Connect with us

ჯანმრთელობა

ნამდვილად მოქმედი რეცეპტები სურდოს დროს, რომელიც ბალახების მცოდნემ მომცა

თაფლის, ხახვის და ნივრის შესახებ ყველამ იცის და არ განვმეორდები. ასევე სითბოში ყოფნის, ბევრი სითხის დალევის და მსუბუქი საკვებით გამოკვების აუცილებლობის შესახებაც აღარ გავიმეორებ.

ეპიდემიის პერიოდში რეკომენდებულია ხმელი ჟოლოს და ასკილის ნაყოფის (თანაბარი პროპორციით) ჩაის დალევა, როგორც პროფილაქტიკის, ზოგადი გამაძლიერებელი და ვიტამინებით სავსე საშუალება. ასევე შეგიძლიათ ჟოლოს ნაყოფის და ცაცხვის ყვავილების ჩაი დალიოთ (ასევე თანაბარი პროპორციით აღებული).

შეგიძლიათ ნახარშები მოამზადოთ. აი, რეცეპტები:

  1. გვირილა, სამკურნალო ბარისპირა და სალბი თანაბარი პროპორციით აიღეთ.
  2. ჟოლოს ნაყოფი, თავშავას ბალახი და ვირისტერფას ფოთლები თანაბარი პროპორციით აიღეთ.
  3. ვირისტერფას და მრავალძარღვას ფოთლები, ძირტკბილას ფესვები, ფიჭვის კვირტები და ბეგქონდარა თანაბარი პროპორციით აიღეთ.

ნებისმიერი ამ რეცეპტით სამკურნალოდ 1 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ნახევარი საათით დააყენეთ და გადაწურეთ. ნახარშის ეს რაოდენობა ერთ დღეში, 2-3 მიღებაზე დალიეთ. უზმოზე დალიეთ და 30 წუთის შემდეგ ისაუზმეთ.

სურდოს მოშორებას სანელებლების ჩაის დახმარებით შეძლებთ. 5 მიხაკის კვირტი, 5 ილის ნაყოფი, 0,5 ჩ/კ დარიჩინის ფხვნილი და 0,5 ჩ/კ კოჭის ფესვები აიღეთ. აურიეთ, 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავსახურ დახურულ ჭურჭელში 10-15 წუთით დააყენეთ და კარგად შეფუთეთ.

გადაწურეთ, შემდეგ 1 ს/კ კონიაკი, 1 ს/კ ლიმონის წვენი და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. ცხელი სახით ძილის წინ დალიეთ და ლოგინში ჩაწექით. ეს საშუალება ძლიერი გაციების დროს სურდოს პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ დალიოთ.