ჯანმრთელობა
მხოხავი ჭანგა: ღრმა სიბერემდე ავადმყოფობა არ შეგაწუხებთ, თუ მას სწორად მიიღებთ
მხოხავი ჭანგა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სარეველა და ბევრი მებაღის თავის ტკივილია: ის ნიადაგს ფიტავს და მისი მოშორება თითქმის შეუძლებელია.
ნიადაგიდან მისი ამოძირკვის დროს ბევრ მებაღეს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ამ ბალახს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.
ამ გრძელი, უხეში ფოთლების ღეჭვა კატებსა და ძაღლებს ტყუილად არ უყვართ – ცხოველები ბუნების ძალას ინტუიციით ხვდებიან, რომლის არ გამოყენებაც უბრალოდ ცოდვაა.
მხოხავი ჭანგა
ჭანგა თესლებით და ფესვების დაყოფით მრავლდება. ეს ძალიან ცოცხალი მცენარეა. მასში შემავალი ნივთიერება თესლებს 2 გრადუს სითბოში გაზრდის საშუალებას აძლევს, ამასთან ახალგაზრდა ნერგებს გვალვა და ყინვა არ აშინებთ.
მძიმე მოსავლის პერიოდში ჩვენი წინაპრები მას საკვები მიზნით იყენებდნენ. „როცა ადრეულ გაზაფხულზე მცენარეებს რგავდნენ, ჩვენ მთელ სოფელში სარეველას ფესვებს, ძირითადად მხოხვა ჭანგას, ვაგროვებდით“ – ამბობს ცნობილი ბალახების მცოდნე, 90 წლის ელენა ზაიცევა.
„ჩვენს სხვენში 30 ტომარა ფესვი ინახებოდა. მას ვრეცხავდით, ვაშრობდით და ვფქვავდით. დედა ამ ფქვილისგან პურს აცხობდა, რომელიც ხორბლის პურზე უფრო გემრიელი და მკვებავი იყო. ომის დროს საშინელი შიმშილობა იყო, მაგრამ სარეველას ფესვების წყალობით ჩვენ გადავრჩით.
დედა ამბობს, რომ ღმერთი იმ ბალახს გვაძლევს, რომელიც გვჭირდება. თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, დააკვირდით, რომელი „სარეველა“ ბალახი უფრო იზრდება – ეს თქვენი წამალი იქნება.“ – ამბობს ელენა.
მხოხავი ჭანგა მკვებავი ნივთიერებების გრძელ სიას შეიცავს: კაროტინი, ასკორბინის მჟავა, ვაშლის მჟავა, ცილები, ნახშირწყლები, ეთერზეთები და რაც ყველაზე ღირებულია, სილიციუმი, რომელიც ორგანიზმში კალციუმის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
მხოხავი ჭანგის გამოყენების ჩვენება
მხოხავი ჭანგა სახსრების პრობლემების, კანის დაავადებისა და გაციების დროს სამკურნალო საშუალებად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადების – ოსტეოპოროზის (მისი ნიშნები 50 წლის შემდეგ ქალების 80%-ს აქვთ) პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.
რას კურნავს ჭანგა
1. კანის დაავადება
ჭანგას მთავარი სამკურნალო თვისებაა – სისხლის და ორგანიზმში გაწმენდა ტოქსინების, წიდებისა და სხვა „დამაბინძურებელი“ ნივთიერებებისგან. მცენარის ნაყენის და ნახარშის გამოყენება კანის დაავადებას შიგნიდან მოგაშორებთ.
2. ზედა სასუნთქი გზების დაავადება
ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი თვისების წყალობით შეგიძლიათ გაციების, ბრონქიტის, ტრაქეიტის და პნევმონიის სამკურნალოდ გამოიყენოთ.
3. ღვიძლის დაავადება
ჭანგა სისხლს შესანიშნავად წმენდს, ამიტომ სასარგებლოა ჰეპატიტის, შარდსასქესო გზების დაავადების დროს. ციროზის დროს ავადმყოფის მდგომარეობას ამსუბუქებს.
4. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება
გასტრიტის, კოლიტის, ენტერიტის და კუჭის წყლულის დროს ჭანგას ნაყენი დაზიანებულ ლორწოვან გარსს ეხვევა, ანთებას ამცირებს და ქსოვილების სწრაფ რეგენერაციას ხელს უწყობს.
5. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება
სტენოკარდიის, არითმიის და ჰიპერტონიის დროს ჭანგის გამოყენება სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს.
6. ძვალ-სახსრების სისტემის დაავადება
რევმატიზმის, პოდაგრას და ართრიტის დროს ჭანგას ნაყენის და ნახარშის რეგულარული გამოყენება სახსრების ანთებას ამცირებს და მოძრაობის დროს ტკივილს ამცირებს.
7. ანემია, ავიტამინოზი, ქრონიკული დაღლილობა
სტრესი, უძილობა, გაზრდილი გაღიზიანება და უმიზეზო შფოთვა – ყველაფერი ეს ჭანგის მიღების მანიშნებელია. დიდი რაოდენობით შემავალი ვიტამინების, მინერალებისა და სილიციუმის წყალობით ნერვული დაავადების სამკურნალოდ შეუცვლელი საშუალებაა.
გამოყენება ხალხურ მედიცინაში
სამკურნალო მიზნით მხოხავი ჭანგას ფესვებს გაზაფხულსა და შემოდგომაზე ამზადებენ. მას კარგად ასუფთავებენ, რეცხავენ და ჰაერზე აშრობენ, შემდეგ აქუცმაცებენ. სხვა ფესვებისგან განსხვავებით, ჭანგა შეგიძლიათ გაზაფხულზე შეაგროვოთ და მიიღოთ.
გაშრობამდე კარგად გაასუფთავეთ და ცივ წყალში გარეცხეთ. რეკომენდებულია ღუმელში 60 გრადუსზე ან სპეციალურ საშრობ აპარატში გამოაშროთ, პერიოდულად აურიეთ. მზა ფესვები დეფორმირების გარეშე უნდა ტყდებოდეს. შენახვის ვადა – მაქსიმუმ 3 წელი.
სამკურნალო საშუალება
1. კანის დაავადების დროს
ნახევარი ჭიქა ჭანგას ნაყენი დღეში 3-ჯერ 1 თვის განმავლობაში დალიეთ. ნაყენის მოსამზადებლად ნახევარი ლიტრი წყალი აადუღეთ, გააგრილეთ და 4 ს/კ დაქუცმაცებულ, მშრალ ჭანგას ფესვებს დაასხით.
10-14 დღე დააყენეთ და გადაწურეთ. ფესვები ფილტრაციის შემდეგ არ გადააგდოთ, არამედ ხელმეორედ გამოიყენეთ – 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და პირველ ნაყენს აურიეთ.
2. კუჭის და ნაწლავების დაავადების დროს
ნახევარი ჭიქა ჭანგას ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსი – 10-14 დღე.
ნაყენის მოსამზადებლად 5 ს/კ მშრალი ფესვები დააქუცმაცეთ, 1 ჭიქა თბილი, ადუღებული წყალი დაასხით და 10 დღე დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. დარჩენილ ფესვებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ. ორივე ნაყენი აურიეთ და სამკურნალოდ გამოიყენეთ.
3. სახსრების დაავადების დროს
30 გრ დაქუცმაცებულ ფესვებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 12 საათით გააჩერეთ. მეოთხედი ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, 1 თვის განმავლობაში მიიღეთ.
4. როგორც შარდმდენი საშუალება
მხოხავი ჭანგას ფესვების ნაყენი გამოიყენება როგორც შარდმდენი, ამოსახველებელი, სისხლის გამწმენდი და მარილის ბალანსის დამარეგულირებელი საშუალება. ნაყენის მოსამზადებლად 1 ნაწილი ფესვები და 10 ნაწილი წყალი აიღეთ, აადუღეთ, სანამ სითხის ნახევარი არ დარჩება. დღეში 3-4-ჯერ 1 ს/კ მიიღეთ.
5. მხედველობის აღსადგენად
ჭანგას ბალახის ახალი წვენი თაფლს 1:1 პროპორციით აურიეთ, სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ადუღეთ და თან აურიეთ. დღეში 3-ჯერ 1 ს/კ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყოველდღე მიიღეთ.
6. დაღლილობის მოსახსნელად
ჭანგას ჩაი შესანიშნავი საშუალებაა დაღლილობის და დაძაბულობის მოსახსნელად, ხოლო სილიციუმის მჟავის მაღალი შემცველობის წყალობით ფილტვის დაავადების, პოდაგრის და რევმატიზმის დროს მისი მიღება სასარგებლოა.
2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ჭანგას ფესვს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და იმწამსვე გადაწურეთ. გაგრილებული ჩაით თვალები გაიწმინდეთ, როცა კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის დროს თვალებში სიმძიმეს იგრძნობთ.
7. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის მიზნით
ბალახების მცოდნე ლიდია სურინა გირჩევთ 1 კონა ჭანგას ბალახი 10 წუთით წყლით სავსე ქვაბში ადუღოთ, შემდეგ ბალახი გადააგდეთ, ნახარშით კი წვნიანები და ფაფები მოამზადეთ.
ასე ორგანიზმი გამდიდრდება მკვებავი ნივთიერებებით, მათ შორის სილიციუმით, რომელიც ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას აფერხებს და ძვლების გამაგრებას ხელს უწყობს, რაც ხანდაზმული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
უკუჩვენება
ჭანგას გამოყენება რეკომენდებული არაა 2 წლამდე ბავშვებში და ორსულ ქალებში, რადგან ბავშვსა და ნაყოფზე ჭანგას ზემოქმედება ზუსტად დადგენილი არაა.
გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობისა გასაღები პირდაპირ თქვენს ფეხებთან არის, მხოლოდ მათი შემჩნევა და გამოყენება გჭირდებათ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.