Connect with us

ჯანმრთელობა

ნაზავი, რომელსაც ოჯახის ექიმის დანიშნულებით ვიღებ. მრავალი დაავადების აღარ მეშინია

ბერძნული კაკლისა და თაფლის სარგებლობის შესახებ ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ბავშვობაში გავიგე. ოჯახში მუდმივად მივირთმევდით ამ საშემოდგომო ტკბილეულს. ორი ძალიან სასარგებლო კომპონენტის შერწყმით ვიღებთ გასაოცარ გემოს, რომელიც ჩაანაცვლებს ნებისმიერ ტკბილეულსა თუ დესერტს და, ამასთან, ეს არაჩვეულებრივად აისახება ტვინის ცხოველქმედებაზე.

სულ ცოტა ხნის წინ ვიპოვე დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ თაფლისა და კაკლის ნარევი მართლაც სამკურნალო მასაა: ჩემი მეგობრის ბებიამ ინფარქტი გადაიტანა, ექიმმა კი მას ამ ტკბილეულის მიღება დაუნიშნა რეაბილიტაციის პერიოდში. იგი ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელდა და, დარწმუნებული ვარ, ეს სწორედ ამ საშუალების დამსახურებაა.

ბერძნული კაკალი თაფლით

  • 100 გ ბერძნული კაკალი
  • 2 ს.კ. თაფლი

მომზადება

1. დააქუცმაცეთ ან დააფქვიეთ კაკლები, რათა ორგანიზმმა მასში არსებული ყველა სასარგებლო ნივთიერების ათვისება შეძლოს.

2. დაყავით ეს სამკურნალო ულუფა სამ ნაწილად. მიირთვით იგი ჭამამდე 15 წუთით ადრე, სამჯერ დღეში.

არსებობს კიდევ ერთი, ტრადიციული მეთოდი ასეთი მასის მოსამზადებლად. უნდა აიღოთ 2 წილი კაკალი და 1 წილი თაფლი, მოათავსოთ კაკლები სუფთა ქილაში და მოასხათ თაფლი.

ასეთი მასა უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, 1 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე. აღვნიშნავ, რომ თხილი ძალიან კარგად უნდა დაღეჭოთ, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭმლის მომნელებელი სისტემა ამდენად სქელ პროდუქტს საჭირო დონემდე ვერ გახსნის.

სარგებელი ჯანმრთელობისთვის

1. კაკლი, თაფლთან ერთად, ბიოლოგიურად აქტიური პროდუქტია! იოდი, ვიტამინები და მინერალები, რომლებიც ასეთი მასის შემადგენლობაშია, ზრდის ორგანიზმის უნარს, შეეწინააღმდეგოს სხვადასხვა სახის ინფექციას.

2. ნებისმიერი გადატანილი დაავადება – ორგანიზმისთვის დიდი სტრესია. თაფლისა და კაკლის მასის მოხმარება რეკომენდებულია მათთვის, ვინც ნებისმიერი დაავადების შემდეგ რეაბილიტაციას გადის(თუ რომელიმე კომპონენტი უკუჩვენებული არაა მისთვის).

3. რკინა, სპილენძი, კობალტი, თუთია და ვიტამინი В6, რომლებიც ამ ნარევის შემადგენლობაშია, ორგანიზმს ეხმარება ერითროციტების – სისხლის უჯრედების წარმოქმნაში. ასევე, ეს ნივთიერებები ათხევადებს სისხლს, რაც თრომბოზის შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

4. თუ ასეთ ნარევს რეგლარულად მოიხმართ, ანემიას დაამარცხებთ! რკინა, რომელსაც კაკალი შეიცავს, მარტივად აითვისება ორგანიზმის მიერ.

5. თაფლისა და კაკლის მასა ასტიმულირებს მეტაბოლისტურ პროცესებს ორგანიზმში. დიად, ეს საშუალება მართლაც კალორიულია, თუმცა, ზომიერი დოზირებით(არაუმეტეს 3 ს.კ. დღეში), იგი გახდომაშიც დაგეხმარებათ. კაკალი გაჯერებულია სასარგებლო ცხიმებით, რომლებიც არ შეიცავს ქოლესტერინს და ეხმარება შინაგან ორგანოებს სწორად ფუნქციონირებაში.

6.   В ჯგუფის ვიტამინების მაღალი შემცველობის წყალობით, ასეთი მასა ააქტიურებს თავის ტვინსა და გონებრივ პროცესებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!