტაში ამოავლეთ და კბილებსა და ღრძილებზე წაისვით. ლიმონი სოდას ანეიტრალებს და სიახლეს მატებს, სოდა კბილებს ნადებისგან წმენდს, ხოლო წყალბადის ზეჟანგი ბაქტერიებს ანადგურებს და ათეთრებს.

ასეთი საშუალების შემდეგ კბილები იმდენად სუფთა ხდება, რომ მარგალიტივით ბრწყინავს, ხოლო ლიმონის მსუბუქი სუნი კარგ განწყობას შეგიქმნით.

პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგი გამოივლოთ“

1-3 ჩ/კ წყალბადის ზეჟანგი 50 მლ თბილ წყალში გახსენით და პირის ღრუს ნებისმიერი მტკივნეული მდგომარეობის დროს გამოივლეთ. უგემური, მაგრამ ძალიან სასარგებლო პროცედურაა. ასე გათეთრებული კბილების ეფექტი დაფიქსირდება და თეთრი დარჩება მაშინაც კი, თუ ბამბით აღარ წმინდათ. ეფექტის გასამყაებლად ამ პროცედურის რეგულარულად ჩატარება საჭიროა.

დაიმახსოვრეთ, რომ კბილების გაწმენდიდან 15 წუთის განმავლობაში პირის ღრუში არაფერი გამოივლოთ, არაფერი შეჭამოთ ან დალიოთ. ბამბის დარჩენილი სოდა კბილებზე წაისვით, მშრალი ბამბით ენა გაიწმინდეთ, შემდეგ ნერწყვით შეაგროვეთ და გადმოაფურთხეთ გარეგნულად შეგიძლიათ ტუჩები და მის გარეშემო კანი წყლით ჩამოიბანეთ.