Connect with us

საკითხავი

ნათელმხილველი ბებო ნინა განმარტავს, რატომ უნდა იყოს საშაქრე ყოველთვის სავსე

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობიდან დედისგან ნასწავლი ჩვევად მექცა: თუ რაღაც დამავიწყდა და სახლში დავბრუნდი, სარკეში ვიყურები. თუ ცისარტყელა დავინახე, წარმატების და გამართლების ნიშნად მივიჩნევ. „ეს ბედნიერების ნიშანია“ – ვამბობ ჩემთვის და დღე დიდებულად გადის.

ნათელმხილველი ბებო ნინა სერიალიდან „ბრმა“ განმარტავს, რატომ უნდა იყოს საშაქრე ყოველთვის სავსე. მის ბევრ რჩევას ვითვალისწინებ. პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ კარგად მუშაობს!

Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე ნიშანს, რომელიც ყოველდღიურობაში გამოგადგებათ. ტკბილად რომ იცხოვროთ, უნდა იმუშაოთ!

ნიშნები ბედნიერებაზე

სიყვარული, ძლიერი ქორწინება, ბედნიერება და ფული – მთავარი საკითხებია, რომელთა მოგვარებაშიც ნათელმხილველი ნინა სერიალიდან „ბრმა“ დაგეხმარებათ. გირჩევთ, მისი ბევრი რჩევა ჩაიწეროთ, რადგან მათში დიდი სიბრძნეა. ღმერთი ერთს გართმევთ, მაგრამ სანაცვლოდ სხვას გაძლევთ: ბრმა ხედავს თხელ მატერიებს და იცის, როგორ შეცვალოს ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ.

იმ დღეს, როცა ახალი ფეხსაცმელი ჩაიცვით, არავინ გაიცნოთ. ნაცნობობა ტყუილსა და უნდობლობაზე იქნება დაფუძნებული.

თუ ბავშვის საწოლის სასთუმალთან ხის სათამაშოს დადებთ, ყველა უბედურება გვერდს აუვლის.

სახლში საშაქრე ყოველთვის სავსე უნდა იყოს, ასე ცხოვრებაც ტკბილი იქნება. ასეთია ძველი და ერთგული ნიშნები ბებო ნინასგან.

თუ ვინმესთან რაიმე პრობლემის გარკვევა გსურთ, მზარდ მთვარეზე სერიოზული საუბარი დაიწყეთ. ასე მთელ სიმართლეს გაიგებთ და შეთანხმებას მიაღწევთ.

ცხოვრებაში წესრიგი რომ სუფევდეს, დანა–ჩანგალი ცალ–ცალკე შეინახეთ: დანები დანებთან, ჩანგლები – ჩანგლებთან.

თუ გზაზე შეხვდებით ქალს წყლით სავსე ვედროთი ან მამაკაცს ცარიელი ვედროთი, მაშინ მთელი დღე წარმატებული იქნება.

უცხო ადამიანებთან ერთად ერთი ნივთის გამოყენება არ შეიძლება. მხოლოდ ნათესავებთან შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება და გაურკვევლობა იქნება.

პერანგის უკუღმა ჩაცმა უსიამოვნებას მოასწავებს. რაიმეს უკუღმა ჩაცმა პრობლემებს იწვევს.

თუ ჭერქვეშ მერცხალმა ბუდე ააშენა, მაშინ თქვენს სახლში ბედნიერება მოვა.

დაწყებული ქსოვა აუცილებლად დაასრულეთ ან დაშალეთ. თუ რაღაც ახალს ძველის დასრულებამდე დაიწყებთ, პრობლემებს ელოდეთ.

თუ გსურთ, რომ თქვენ სახლში კეთილდღეობა სუფევდეს, ხოლო ოჯახის წევრები ბედნიერები იყვნენ, შემოსასვლელ კართან ნალი დაკიდეთ. ცხენის უკანა ჩლიქის ნალს უსაზღვრო ბედნიერება მოაქვს!

ამ დღეებში მშვენიერი ნიშნის შესახებ გავიგე: „თუ დილით ადრე ქორწილამდე პატარძლის კატა დააცემინებს, ცოლ–ქმრული ცხოვრება ბედნიერი იქნება“. პატარძლებო, დილით თქვენს კატა მეგობრებს არ აჭამოთ! ვხუმრობთ!

ცრურწმენების და ნიშნების გჯერათ თუ არა, თქვენი პირადი საქმეა. პირადად, რამდენიმე უკვე ამოვწერე, რაც ბედნიერი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

Advertisement